OpenCAD
განუხილველი

ქალაქი თბილისი , დასახლება გლდანი , მიკრო/რაიონი 5 , კორპუსი 26 , და 26ა კორპუსების მიმდებარედ

AR1336711სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება21 აგვისტო, 2015- გლდანი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
2156081
გადაწყვეტილების თარიღი
26 აგვისტო, 2015
შედეგი
სხვა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
მიხეილ ცოგოშვილი
ორგანიზაცია
11862
დეველოპერი (ს/კ)
404495051

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.11.10.013.062
მესაკუთრე
შპს "საოჯახო კვება" (404495051)
ფართობი
650 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 13 ნოემბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1336711
სტატუსი
განუხილველი
რეგისტრაცია
21 აგვისტო, 2015
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
5 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 26 აგვისტო, 2015ქალაქის პასუხი

    AR1336711 21.08.2015 განცხადების პასუხად, რომლითაც ითხოვთ მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდით #01.11.10.013.062 არსებული შენობის რეკონსტრუქციის მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენას და ქალაქთმშენებლობითი პარამეტრების გაზრდას გაცნობებთ, რომ წარმოდგენილ მიწის ნაკვეთზე დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილი-რუკის მიხედვით ვრცელდება საცხოვრებელი ზონა 6 (სზ–6), სარეკრეაციო ზონა 1 (რზ–1) და სატრანსპორტო ზონა 1 (ტზ–1) (იხ. დანართი). საცხოვრებელი ზონა 6 (სზ–6) მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა, სადაც განაშენიანების დომინირებულ სახეობას შეადგენს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები. ასევე დასაშვებია ქ. თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 29 მარტის #4-13 გადაწყვეტილების დანართი 1-ით განსაზღვრული ძირითადი და სპეციალური ზონალური ნებართვით დაშვებული სახეობების არსებობა. კოეფიციენტები: მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი (კ1)-0,5 მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი (კ-2)-2.5 მიწის ნაკვეთის გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი (კ-3) 0,1 სარეკრეაციო ზონა 1 (რზ–1) წარმოადგენს ზონას, რომელიც მდებარეობს განაშენიანებული ტერიტორიის საზღვრებში და მოიცავს გამწვანებულ ტერიტორიას (მაგ. ბაღი, ბულვარი, სკვერი, გაზონი და სხვა) აღნიშნულ ზონაში დაუშვებელია ყოველგვარი მშენებლობა, გარდა: (25.11.2011 N 12-55) ა) განათების; ბ) სარწყავი სისტემის; გ) სარეკლამო ბილბორდის; დ) დეკორატიული გაფორმების ობიექტის; ე) კიბეების, გზების, ბილიკების. სატრანსპორტო ზონა 1 (ტზ-1) – წარმოადგენს ზონას, რომელიც მდებარეობს ადმინისტრაციულ საზღვრებში და მოიცავს არსებულ და საპროექტო (პერპექტიულ) ქუჩებს, გზებს, მოედნებს, გზატკეცილებს, ხიდებს გზაგამტარებს, დროებით ავტოსადგომებს, სარკინიგზო ხაზებს (გასხვისების ზოლის ჩათვლით), მეტროპოლიტენის მიწისზედა ხაზებს, ტრამვაის ხაზებს (ჩამონათვალის ფარგლებში – ტროტუარებს, ქუჩის მომიჯნავე გამწვანებულ ზოლებს, უსაფრთხოების კუნძულებს, გამწვანებულ გზაგამყოფებს, ტროტუარის მიმდებარე გაზონს, ზღუდარებს, დროებით ჯიხურებს, მიწისქვეშა შენობა-ნაგებობებს). (25.11.2011 N 12-55) იმისათვის რომ სამსახურმა განიხილოს საკითხი დამატებით უნდა წარმოადგინოთ სარეკონსტრუქციო შენობის ექსპლუატაციაში მიღების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და საცხოვრებელი ზონა 6–ის (სზ–6) მოქმედების არეალში ქალაქთმშენებლობითი პარამეტრების მომატების ქალაქგეგმარებითი დასაბუთება, რომელსაც განიხილავს ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭო. ამასთან დახარვეხებულ ველებში უნდა ატვირთოთ: ტოპოგრაფიული გეგმა მ 1:500; (მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრების, არსებული საინჟინრო-კომუნალური ქსელების, შენობა-ნაგებობის განთავსების, მისასვლელი გზების, ღობეების, გამწვანების ჩვენებით) ხელმოწერილი პასუხისმგებელი პირის მიერ; თვალსაჩინო ადგილას განთავსებული მინიმუმ A2 გაბარიტების რეალური საინფორმაციო დაფა (ფოტოები გადაღებული საპროექტო ადგილას ახლო და შორი მანძილიდან), რომელზეც უნდა იყოს აღნიშნული მოსალოდნელი მშენებლობის მონაცემები, კერძოდ: ა) შენობა-ნაგებობის მისამართი; ბ) შენობა-ნაგებობის ფუნქციური დანიშნულება; გ) მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო და განაცხადის განხილვის ვადები; დ) შენობა-ნაგებობის სავარაუდო სართულიანობა ან/და გაბარიტები; საინფორმაციო დაფა უნდა არსებობდეს სამშენებლო სამუშაოთა წარმოების მთელ პერიოდში და მოიხსნას შენობა-ნაგებობის მშენებლობის დასრულების ან/და ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ. ხოლო ობიექტის ფუნქციურ დანიშნულებაში უნდა მიუთითოთ რას გულისხმობთ მრავალფუნქციურ ობიექტში.(რადგან მრავალფინქციურ ობიექტში შესაძლებელია იგულისხმებოდეს ფუნქციური ზონით დაშვებული, როგორც ძირითადი ისე სპეციალური (ზონალური) ნებართვით დაშვებული სახეობები, რომლებიც საჭიროებენ სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებას.) ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83–ე მუხლის შესაბამისად თქვენ გეძლევათ განაცხადის გამოგზავნიდან 30 დღიანი ვადა მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარმოსადგენად. თუ სამსახურის მიერ დანიშნულ ვადაში არ იქნება წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია საკითხი დარჩეს განუხილველი. ამასთან, გაცნობებთ, რომ ახალი განაცხადის წარმოდგენამდე ადმინისტრაციული წარმოების ვადის დინება არის შეჩერებული და განახლდება ხსენებული განაცხადის წარმოდგენის შემდგომ.

    მეტის ჩვენება
  2. 26 აგვისტო, 2015გადაწყვეტილება2156081 - სხვა
  3. 21 აგვისტო, 2015ფაილები აიტვირთა
  4. 21 აგვისტო, 2015ფაილები აიტვირთა
  5. 21 აგვისტო, 2015ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

ნახაზები და საპროექტო ფაილები1

  • gldani.dwg

სხვა ფაილები5

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა