ქალაქი თბილისი , მეტროსადგური ,,ახმეტელის თეატრი" , მიმდებარედ , ნაკვეთი 16/090 / ქალაქი თბილისი , მეტროსადგური ,,ახმეტელის თეატრი" , მიმდებარედ , ნაკვეთი N307 / ქალაქი თბილისი , მეტროს სადგურ "ახმეტელის თეატრი"-ს მიმდებარე ტერიტორია
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 2050212
- გადაწყვეტილების თარიღი
- 4 აგვისტო, 2015
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- გრიგოლი მოთიაშვილი
- ორგანიზაცია
- 8744
- დეველოპერი (ს/კ)
- 209437643
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.11.12.016.127
- მესაკუთრე
- შპს "უნი მოლი" (200048199)
- ფართობი
- 3 335 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 5 ნოემბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.11.12.016.127საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საზოგადოებრივ-საქმიანი
- ქვეზონა
- ssz-2
- K1
- 0,7
- K2
- 4,6
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1331631
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 3 აგვისტო, 2015
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 1 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 4 აგვისტო, 2015ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 27.05.2015წ. №1918493 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 03/08/2015 წ. #AR1331631 განაცხადით მომართა გრიგოლი მოთიაშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 27.05.2015წ. №1918493 ბრძანებაში ცვლილების შეტანა მაჩვენებლებთან დაკავშირებით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, სამსახურმა შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 27.05.2015წ. №1918493 ბრძანებით ქ. თბილისში, სექტორი – გლდანი, მეტროს სადგურ ,,ახმეტელის თეატრი"–ს მიმდებარე ტერიტორიაზე, შპს ,,სალხინო–93"–ს და ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა (ნაკვ#01.11.12.016.127) მრავალფუნქციური კომპლექსის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2015 წლის 27 მაისიდან 2016 წლის 27 თებერვლის ჩათვლით. განმცხადებელი უთითებს, რომ 27.05.2015წ. №1918493 ბრძანებაში არასწორად დაფიქსირდა ცალკეული ფართების მაჩვენებლები, კერძოდ, საერთო ფართობი 17470.3 კვ.მ.–ს ნაცვლად შეადგენს 17481,95 კვ.მ.–ს, კომერციული ფართობი 8346.77 კვ.მ.–ს ნაცვლად შეადგენს 11154,63 კვ.მ.–ს, ხოლო დამხმარე ფართობი 8264.52 კვ.მ.–ს ნაცვლად შეადგენს 5468,31 კვ.მ.–ს. აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელი ითხოვს 27.05.2015წ. №1918493 ბრძანებაში შესაბამისი ცვლილების შეტანას. განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად, სამსახურმა დაადგინა, რომ გასწორებული ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეესაბამება შეთანხმებულ გეგმა–ნახაზებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდესის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან, დამკვეთის მიერ ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლების მითითების დროს დაშვებულ იქნა შეცდომა, რაც შესაბამისად აისახა სამსახურის მიერ გაცემულ ბრძანებაში, სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია, შეიტანოს ცვლილება ზემოაღნიშნულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: შევიდეს ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 27.05.2015წ. №1918493 ბრძანებაში და საერთო ფართობად მიეთითოს 17481,95 კვ.მ, კომერციულ ფართობად – 11154,63 კვ.მ, ხოლო დამხმარე ფართობად მიეთითოს 5468,31 კვ.მ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 27.05.2015წ. №1918493 ბრძანებით შეთანხმებულ დოკუმენტაციას დაემატოს წინამდებარე განცხადებით წარმოდგენილი გეგმა–ნახაზები. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 27.05.2015წ. №1918493 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შესაძლებელია გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ, N6), მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან 1 თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 4 აგვისტო, 2015ფაილები აიტვირთა
- 4 აგვისტო, 2015გადაწყვეტილება2050212 - თანხმობა
- 3 აგვისტო, 2015ფაილები აიტვირთა
- 2 აგვისტო, 2015ფაილები აიტვირთა
- 2 აგვისტო, 2015ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ნახაზები და საპროექტო ფაილები2
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა