OpenCAD
განუხილველი

ქალაქი თბილისი , ქუჩა ხევძმარის , N 1 / ქალაქი თბილისი , ქუჩა ხევძმარის , N1-ის მიმდებარედ / ქალაქი თბილისი , ქუჩა ქერჩის , ატს-ის მიმდებარედ (ნაკვეთი 19/078)

AR1317461სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება16 ივნისი, 2015- გლდანი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
1958990
გადაწყვეტილების თარიღი
18 ივნისი, 2015
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
თეიმურაზ გიორგაძე
დეველოპერი (ს/კ)
209442245

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.11.12.019.146
მესაკუთრე
შპს "დავითი" (209442245)
ფართობი
1 466 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1317461
სტატუსი
განუხილველი
რეგისტრაცია
16 ივნისი, 2015
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
2 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 18 ივნისი, 2015ქალაქის პასუხი

    თქვენი AR1317461 16.062015წ. განაცხადის პასუხად, რომლითაც ითხოვთ #01.11.12.019.146 საკადასტრო ერთეულზე მრავალფუნქციური შენობა–ნაგებობის განთავსებას, გაცნობებთ, რომ დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის შესაბამისად აღნიშნული მიწის ნაკვეთი მდებარეობს საცხოვრებელ ზონა 6 (სზ-6)–ში რომელიც წარმოადგენს მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონას, სადაც განაშენიანების დომინირებულ სახეობას შეადგენს საცხოვრებელი სახლები. ასევე დასაშვებია ამ წესების დანართი-1-ით განსაზღვრული ძირითადი და სპეციალური ზონალური ნებართვით დაშვებული სახეობები (იხ. დანართი). საცხოვრებელ ზონა 6 (სზ–6)–ში მოქმედებს შემდეგი ქალაქთმშენებლობითი პარამეტრები: – მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი (კ-1) – 0,5; – მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი (კ-2) – 2,5 ; – მიწის ნაკვეთების გამწვანების კოეფიციენტი (კ-3) – 0,1. გთხოვთ დააზუსტოთ მოთხოვნა, კერძოდ რა ფუნქციებს განვითარება იგეგმება მრავალფუნქციურ ობიექტში, ასევე ტერიტორიაზე სამსახურის მიერ გაცემულია #1557 06.10.2011წ. გაცემულია მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები, რადგანაც პროექტი შეთანხმებული არ არის, ამავე განაცხადზე მოთხოვნის ტექსტშინ უნდა დააფიქსიროთ, რომ გსურთ #1557 06.10.2011წ. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების გაუქმება; სამსახურს საკითხის განსახილველად დამატებით ესაჭიროება იმ ობიექტის ესკიზური ვარიანტი („რენდერის“, მოცულობის ელ. ვერსია) რომლის დაპროექტებასაც ფიქრობთ მითითებულ ტერიტორიაზე, გენგეგმა და ფოტომონტაჟი არსებულ გარემოში (საკადასტრრო გეგმაზე დატანილი სერვიტუტის და ხე–ნარგავების შენარჩუნებით); ესკიზი, გენგეგმა და ფოტომონტაჟი უნდა ატვირთოთ დამატებითი დოკუმენტის მოთხოვნის ველი; ამასთან გაცნობებთ, რომ ქ. თბილისის მერის 2014 წლის 11 თებერვლის #255 განკარგულებით #01.11.12.019.088 საკადასტრო ერთეულს განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი მიენიჭა კ2= 4.5, რადგანაც შეცვლილია მიწის ნაკვეთის კონფიგურაცია, ფართობი და საკადასტრო კოდი მოცემული პარამეტრი აღარ იმოქმედებს; ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83–ე მუხლის შესაბამისად თქვენ გეძლევათ განაცხადის გამოგზავნიდან 15 დღიანი ვადა მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარმოსადგენად; თუ სამსახურის მიერ დანიშნულ ვადაში არ იქნება წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია, საკითხი დარჩეს განუხილველი. საცხოვრებელი ზონა 6 (სზ-6): მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა, სადაც განაშენიანების დომინირებულ სახეობას შეადგენს საცხოვრებელი სახლები. ა) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების ძირითადი დასაშვები სახეობები: განაშენიანების საშუალო და მაღალი ინტენსივობის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები (დომინირებული სახეობა); პარკი; ბაღი; სკვერი; ბულვარი; საბავშვო მოედანი; ინდივიდუალური სამეწარმეო და არასამეწარმეო საქმიანობის სახელოსნო საცხოვრებელ სახლებში და ცალკე მდგომი, სამეზობლო თმენისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით; საბავშვო ბაღი და სკოლამდელი აღზრდის სხვა დაწესებულება; დაწყებითი სკოლა; საშუალო სკოლა; საშუალო პროფესიულ-ტექნიკური სასწავლო დაწესებულება; პოლიკლინიკა; ამბულატორია; აფთიაქი; სპორტული დარბაზი; საცურაო აუზი; სპორტული მოედანი; კლუბი; კინოთეატრი; საქალაქო ბიბლიოთეკა; საინფორმაციო ცენტრი; საგამოფენო დარბაზი; პირველადი მოხმარების საქონლის მაღაზია; სამრეწველო საქონლის მაღაზია; სასურსათო მაღაზია; უნივერსალური მაღაზია; ბარი; კაფე; სწრაფი კვების ობიექტი; საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტი; ოფისი და კანტორა; საფოსტო და კავშირგაბმულობის განყოფილება; ბანკების ფილიალი, განყოფილება; იურიდიული კონსულტაცია; სანოტარო კანტორა; ღია ავტოსადგომი და ჩაშენებული გარაჟი; საერთო სარგებლობის მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომები. ბ) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების დასაშვები სახეობები, რომლებიც საჭიროებენ სპეციალურ ზონალურ შეთანხმებას: მოხუცთა, ბავშვთა და სხვათა ინტერნატი; საავადმყოფო; უმაღლესი სასწავლებელი; სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგური; თეატრი; არქივი; მუზეუმი; საცეკვაო დარბაზი-დისკოთეკა; რესტორანი; კიოსკი, დროებითი პავილიონი, საცალო ვაჭრობისა და მომსახურებისათვის; ბანკი; მართვის დაწესებულება და ორგანიზაცია; ოფისი და კანტორა; სამეცნიერო და საპროექტო ორგანიზაცია; სასამართლო; პოლიციისა და არასაუწყებო დაცვის განყოფილება; სახანძრო დეპო; სასტუმრო; საზოგადოებრივი ტუალეტი; ავტოგასამართი სადგური; კომუნალური და საინჟინრო ტექნიკური ობიექტები. საკულტო შენობები და ნაგებობები.

    მეტის ჩვენება
  2. 18 ივნისი, 2015გადაწყვეტილება1958990
  3. 16 ივნისი, 2015ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

ნახაზები და საპროექტო ფაილები1

  • Kerczis_rua.dwg

სხვა ფაილები3

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა