OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , ილია ჭავჭავაძის გამზირი N37ლ

AR1321683სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება25 ივნისი, 2015- წყნეთი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
2023584
გადაწყვეტილების თარიღი
23 ივლისი, 2015
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ბექა კიკალეიშვილი
დეველოპერი (ს/კ)
404987305

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.14.14.003.149
მესაკუთრე
შპს "არქი თაუერ" (404987305)
ფართობი
4 999 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1321683
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
25 ივნისი, 2015
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
28 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
2

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 23 ივლისი, 2015ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 01 აპრილის #1815149 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2015 წლის 25 ივნისს #AR1321683 განცხადებით მომართეს ბექა კიკალეიშვილმა და ირაკლი ქაფიანიძემ. განმცხადებლებმა მოითხოვეს ამავე სამსახურის 2015 წლის 01 აპრილის #1815149 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 01 აპრილის #1815149 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, გამზირი ი. ჭავჭავაძე, ყოფილი სტუდქალაქის ტერიტორია, თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ნაკვეთის საკადასტრო კოდი #01.14.14.003.149) მრავალფუნქციური კომპლექსის (ა და ბ ბლოკები) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2015 წლის 01 აპრილიდან 2017 წლის 01 აპრილის ჩათვლით. სამსახურის 2015 წლის 01 აპრილის #1815149 ბრძანებაში დამკვეთად მითითებულია შპს "იბერკომპანი ირაო" და შპს "არქი თაუერ". მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის (განაცხადის რეგისტრაციის: #B15142553; #B13068800; მომზადების თარიღი: 07/07/2015; 09/07/2013; ს/კ: #205216504; #404987305) თანახმად, შპს "იბერკომპანი ირაო"–ს დირექტორს წარმოადგენს ბექა კიკალეიშვილი, ხოლო, შპს "არქი თაუერ"–ის დირექტორს ირაკლი ქაფიანიძე. განმცხადებლების განმარტების თანახმად, ზემოაღნიშნულ ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები და შესაბამისად, ითხოვენ ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. კერძოდ, საოფისე ფართობად 1241.8 კვ.მ–ის ნაცვლად 1241.2 კვ.მ–ის, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 3262.8 კვ.მ–ის ნაცვლად 3241.3 კვ.მ–ის, დამხმარე ფართობად 615.4 კვ.მ–ის ნაცვლად 636.9 კვ.მ–ის, ხოლო საერთო ფართობად 41220.7 კვ.მ–ის ნაცვლად 41220.1 კვ.მ–ის დაფიქსირებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლების მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 01 აპრილის #1815149 ბრძანების ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 01 აპრილის #1815149 ბრძანებაში, კერძოდ: საოფისე ფართობად დაფიქსირდეს – 1241.2 კვ.მ, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად – 3241.3 კვ.მ, დამხმარე ფართობად – 636.9 კვ.მ, საერთო ფართობად – 41220.1 კვ.მ; 2. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 01 აპრილის #1815149 ბრძანებასთან ერთად; 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, #6), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 23 ივლისი, 2015გადაწყვეტილება2023584 - თანხმობა
  3. 7 ივლისი, 2015ქალაქის პასუხი
  4. 7 ივლისი, 2015ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა