ქალაქი თბილისი , ონკოლოგიურ ცენტრსა და ინტენსიფიკაციის გზას შორის
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 1947012
- გადაწყვეტილების თარიღი
- 10 ივნისი, 2015
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ვლადიმერ აბრამიშვილი
- დეველოპერი (ს/კ)
- 405034840
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.14.16.015.291
- მესაკუთრე
- შპს ,,სხივური მედიცინის ცენტრი'' (405034840)
- ფართობი
- 4 406 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.14.16.015.291საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- სპეციალური
- ქვეზონა
- specz-1
- K1
- 0
- K2
- 0
- სპეციალური ზონა: ქალაქის რუკა ამ ტიპის ზონისთვის K2-ს არ გვაძლევს (0 ნიშნავს „არ არის გამოქვეყნებული“, არა აკრძალვას). გადაამოწმეთ ზონირების რეგულაცია.
- K3
- 0
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1313763
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 28 მაისი, 2015
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 13 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 10 ივნისი, 2015ქალაქის პასუხი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 27 მაისის №1896674 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურს 2015 წლის 28 მაისის AR1313763 განცხადებით მომართეს ვლადიმერ აბრამიშვილმა და ზურაბ ზატუაშვილმა და მოითხოვეს ამავე სამსახურის 2015 წლის 27 მაისის №1896674 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ 2015 წლის 27 მაისის №1896674 ბრძანებით, ცვლილება შევიდა ქალაქი თბილისი , ონკოლოგიურ ცენტრსა და ინტენსიფიკაციის გზას შორის სამსახურის 15.07.2013 წ. #773090 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ მიწის ნაკვეთის სამშენებლო გამოყენების პირობებში. განმცხადებლის განმარტების თანახმად, 2015 წლის 27 მაისის №1896674 ბრძანების ტექსტში ფიქსირდება ტექნიკური ხარვეზი, კერძოდ კი, აღნიშნული ბრძანების თანახმად, ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ 15.07.2013 წ. #773090 გადაწყვეტილებით, #01.14.16.015.206 (3000 კვ.მ) საკადასტრო ერთეულზე სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობები გაიცა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად. შესაბამისად, დღესდღეობით განმცხადებლის მიერ მოთხოვნილია ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას და „ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის“ ნაცვლად „სამედიცინო-დიაგნოსტიკური ცენტრის“ დაფიქსირებას. სამსახურმა განმცხადებლის მოთხოვნა შეადარა სამსახურის 15.07.2013 წ. #773090 გადაწყვეტილებას დაადგინა, რომ აღნიშნული ბრძანებით #01.14.16.015.206 (3000 კვ.მ) საკადასტრო ერთეულზე სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობები გაიცა სამედიცინო-დიაგნოსტიკური ცენტრის მშენებლობის მიზნით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 27 მაისის №1896674 ბრძანებაში გასწორდეს ტექნიკური შეცდომა და ბრძანების ტექსტში „ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის“ ნაცვლად საპროექტო ობიექტის დანიშნულებად დაფიქსირდეს „სამედიცინო-დიაგნოსტიკური ცენტრი“ 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 27 მაისის №1896674 ბრძანება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელი; 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 27 მაისის №1896674 ბრძანებასთან ერთად; 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, N6), მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 10 ივნისი, 2015გადაწყვეტილება1947012 - თანხმობა
- 28 მაისი, 2015ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები1
- dartuli dokumentacia.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა