ქალაქი თბილისი , ქუჩა უნივერსიტეტის , N 2 , (ნაკვეთი 08/024)
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 2139752
- გადაწყვეტილების თარიღი
- 14 აგვისტო, 2015
- შედეგი
- თანხმობა
- მშენებლობის ვადა
- 14 ნოემბერი, 2014 – 14 ნოემბერი, 2016
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- კობა კობალაძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 404882640
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.14.06.008.024
- მესაკუთრე
- შპს "პეგასი" (404882640)
- ფართობი
- 10 513 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.14.06.008.024საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საზოგადოებრივ-საქმიანი
- ქვეზონა
- ssz-1
- K1
- 0,7
- K2
- 3,5
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1325593
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 9 ივლისი, 2015
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 10 დღე
- ბოლო ხელახალი წარდგენიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 6
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 14 აგვისტო, 2015ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 28 ოქტომბრის #1564138 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2015 წლის 09 ივლისს #AR1325593 განცხადებით მომართა კობა კობალაძემ და მოითხოვა ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 28 ოქტომბრის #1564138 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, სამსახურმა შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 28 ოქტომბრის #1564138 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი – ვაკე, უნივერსიტეტის ქ. #2-ში (ნაკვ. 08/024), კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი. #01.14.06.008.024), მრავალფუნქციური შენობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი, ხოლო 2014 წლის 13 ნოემბრის #1585267 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2014 წლის 14 ნოემბრიდან 2016 წლის 14 ნოემბერის ჩათვლით. განმცხადებელის განმარტებით, პროექტის შეთანხმების ეტაპზე არასწორად იქნა მითითებული საერთო ფართისა და მასში შემავალი ცალკეული ფართების მაჩვენებლები, კერძოდ, საერთო ფართობი 16279.6 კვ.მ.–ის ნაცვლად შეადგენს 16166.1 კვ.მ.–ს, საცხოვრებელი ფართობი 9087.6 კვ.მ.–ის ნაცვლად შეადგენს 9 072.1 კვ.მ.–ს, საოფისე ფართობი 1363.3 კვ.მ.–ის ნაცვლად შეადგენს 1 267.0 კვ.მ.–ს, ხოლო კომერციული ფართობი 748.3 კვ.მ.–ის ნაცვლად შეადგენს 746.6 კვ.მ.–ს. შესაბამისად, განმცხადებელი ითხოვს 2014 წლის 28 ოქტომბრის #1564138 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას და ამავე ბრძანებით შეთანხმებული ცალკეული გეგმების ჩანაცვლებას 2015 წლის 09 ივლისის #AR1325593 განცხადებით წარმოდგენილი გეგმებით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდესის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან, დამკვეთის მიერ ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლების მითითების დროს დაშვებული იქნა შეცდომა, რაც შესაბამისად აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში, სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია გაასწოროს ზემოაღნიშნულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში დაშვებული ტექნიკური შეცდომა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური ხარვეზი ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 28 ოქტომბრის #1564138 ბრძანებაში და საერთო ფართობად მიეთითოს 16166.1 კვ.მ, საცხოვრებელ ფართობად – 9 072.1 კვ.მ, საოფისე ფართობად – 1267.0 კვ.მ, ხოლო კომერციულ ფართობად – 746.6 კვ.მ. ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 28 ოქტომბრის #1564138 ბრძანებით შეთანხმებულ დოკუმენტაციას, ამავე ბრძანებით შეთანხმებული A ბლოკის I, II და III სართულის გეგმების, ასევე, B ბლოკის I სართულის გეგმის ნაცვლად, დაემატოს წინამდებარე განცხადებით წარმოდგენილი, გასწორებული გეგმები. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 28 ოქტომბრის #1564138 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შესაძლებელია გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ, N6), მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან 1 თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 14 აგვისტო, 2015გადაწყვეტილება2139752 - თანხმობა
- 13 აგვისტო, 2015ქალაქის პასუხი
- 10 აგვისტო, 2015ქალაქის პასუხი
- 7 აგვისტო, 2015ვადა გაგრძელდა5 დღით, ახალი ვადა: 14 აგვისტო, 2015
- 4 აგვისტო, 2015ქალაქის პასუხი
- 4 აგვისტო, 2015ფაილები აიტვირთა
- 29 ივლისი, 2015ქალაქის პასუხი
- 29 ივლისი, 2015ფაილები აიტვირთა
- 24 ივლისი, 2015ქალაქის პასუხი
- 24 ივლისი, 2015ფაილები აიტვირთა
- 9 ივლისი, 2015ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა