OpenCAD
განუხილველი

ქალაქი თბილისი , დიდი დიღომი II და III მ/რ შორის კორპ. N19-ის მოპირდაპირედ.

AR1320996სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება1 ივლისი, 2015- დიღომი
საერთო ფართობი
5 513,3 მ²
განაშენიანების ფართობი
515,7 მ²
საცხოვრებელი ფართობი
3 636,4 მ²
მიწის ნაკვეთის ფართობი
3 100 მ²
სიმაღლე
39,2 მ
ჩაღრმავება მიწის ქვემოთ
2,5 მ
სამშენებლო მოცულობა
16 708,7 მ³

მაჩვენებლები მოცემულია ისე, როგორც განმცხადებელმა ფორმაში შეიტანა; არ არის გადამოწმებული.

გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
1991524
გადაწყვეტილების თარიღი
3 ივლისი, 2015
შედეგი
სხვა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ბექა ძაგნიძე
ორგანიზაცია
15542
დეველოპერი (ს/კ)
401998772

მონაწილეები

  • დამკვეთი
    სახელი
    ბექა ძაგნიძე
    პირადი ნომერი
    *********89
    ორგანიზაცია
    შ.პ.ს გარდინერ ინტერნაშიონალ ბილდინგ სერვისიზ
    საიდენტიფიკაციო კოდი
    401998772
  • მთავარი არქიტექტორი
    სახელი
    თამთა ჩხეიძე
  • სპეციალისტი
    სახელი
    თამთა ჩხეიძე

პირები, რომლებიც განმცხადებელმა განაცხადის ფორმაში მიუთითა.

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.10.06.001.026
მესაკუთრე
ჯან რუვენი (P/N: *********68)
ფართობი
3 100 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1320996
სტატუსი
განუხილველი
რეგისტრაცია
1 ივლისი, 2015
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
2 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
2

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 3 ივლისი, 2015ქალაქის პასუხი

    დამატებითი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის წარმოსადგენად ვადის განსაზღვრის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2015 წლის 23 ივნისს #AR1320996 განცხადებით მომართა ბექა ძაგნიძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2014 წლის 12 ნოემბრის #1590516 ბრძანებაში ცვლილების შეტანა ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 12 ნოემბრის #1590516 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი – საბურთალო, დიდი დიღომი II და III მ/რ შორის კორპ. #19-ის მოპირდაპირედ, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი #01.10.06.001.026), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის "ა" ბლოკის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2014 წლის 12 ნოემბრიდან 2016 წლის 12 სექტემბრის ჩათვლით. 2014 წლის 12 ნოემბრის #1590516 ბრძანებაში დამკვეთად მითითებულია შპს გარდინერ ინტერნაშიონალ ბილდინგ სერვისიზ, რომლის დირექტორს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის (განაცხადის რეგისტრაციის: #B14092344; მომზადების თარიღი: 19/09/2014 წ.; ს/კ: #401998772 ) თანახმად, წარმოადგენს ბექა ძაგნიძე. დღეისათვის განმცხადებელი ითხოვს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 12 ნოემბრის #1590516 ბრძანებაში ცვლილების შეტანას ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. კერძოდ, საცხოვრებელ ფართობად 637.3 კვ.მ–ის ნაცვლად 3636.4 კვ.მ–ის, საზაფხულო ფართობად 330 კვ.მ–ის ნაცვლად 347.6 კვ.მ–ის დაფიქსირებას. ამასთან, სამყოფისათვის ფართობი განისაზღვრება მის შემომსაზღვრელ კედლებს შორის არსებული იატაკის ძირითადი კონსტრუქციის ზედაპირის ფართობით, მათ შორის არსებული საყრდენი კედლებისა და კოლონების ფართობის გარეშე (ბინის ფართობში არ იანგარიშება ასევე საყრდენ კედლებში და ბინის შემომსაზღვრელ კედლებში არსებული ღიობები, ბინაში არსებული იატაკის სხვადასხვა დონეების დამაკავ-შირებელი შიდა კიბე და მისი ბაქანი). იმისათვის რომ სამსახურმა იმსჯელოს აღნიშნულ საკითხზე და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, საჭიროა წარმოდგენილ იქნას შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის იდენტური გეგმების ის ნაწილი, რომლის ფართობებსაც ეხება ცვლილება, შესწორებული მაჩვენებლების დატანით. ასევე, წარმოდგენილ იქნას შეცვლილი საერთო ფართობი. ვინაიდან, თქვენი მოთხოვნა ეხება საერთო ფართობში შემავალ სათავსებს და არა კოეფიციენტების საანგარიშო ფართობებს, საჭიროა გასწორდეს მოთხოვნის ტექსტი და სწორად დაფიქსირდეს საცხოვრებელი ფართობი. ამასთან, განაცხადი არასწორად იქნა დარეგისტრირებული ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანის ველში. ამავე განაცხადის საფუძველზე მოგეცემათ ნომენკლატურის შეცვლის შესაძლებლობა. აღნიშნულ საკითხზე მსჯელობისთვის საჭიროა განაცხადი დაარეგისტრიროთ სამსახურის ვებ–გვერდზე (www.tas.ge) ელექტრონული განცხადებების ველში, „სამართლებრივი საკითხები“ არჩევის შემდეგ უნდა მონიშნოთ – „ტექნიკური ხარვეზის გასწორება ადმინისტრაციულ – სამართლებრივ აქტში“. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83–ე მუხლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემულ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან სხვა ინფორმაცია. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დაავალოს განმცხადებელს 5 სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის იდენტური გეგმების ის ნაწილი, რომლის ფართობებსაც ეხება ცვლილება, შესწორებული მაჩვენებლების დატანით. ასევე, წარმოადგინოს შეცვლილი საერთო ფართობი. ვინაიდან, თქვენი მოთხოვნა ეხება საერთო ფართობში შემავალ სათავსებს და არა კოეფიციენტების საანგარიშო ფართობებს, საჭიროა გასწორდეს მოთხოვნის ტექსტი და სწორად დაფიქსირდეს საცხოვრებელი ფართობი. ამასთან, შეუცვალოს განაცხადს ნომენკლატურა („სამართლებრივი საკითხები“ – „ტექნიკური ხარვეზის გასწორება ადმინისტრაციულ – სამართლებრივ აქტში“). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. დაევალოს განმცხადებელს 5 სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის იდენტური გეგმების ის ნაწილი, რომლის ფართობებსაც ეხება ცვლილება, შესწორებული მაჩვენებლების დატანით. ასევე, წარმოადგინოს შეცვლილი საერთო ფართობი. ვინაიდან, თქვენი მოთხოვნა ეხება საერთო ფართობში შემავალ სათავსებს და არა კოეფიციენტების საანგარიშო ფართობებს, საჭიროა გასწორდეს მოთხოვნის ტექსტი და სწორად დაფიქსირდეს საცხოვრებელი ფართობი. ამასთან, შეუცვალოს განაცხადს ნომენკლატურა („სამართლებრივი საკითხები“ – „ტექნიკური ხარვეზის გასწორება ადმინისტრაციულ – სამართლებრივ აქტში“); 2. ბრძანების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში ბექა ძაგნიძის 2015 წლის 23 ივნისის #AR1320996 განცხადება დარჩეს განუხილველი; 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, #6), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 3 ივლისი, 2015გადაწყვეტილება1991524 - სხვა
  3. 30 ივნისი, 2015ქალაქის პასუხი
  4. 23 ივნისი, 2015ფაილები აიტვირთა
  5. 23 ივნისი, 2015ფაილები აიტვირთა
  6. 23 ივნისი, 2015ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

ნახაზები და საპროექტო ფაილები2

  • gengegma+digomi-1.pla
  • digomi veqtoruli faili17 (1).pla

სხვა ფაილები13

ყველას ჩვენება (13)

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა