OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , შესახვევი აკაკი ბელიაშვილი , N 12

AR1310533სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება15 მაისი, 2015
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
1915203
გადაწყვეტილების თარიღი
2 ივნისი, 2015
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
მაია რჩეულიშვილი
ორგანიზაცია
6857
დეველოპერი (ს/კ)
202296988

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.13.01.004.084
მესაკუთრე
შპს "ბილდინგ კომპანი" (202296988)
ფართობი
7 324 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1310533
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
15 მაისი, 2015
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
18 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 2 ივნისი, 2015გადაწყვეტილება1915203 - თანხმობა
  2. 2 ივნისი, 2015ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 11.12.2014 წლის #1637623 ბრძანებაში ტექნიკური ხარვეზის გასწორების თაობაზე. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს (შემდგომში–სამსახური) 15.05.2015 წლის AR12310533 განაცხადით მომართა მაია რჩეულიშვილმა (პ/ნ01017003383) და მოითხოვა ამავე სამსახურის 11.12.2014 წლის #1637623 ბრძანებაში ტექნიკური ხარვეზის გასწორება ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 11.12.2014 წლის #1637623 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი – დიდუბე, აკაკი ბელიაშვილის შესახვევი, №12–ში, თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი №01.13.01.004.084), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2014 წლის 12 დეკემბრიდან 2015 წლის 12 დეკემბრის ჩათვლით. დღეისათვის განმცხადებელი ითხოვს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 11.12.2014 წლის #1637623 ბრძანებაში ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელი ფართობების ციფრობრივი მაჩვენებლების გასწორებას. კერძოდ, საცხოვრებელ ფართობად 1746.3 კვ.მ–ის ნაცვლად 1752.3 კვ.მ–ის დაფიქსირებას. დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, სამსახურმა დაადგინდა, რომ განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შესაბამისობაშია შეთანხმებულ არქიტექტურულ პროექტთან. ასევე, საცხოვრებელი ფართობის ცვლილების შემდგომ, ბრძანებაში დაფიქსირებული საერთო ფართობის ციფრობრივი მაჩვენებელი შეიცვლება და 1878.8 კვ.მ–ის ნაცვლად იქნება 1884.8 კვ.მ. საქართველოს ზოგადი ადმინისტარციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ამდენად, სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში ცვლილების შეტანის თაობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური ხარვეზი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 11.12.2014 წლის #1637623 ბრძანებაში და ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში საერთო და საცხოვრებელი ფართობების ციფრულ მაჩვენებლებად დაფიქსირდეს შემდეგი მონაცემები: საერთო ფართობი–1884.8 კვ.მ; საცხოვრებელი ფართობი–1752.3 კვ.მ; სხვა ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები დარჩეს უცვლელი; 2. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 11.12.2014 წლის #1637623 ბრძანებასთან ერთად; 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლოს ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6), ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა