OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , ქუჩა არტურ ლაისტი , N 5

AR1342329სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება16 სექტემბერი, 2015
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
2231064
გადაწყვეტილების თარიღი
7 ოქტომბერი, 2015
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
მამუკა მირზიაშვილი
დეველოპერი (ს/კ)
205090998

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.17.14.003.137
მესაკუთრე
შპს "ორთაჭალის ტურფა" (205090998)
ფართობი
1 801 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

დოკუმენტი

ნომერი
AR1342329
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
16 სექტემბერი, 2015
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
21 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
2

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 7 ოქტომბერი, 2015ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 18/15/2010წ. Nნ/1085 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 16/09/2015წ. AR1342329 ერთობლიცი განცხადებით მომართეს მამუკა მირზიაშვილმა და შპს „ევრონიშნული“–ს დირექტორმა, მერაბ ბაღათურიამ, რომლებმაც მოითხოვეს სამსახურის 18/15/2010წ. Nნ/1085 ბრძანებაში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მშენებლობის ნებართვაში დამკვეთად, შპს „ორთაჭალის ტურფა“–სთან ერთად, შპს „ევრონიშნული“–ს დაფიქსირება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მერიის სიიპ – თბილისის არქიტექტურის სამსახურის 18/15/2010წ. Nნ/1085 ბრძანებით, ქ. თბილისში, მეგობრობის პარკის დასაწყისში, შპს „ორთაჭალის ტურფა“–ს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ნაკვეთის N003/137) გაიცა მშენებლობის ნებართვა, რომლის ვადა განისაზღვრა 2010 წლის 19 მაისიდან 2011 წლის 19 იანვრის ჩათვლით. აქტში დამკვეთად დაფიქსირდა შპს „ორთაჭალის ტურფა“. მოგვიანებით, სამსახურის ბრძანებებით, რამდენიმეჯერ მოხდა მშენებლობის ვადის გაგრძელება და საბოლოოდ, 06.05.2014წ. №1249609 ბრძანებით, მშენებლობის დასრულების თარიღად განისაზღვრა 2017 წლის 6 მაისი. 16/09/2015წ. AR1342329 განცხადებას თან ერთვის შპს „ორთაჭალის ტურფა“–ს დირექტორის, თორნიკე აბულაძის, თანხმობა განსახორციელებელ ცვლილებასთან დაკავშირებით. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე–20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვის მესამე სტადიაზე დამკვეთი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ან განსათავსებელი შენობა-ნაგებობის მესაკუთრე, მოსარგებლე, ან მისი/მათი უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი. "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის 26–ე მე–4 პრიმა მუხლის მე–7 პუნქტის თანახმად, "მშენებარე ობიექტზე საკუთრების უფლების (უფლებების) რეგისტრაციის შემთხვევაში, დამკვეთი (პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი) არის მიწის ნაკვეთის თავდაპირველი მესაკუთრე/მოსარგებლე (პირი, რომელზედაც გაიცა მშენებლობის ნებართვა) ან მის/მათ მიერ უფლებამოსილი პირი, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი. საქართველოს ზოგადი ადმინისტარციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე და 63–ე მუხლებისა და "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის 57 დადგენილებისა და "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის 26–ე თანახმად, ვბრძანებ: 1. დაკმაყოფილდეს მამუკა მირზიაშვილისა და შპს „ევრონიშნული“–ს დირექტორის, ემზარ ბაღათურიას 16/09/2015წ. AR1342330 განცხადება; 2. ქ. თბილისის მერიის სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 18/15/2010წ. Nნ/1085 ბრძანებაში შევიდეს ცვლილება და დამკვეთად დაფიქსირდეს შპს „ორთაჭალის ტურფა“ და შპს „ევრონიშნული“; 3. წინამდებარე ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას #7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 7 ოქტომბერი, 2015გადაწყვეტილება2231064 - თანხმობა
  3. 1 ოქტომბერი, 2015ქალაქის პასუხი
  4. 16 სექტემბერი, 2015ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა