OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , ხეივანი დავით აღმაშენებლის , მე-13 კილომეტრი , (ნაკვ.14/579)

AR1313008სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება25 მაისი, 2015- დიღომი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
1962843
გადაწყვეტილების თარიღი
18 ივნისი, 2015
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ეკატერინე აბრამია
დეველოპერი (ს/კ)
405059573

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.72.14.014.579
მესაკუთრე
შპს "გრინპაკი" (405059573)
ფართობი
2 587 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1313008
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
25 მაისი, 2015
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
24 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
2

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 18 ივნისი, 2015ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 26.01.2015წ. №1698276 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 25/05/2015წ. AR1313008 განაცხადით მომართეს ეკატერინე აბრამიამ და პაატა აბრამიამ და მოითხოვეს ამავე სამსახურის 26.01.2015წ. №1698276 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 26.01.2015წ. №1698276 ბრძანებით, ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–13 კილომეტრი (ნაკვ. №14/579), შპს „გრინპაკის“ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა ოფისის (დამხმარე სასაწყობო მეურნეობით) არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2015 წლის 26 იანვრიდან 2016 წლის 26 იანვრის ჩათვლით. საჯარო რეესტრის ამონაწერის (რეგისტრაციის №882014692264, მომზადების თარიღი: 24/12/2014 14:18:24) თანახმად, სამშენებლო მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი №01.72.14.014.579) მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „გრინპაკი“. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი, მომზადების თარიღი: B15100727, 07/05/2015 14:55:07) თანახმად, შპს „გრინპაკის“ ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს დირექტორი პაატა აბრამია. დღეისათვის, განმცხადებლები ითხოვენ 26.01.2015წ. №1698276 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადებას, ვინაიდან, სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს არ აქვს ობიექტის, აღნიშნული ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული პროექტისა და გაცემული მშენებლობის ნებართვის საფუძველზე, სამშენებლოდ განვითარების ინტერესი. სამსახურში, ასევე, წარმოდგენილია სამშენებლო ობიექტზე არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტოსურათები, რომლიდანაც ირკვევა, რომ სამშენებლო ობიექტზე, 26.01.2015წ. №1698276 ბრძანების საფუძველზე, მშენებლობა ნაწარმოები არ არის. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის 1–ლი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-7 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლში განსაზღვრული საფუძვლების გარდა, შეიძლება იყოს ნებართვის მფლობელის მოთხოვნა. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან, სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს არ გააჩნია 26.01.2015წ. №1698276 აღმჭურველი ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის საფუძველზე, საპროექტო ობიექტის სამშენებლოდ გავითარების ინტერესი და აღნიშნული აქტის საფუძველზე, მშენებლობა ნაწარმოები არ არის, სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა ინიდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-7 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, ვბრძანებ: 1. დაკმაყოფილდეს ეკატერინე აბრამიასა და პაატა აბრამიას 25/05/2015წ. AR1313008 განაცხადი. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 26.01.2015წ. №1698276 ბრძანება. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლოს ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6), ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 18 ივნისი, 2015გადაწყვეტილება1962843 - თანხმობა
  3. 1 ივნისი, 2015ქალაქის პასუხი
  4. 1 ივნისი, 2015ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა