ქალაქი თბილისი , ზემო პლატოს მიმდებარედ , ნაკვ. 05/064
დამკვეთი
- სახელი
- დავით ჭუმბურიძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 406097762
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.19.20.005.064
- მესაკუთრე
- შპს "დავიდე" (406097762)
- ფართობი
- 631 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.19.20.005.064საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1321003
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 23 ივნისი, 2015
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 4 დღე
- ბოლო ხელახალი წარდგენიდან ქალაქის ბოლო პასუხამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 3
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 3 ივლისი, 2015ქალაქის პასუხი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 20 მაისის N 1907686 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2015 წლის 23 ივნისის N AR1321003 განაცხადით მომართა შპს „დავიდე“-ს დირექტორმა, დავით ჭუმბურიძემ და მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 20 მაისის N 1907686 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში ტექნიკური ხარვეზის გასწორება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, სამსახურმა შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 20 მაისის N 1907686 ბრძანებით, ქ. თბილისში, სექტორი – სამგორი, ზემო პლატოს მიმდებარედ, ნაკვ. 05/064, შპს "დავიდე"–ს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი №01.19.20.005.064), შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2015 წლის 20 მაისიდან 2016 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით. დამკვეთად დაფიქსირდა შპს "დავიდე". განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის მიერ 2015 წლის 20 მაისის N 1907686 ბრძანებით შეთანხმებული პროექტის თანახმად, გათვალისწინებული იყო ავტოსადგომების მოწყობა, მაგრამ ავტოსადგომის ფართობის ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების შეყვანა მოხდა კომერციული ფართობის მაჩვენებელში, აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებლის მოთხოვნას წარმოადგენს ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში ტექნიკური ხარვეზის გასწორება და გასწორებული კომერციული და ავტოსადგომების ფართობის მაჩვენებლების შემდეგი სახით დაფიქსირება: • კომერციული ფართობი - 55.7 კვ.მ. • ავტოსადგომების ფართობი -191.2 კვ.მ. სამსახურმა გამოიკვლია N AR1321003 განცხადებით წარმოდგენილი დოკუმენტაცია და დაადგინა, რომ გასწორებული ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შესაბამისობაშია 2015 წლის 20 მაისის N 1907686 ბრძანებით შეთანხმებულ არქიტექტურულ პროექტთან. შესაბამისად, განმცხადებლის მოთხოვნა საფუძვლიანია. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 20 მაისის N 1907686 ბრძანებაში და ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში კომერციული და ავტოსადგომების ფართობი დაფიქსირდეს შემდეგი სახით: • კომერციული ფართობი - 55.7 კვ.მ. • ავტოსადგომების ფართობი -191.2 კვ.მ. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 20 მაისის N 1907686 ბრძანებას დაერთოს 2015 წლის 23 ივნისის N AR1321003 განცხადებასთან ატვირთული გეგმები. 3. წინამდებარე ბრძანება განხილული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 20 მაისის N 1907686 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლოს ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6), ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 29 ივნისი, 2015ქალაქის პასუხი
- 29 ივნისი, 2015ფაილები აიტვირთა
- 24 ივნისი, 2015ქალაქის პასუხი
- 24 ივნისი, 2015ფაილები აიტვირთა
- 23 ივნისი, 2015ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა