ქალაქი თბილისი , გამზირი მოსკოვი , N 2 , ( ნაკვ. 002/040)
დამკვეთი
- სახელი
- ვაჟა დათუაშვილი
- დეველოპერი (ს/კ)
- 202460103
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.17.12.002.040
- მესაკუთრე
- შპს "რეილვეი ფროფერთი მენეჯმენტი" (202460103)
- ფართობი
- 70 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.17.12.002.040საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1328874
- სტატუსი
- უარყოფა
- რეგისტრაცია
- 22 ივლისი, 2015
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 7 დღე
- რეგისტრაციიდან ქალაქის ბოლო პასუხამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 29 ივლისი, 2015ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენი AR1328874 განცხადება, რომლითაც ითხოვთ ქალაქგეგმარებით დასკვნას, თქვენს დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: #01.17.12.002.040) ჯიხურის განთავსებასთან დაკავშირებით. პასუხად გაცნობებთ შემდეგს: ქალაქ თბილისის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის #20–105 დადგენილებით დამტკიცდა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა. რომელიც განსაზღვრავს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების (მიწათსარგებლობის) და განაშენიანების ძირითად პარამეტრებს, კეთილმოწყობის, გარემოსა და უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დამცავ სივრცით-ტერიტორიულ პირობებს, სატრანსპორტო, საინჟინრო და სოციალური ინფრასტრუქტურის, ასევე ეკონომიკური განვითარების სივრცით ასპექტებს და განსახლების ტერიტორიულ საკითხებს. თქვენს დაინტერესებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის–რუკის, მიხედვით ვრცელდება საზოგადოებრივ–საქმიანი ზონა 2 (სსზ–2). „ქ. თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ" ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის N4-13 გადაწყვეტილების თანახმად საზოგადოებრივ–საქმიანი ზონა 2 (სსზ–2) წარმოადგენს განაშენიანების მაღალი ინტენსივობის ზონას, მათ შორის კარკასს, სადაც დომინირებულ სახეობას შეადგენს ობიექტები საზოგადოებრივი დანიშნულების ფუნქციებით. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მიწის ნაკვეთები სამშენებლო საქმიანობისათვის გამოყენების შესაძლებლობების მიხედვით იყოფა სამშენებლო მიწის ნაკვეთად, სამშენებლოდ შეზღუდულ მიწის ნაკვეთად და სამშენებლოდ შეუსაბამო მიწის ნაკვეთად. ასევე ქ. თბილისის საკრებულოს ,,ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ 2009 წლის 27 მარტის #4-13 გადაწყვეტილების თანახმად, ქალაქის ტერიტორიის ფარგლებში არსებული ის ცალკეული მიწის ნაკვეთები, შენობები და ნაგებობები, რომელთა ამ წესის მოთხოვნებთან შეუსაბამობა განპირობებულია გარემოებებით (მიწის ნაკვეთის ფართობი, კონფიგურაცია, ხაზოვანი ზომები, ნარგავების არსებობა და ა.შ.), იძენენ ,,შეუსაბამო“– უძრავი ობიექტის იურიდიულ სტატუსს.“ კონკრეტულ შემთხვევაში, საზოგადოებრივ–საქმიან ზონა 2 (სსზ-2)-ში მდებარე მიწის ნაკვეთი თავისი კონფიგურაციის და ფართობის სიმცირის გამო (70.00 კვ.მ) წარმოადგენს შეუსაბამო მიწის ნაკვეთს, რომელიც არ იძლევა სრულყოფილი დამოუკიდებელი ობიექტის განთავსების საშუალებას. ქ. თბილისში გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ" ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 29 დეკემბრის #4-27 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის თანახმად, დედაქალაქში გარე ვაჭრობად მიჩნეულია ქალაქის ქუჩებზე, მოედნებსა და ტროტუარებზე, ასევე, დასასვენებელ ადგილებში მცირე სტაციონარული არქიტექტურული ფორმებიდან და არასტაციონარული კონსტრუქციებიდან ვაჭრობა. ამავე გადაწყვეტილების მე–4 პუნქტის "ა" ქვეპუნქტის თანახმად, გარე ვაჭრობის კონკრეტულ ადგილებს განსაზღვრავს ქ. თბილისის მთავრობა. "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების 65–ე მუხლის პირველი პუნქტის "თ" ქვეპუნქტით განსაზღვრული დროებითი შენობა–ნაგებობის ან/და დანადგარების განთავსების ადგილების განსაზღვრის შესახებ" ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 23 სექტემბრის #25.04.1186 დადგენილებით დამტკიცებული რუკების თანახმად, თქვენს მიერ მოთხოვნილ ტერიტორიაზე გარე ვაჭრობა და გარე ვაჭრობის ობიეტების განსათავსება აკრძალულია. ყველა ზემოაღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით და ასევე მოცემული მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, არქიტექტურის სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას გასცეს დადებითი ქალაქგეგმარებითი დასკვნა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 22 ივლისი, 2015ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები1
- сканирование0030.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა