ქალაქი თბილისი , ქუჩა ჯავახეთი , N14 / ქალაქი თბილისი , ქუჩა ჯავახეთი , N 14-ის მიმდებარედ
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 2146014
- გადაწყვეტილების თარიღი
- 20 აგვისტო, 2015
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- კახა ჭოველიძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 406066750
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.19.36.001.173
- მესაკუთრე
- შპს "ინვესტ-4" (406066750)
- ფართობი
- 254 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.19.36.001.173საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საზოგადოებრივ-საქმიანი
- ქვეზონა
- ssz-2
- K1
- 0,7
- K2
- 4,6
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1332580
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 5 აგვისტო, 2015
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 15 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 20 აგვისტო, 2015ქალაქის პასუხი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 20.02.2015წ. №1745561 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 05/08/2015წ. #AR1332580 განაცხადებით მომართა შპს „ალტას“ დირექტორმა, კახა ჭოველიძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 20.02.2015წ. №1745561 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, სამსახურმა შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 20.02.2015წ. №1745561 გადაწყვეტილებით დადასტურდა ქ. თბილისში, სექტორი – სამგორი, ჯავახეთის ქუჩა, N14 /ჯავახეთის ქუჩა, N14-ის მიმდებარედ, შპს „ინვესტ–4“–ის საკუთრებაში არსებული შენობის ფასადზე (საკადასტრო კოდი: №01.19.36.001.173) სარეკლამო აბრების მოწყობის შესაძლებლობა. მითითებული წერილობითი თანხმობის გაცემისას განმცხადებლის, კახა ჭოველიძის მიერ წარმოდგენილ იქნა შპს „ინვესტ–4“–ის დირექტორის მიერ შპს „ალტას“ მიმართ გაცემული, ასევე, შპს „ალტას“ დირექტორის მიერ გაცემული მინდობილობები. შესათანხმებლად წარმოდგენილი ფოტომონტაჟი ითვალისწინებდა ზემოაღნიშნულ მისამართზე შპს „ალტას“ სარეკლამო აბრების განთავსებას. დღეის მდგომარეობით, კახა ჭოველიძე ითხოვს 20.02.2015წ. №1745561 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებას, ვინაიდან, შპს „ალტას“ აღარ გააჩნია აღნიშნული აქტით შეთანხმებული სარეკლამო აბრის განთავსების ინტერესი. საჯარო რეესტრის ამონაწერის (რეგისტრაციის №882015406753, მომზადების თარიღი: 20/07/2015) თანახმად, ობიექტის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „ინვესტ–4“. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B12040201, ამონაწერის მომზადების თარიღი: 26/03/2012) თანახმად, შპს „ინვესტ–4“–ის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს დირექტორი – ლევან ღოთვაძე. ლევანი ღოთვაძის 26/06/2015წ. №AR1322095 და 29/07/2015წ. №AR1330656 განცახდებებით ირკვევა, რომ შპს „ინვესტ–4“–ს აქვს 20.02.2015წ. №1745561 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების ინტერესი. ამასთან, შპს „ფაუერის“ (მოიჯარე) წარმომადგენლის, ზურაბ მანთაშაშვილის 14.07.2015წ. №AR1326866 განცხადებით წარმოდგენილი არსებული სიტუაციის ამსახველი ფოტოსურათებით ირკვევა, რომ მითითებული გადაწყვეტილებით შეთანხმებული სარელამო აბრა არ არის განთავსებული. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლის თანახმად, „ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამომცემ ორგანოს“. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია, ძალადაკარგულად გამოაცხადოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 20.02.2015წ. №1745561 გადაწყვეტილება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 20.02.2015წ. №1745561 გადაწყვეტილება. 2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, N6), მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 20 აგვისტო, 2015გადაწყვეტილება2146014 - თანხმობა
წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა