ქალაქი თბილისი , ქუჩა ამაღლების (ყოფ. დავითაშვილის) N37
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 2218252
- გადაწყვეტილების თარიღი
- 30 სექტემბერი, 2015
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ალექსანდრე აბულაძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 404382020
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.15.05.089.008
- მესაკუთრე
- შპს "თბილისის ხედი" (404382020)
- ფართობი
- 353 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.15.05.089.008საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz-5
- K1
- 0,5
- K2
- 2,1
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1338933
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 2 სექტემბერი, 2015
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 7 დღე
- ბოლო ხელახალი წარდგენიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 3
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 30 სექტემბერი, 2015ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 26 ნოემბრის #1611996 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2015 წლის 02 სექტემბერს #AR1338933 განცხადებით მომართა ალექსანდრე აბულაძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2014 წლის 26 ნოემბრის #1611996 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 26 ნოემბრის #1611996 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში (სექტორი – მთაწმინდა), ამაღლების (ყოფ. დავითაშვილის) ქ. #37–ში, შპს „თბილისის ხედი“–ს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2014 წლის 1 დეკემბრიდან 2016 წლის 1 ივნისის ჩათვლით. სამსახურის 2014 წლის 26 ნოემბრის #1611996 ბრძანებაში დამკვეთად მითითებულია შპს თბილისის ხედი. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განაცხადის რეგისტრაციის: #882014692848, მომზადების თარიღი: 25/12/2014 წ., ს/კ: #01.15.05.089.008) შესაბამისად, საპროექტო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს თბილისის ხედი. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის (განაცხადის რეგისტრაციის: #B12074764; მომზადების თარიღი: 08/06/2012 წ.; ს/კ: #404382020) თანახმად, შპს თბილისის ხედის დირექტორს წარმოადგენს ალექსანდრე აბულაძე. განმცხადებლის განმარტების თანახმად, ზემოაღნიშნულ ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები და შესაბამისად, ითხოვს ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. კერძოდ, დამხმარე ფართობის – 43.1 კვ.მ–ის ამოღებას, საცხოვრებელ ფართობად 450.95 კვ.მ–ის ნაცვლად 493.95 კვ.მ–ის, საზაფხულო ფართობად 35.8 კვ.მ–ის ნაცვლად 35.78 კვ.მ–ის, სარდაფის ფართობად 180.55 კვ.მ–ის ნაცვლად 180.54 კვ.მ–ის, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 147.65 კვ.მ–ის ნაცვლად 147.63 კვ.მ–ის, ავტოსადგომის ფართობად 101.05 კვ.მ–ის ნაცვლად 101.03 კვ.მ–ის, ხოლო საერთო ფართობად 1087.35 კვ.მ–ის ნაცვლად 1087.18 კვ.მ–ის დაფიქსირებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 26 ნოემბრის #1611996 ბრძანების ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 26 ნოემბრის #1611996 ბრძანებაში, კერძოდ: ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლებიდან ამოღებულ იქნას დამხმარე ფართობი – 43.1 კვ.მ., საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდეს – 493.95 კვ.მ., საზაფხულო ფართობად – 35.78 კვ.მ., სარდაფის ფართობად – 180.54 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად – 147.63 კვ.მ., ავტოსადგომის ფართობად – 101.03 კვ.მ., ხოლო საერთო ფართობად – 1087.18 კვ.მ.; 2. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 26 ნოემბრის #1611996 ბრძანებასთან ერთად; 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, #6), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 30 სექტემბერი, 2015გადაწყვეტილება2218252 - თანხმობა
- 23 სექტემბერი, 2015ქალაქის პასუხი
- 23 სექტემბერი, 2015ფაილები აიტვირთა
- 16 სექტემბერი, 2015ვადა გაგრძელდა3 დღით, ახალი ვადა: 21 სექტემბერი, 2015
- 14 სექტემბერი, 2015ქალაქის პასუხი
- 14 სექტემბერი, 2015ფაილები აიტვირთა
- 2 სექტემბერი, 2015ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები3
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა