ქალაქი თბილისი , ვარკეთილი 2-სა და ვაზისუბნის საცხოვრებელი რაიონს შორის.
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 2062337
- გადაწყვეტილების თარიღი
- 14 აგვისტო, 2015
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- თამაზ ლომიძე
- ორგანიზაცია
- 4783
- დეველოპერი (ს/კ)
- 206072435
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.19.36.014.469
- მესაკუთრე
- შპს "ელიტა" (206072435)
- ფართობი
- 5 314 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.19.36.014.469საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1332215
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 5 აგვისტო, 2015
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 9 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 14 აგვისტო, 2015გადაწყვეტილება2062337 - თანხმობა
- 14 აგვისტო, 2015ქალაქის პასუხი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 30 ივნისის #1983868, 2015 წლის 27 იანვრის #1701249 ბრძანებებში და 2014 წლის 25 ივლისის #1406289 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2015 წლის 05 აგვისტოს #AR1332215 განცხადებით მომართეს თამაზ ლომიძემ და ჯემალ სანდუხაძემ. განმცხადებლებმა მოითხოვეს ამავე სამსახურის 2015 წლის 30 ივნისის #1983868, 2015 წლის 27 იანვრის #1701249 ბრძანებებში და 2014 წლის 25 ივლისის #1406289 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანა დამკვეთის შეცვლასთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 25 ივლისის #1406289 გადაწყვეტილებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი სამგორი, ვარკეთლი 2–სა და ვაზისუბნის საცხოვრებელ რაიონს შორის, შპს ელიტას კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: #01.19.36.014.469) სავაჭრო ობიექტის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. ხოლო, სამსახურის 2015 წლის 27 იანვრის #1701249 და 2015 წლის 30 ივნისის #1983868 ბრძანებებით შეთანხმდა კოექტირებული არქიტექტურული პროექტები და გაიცა მშენებლობის ნებართვები. 2015 წლის 30 ივნისის #1983868 ბრძანებით მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2015 წლის 30 ივნისიდან 2016 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით. დღეისათვის განმცხადებლები ითხოვენ სამსახურის 2015 წლის 30 ივნისის #1983868, 2015 წლის 27 იანვრის #1701249 ბრძანებებში და 2014 წლის 25 ივლისის #1406289 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანას, კერძოდ, დამკვეთად შპს ელიტას ნაცვლად შპს სენატორ პანცის დაფიქსირებას. 2015 წლის 30 ივნისის #1983868, 2015 წლის 27 იანვრის #1701249 ბრძანებებში და 2014 წლის 25 ივლისის #1406289 გადაწყვეტილებაში დამკვეთად მითითებულია შპს ელიტა. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განაცხადის რეგისტრაციის: #882015424088, მომზადების თარიღი: 03/08/2015 წ., ს/კ: #01.19.36.014.469) შესაბამისად, მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს ელიტა, რომლის დირექტორს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის მიხედვით, (განაცხადის რეგისტრაციის: #B14099773; მომზადების თარიღი: 10/10/2014 წ.; ს/კ: #206072435), წარმოადგენს ჯემალ სანდუხაძე. ხოლო, აღნაგობის უფლების მქონე პირს – შპს სენატორ პანცი, რომლის დირექტორს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის მიხედვით, (განაცხადის რეგისტრაციის: #B14099772; მომზადების თარიღი: 10/10/2014 წ.; ს/კ: #206287846), წარმოადგენს თამაზ ლომიძე. "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების 20-ე მუხლის თანახმად, დამკვეთს პირველ და მეორე სტადიაზე წარმოადგენს განმცხადებელი, ხოლო მესამე სტადიაზე დამკვეთი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობების მესაკუთრე, მოსარგებლე, ან მისი/მათი უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდესის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ყოველივე ზემოაღნიშულიდან გამომდინარე, ვინაიდან, სამსახურის 2015 წლის 30 ივნისის #1983868, 2015 წლის 27 იანვრის #1701249 ბრძანებებში და 2014 წლის 25 ივლისის #1406289 გადაწყვეტილებაში დამკვეთად დაფიქსირებული პირი, რომელიც ამავდროულად არის მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, თანახმაა დამკვეთად დაფიქსირდეს მოსარგებლე – შპს სენატორ პანცი და ამასთან, შპს სენატორ პანცის გააჩნია ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლების მოთხოვნა სამსახურის 2015 წლის 30 ივნისის #1983868, 2015 წლის 27 იანვრის #1701249 ბრძანებებში და 2014 წლის 25 ივლისის #1406289 გადაწყვეტილებაში დამკვეთად შპს ელიტას ნაცვლად შპს სენატორ პანცის დაფიქსირებასთან დაკავშირებით. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. შევიდეს ცვლილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 30 ივნისის #1983868, 2015 წლის 27 იანვრის #1701249 ბრძანებებში და 2014 წლის 25 ივლისის #1406289 გადაწყვეტილებაში, კერძოდ: დამკვეთად შპს ელიტას ნაცვლად დაფიქსირდეს შპს სენატორ პანცი (ს/კ: #206287846); 2. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 30 ივნისის #1983868, 2015 წლის 27 იანვრის #1701249 ბრძანებებთან და 2014 წლის 25 ივლისის #1406289 გადაწყვეტილებასთან ერთად; 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, #6), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 4 აგვისტო, 2015ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები1
- image****-**-**-****50.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა