ქალაქი თბილისი , ქუჩა ც. დადიანი , N7 , (ნაკვეთი N38/43) / ქალაქი თბილისი , ქუჩა ც. დადიანი , N7
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 2199510
- გადაწყვეტილების თარიღი
- 21 სექტემბერი, 2015
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ვალერი გელაშვილი
- ორგანიზაცია
- 14089
- დეველოპერი (ს/კ)
- 204531088
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.16.02.038.077
- მესაკუთრე
- შპს "ლიტ ჯეო ინვესტი" (204531088)
- ფართობი
- 12 288 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.16.02.038.077საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- სამრეწველო
- ქვეზონა
- s-1
- K1
- 0
- K2
- 0
- სამრეწველო ზონა: ქალაქის რუკა ამ ტიპის ზონისთვის K2-ს არ გვაძლევს (0 ნიშნავს „არ არის გამოქვეყნებული“, არა აკრძალვას). გადაამოწმეთ ზონირების რეგულაცია.
- K3
- 0
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1338487
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 31 აგვისტო, 2015
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 4 დღე
- ბოლო ხელახალი წარდგენიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 3
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 21 სექტემბერი, 2015ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 08 ივნისის #1941942 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2015 წლის 31 აგვისტოს #AR1338487 განცხადებით მომართა ვალერი გელაშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2015 წლის 08 ივნისის #1941942 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 08 ივნისის #1941942 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი – ჩუღურეთი, ქუჩა ც. დადიანი, #7, (ნაკვეთი #38/43)/ქ. თბილისი, ქუჩა ც. დადიანი, #7, შპს "ლიტ ჯეო ინვესტი"–ს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: #01.16.02.038.072), შეთანხმებული გრგ–ს მიხედვით მე–2 სექტორში, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის "ე-1" ბლოკის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. სამსახურის 2015 წლის 19 აგვისტოს #2148980 ბრძანებით შევიდა ცვლილება 2015 წლის 08 ივნისის #1941942 ბრძანებაში და ბრძანების მე–3 პუნქტის ჩანაწერი: ,,მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2015 წლის 08 ივნისიდან 2016 წლის 08 აპრილის ჩათვლით" შეიცვალა ჩანაწერით ,,მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2017 წლის 19 ოქტომბრის ჩათვლით". ხოლო, სამსახურის 2015 წლის 27 აგვისტოს #2160172 ბრძანებით შევიდა ცვლილება 2015 წლის 08 ივნისის #1941942 ბრძანებაში, კერძოდ, საპროექტო მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდად #01.16.02.038.072–ის ნაცვლად მიეთითა #01.16.02.038.077 საკადასტრო კოდი. სამსახურის 2015 წლის 08 ივნისის #1941942 ბრძანებაში დამკვეთად მითითებულია შპს „ლიტ ჯეო ინვესტი". საჯარო რეესტრის ამონაწერის (განაცხადის რეგისტრაციის: #882015498541, მომზადების თარიღი: 07/09/2015 წ., ს/კ: #01.16.02.038.077) შესაბამისად, საპროექტო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „ლიტ ჯეო ინვესტი". მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის (განაცხადის რეგისტრაციის: #B15004677; მომზადების თარიღი: 14/01/2015 წ.; ს/კ: #400033655; წინა ს/კ: #204531088) თანახმად, შპს „ლიტ ჯეო ინვესტი"–ს დირექტორს წარმოადგენს ვალერი გელაშვილი. განმცხადებლის განმარტების თანახმად, 2015 წლის 08 ივნისის #1941942 ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები და შესაბამისად, ითხოვს ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. კერძოდ, დამხმარე ფართობად დაფიქსირებული 242.5 კვ.მ–ის ნაცვლად სარდაფის ფართობის 204.4 კვ.მ–ის, ხოლო, საერთო ფართობად 9301.7 კვ.მ–ის ნაცვლად 9263.6 კვ.მ–ს დაფიქსირებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 08 ივნისის #1941942 ბრძანების ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 08 ივნისის #1941942 ბრძანებაში, კერძოდ: დამხმარე ფართობად დაფიქსირებული 242.5 კვ.მ–ის ნაცვლად დაფიქსირდეს სარდაფის ფართობის 204.4 კვ.მ., ხოლო, საერთო ფართობად – 9263.6 კვ.მ.; 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 08 ივნისის #1941942 ბრძანებით შეთანხმებული გეგმები ჩანაცვლდეს 2015 წლის 31 აგვისტოს #AR1338487 განცხადებით წარმოდგენილი გეგმებით; 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 08 ივნისის #1941942 ბრძანებასთან ერთად; 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, #6), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 21 სექტემბერი, 2015გადაწყვეტილება2199510 - თანხმობა
- 17 სექტემბერი, 2015ქალაქის პასუხი
- 17 სექტემბერი, 2015ფაილები აიტვირთა
- 15 სექტემბერი, 2015ქალაქის პასუხი
- 15 სექტემბერი, 2015ფაილები აიტვირთა
- 31 აგვისტო, 2015ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა