ქალაქი თბილისი , მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპირო
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 2209995
- გადაწყვეტილების თარიღი
- 25 სექტემბერი, 2015
- შედეგი
- უარი
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ნიკოლოზ მიქელაძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 404378712
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.17.01.138.079
- მესაკუთრე
- შპს "ჰენირ ინვესტმენტი" (404378712)
- ფართობი
- 1 236 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.17.01.138.079საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- სარეკრეაციო
- ქვეზონა
- rz-1
- K1
- 0
- K2
- 0
- K3
- 0
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1342415
- სტატუსი
- უარყოფა
- რეგისტრაცია
- 19 სექტემბერი, 2015
- სახეობა
- რეკონსტრუქცია
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 6 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 25 სექტემბერი, 2015ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში განხილულ იქნა თქვენს მიერ ელექტრონულად ატვირთული დოკუმენტაცია, რომლის პასუხადაც გაცნობებთ, ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 5 ივნისის #6-17 გადაწყვეტილებით დამტკიცდა დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმა, რომელიც განსაზღვრავს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების (მიწათსარგებლობის) და განაშენიანების ძირითად პარამეტრებს, კეთილმოწყობის, გარემოსა და უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დამცავ სივრცით-ტერიტორიულ პირობებს, სატრანსპორტო, საინჟინრო და სოციალური ინფრასტრუქტურის, ასევე ეკონომიკური განვითარების სივრცით ასპექტებს და განსახლების ტერიტორიულ საკითხებს. დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის–რუკის მიხედვით, თქვენს დაინტერესებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ვრცელდება სარეკრეაციო ზონა 1 (რზ-1). სარეკრეაციო ზონა 1 (რზ-1) – წარმოადგენს სარეკრეაციო ზონას, რომელიც მდებარეობს განაშენიანებული ტერიტორიის საზღვრებში და მოიცავს გამწვანებულ ტერიტორიას (მაგ. ბაღი, ბულვარი, სკვერი, გაზონი და სხვა) აღნიშნულ ზონაში დაუშვებელია ყოველგვარი მშენებლობა, გარდა: (25.11.2011 N 12-55) ა) განათების; ბ) სარწყავი სისტემის; გ) სარეკლამო ბილბორდის; დ) დეკორატიული გაფორმების ობიექტის; ე) კიბეების, გზების, ბილიკების. ქ. თბილისის 2014 წლის 30 დეკემბრის #20–104 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის დებულების მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის ”ფ” ქვეპუნქტის თანახმად სამსახურის უფლებამოსილებაში შედის ქალაქის ფუნქციური ელემენტების განვითარების პროცესის მოდელირება, ურბანული ქსოვილის ცალკეული მახასიათებლების ანალიზი, საპროექტო ვარიანტების და მიღებული გადაწყვეტილებების შეფასება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის, ”ე” ქვეპუნქტით სამსახურს თავის ფუნქციების შეუფერხებელი განხორციელების მიზნით უფლება აქვს განიხილოს შენობა-ნაგებობის ექსტერიერებისა და ინტერიერების პროექტები, მოახდინოს ფერთა შეთანხმება. ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახური ქ. თბილისის მასშტაბით, როგორც არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროში ერთადერთი ერთიანი საჯარო ხელისუფლების განმახორციელებელი ორგანო არათუ უფლებამოსილია, არამედ ვალდებულია იზრუნოს ქალაქის მხატვრული იერსახის შემდგომი გაუმჯობესებისათვის, რათა სახელმწიფომ და საზოგადოებამ არ მიიღოს შენობა-ნაგებობათა და საერთო ჯამში ქალაქის დამახინჯებული იერსახე. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ვინაიდან მოცემულ ზონაში ღია ავტოსადგომის მოწყობა არ არის გათვალისწინებული და ასევე მდებარეობს მდინარე მტკვარის მიმდებარედ ანუ ტერიტორია ექცევა მდინარის წყალდაცვითი ზოლის არეალში რაც რეგულირდება საქართველოს კანონით წყლის შესახებ. მუხლი 20. -ის გათვალისწინებით მდინარის წყალდაცვითი ზოლი განმარტებულია შემდეგი სახით : 1. მდინარის წყალდაცვით ზოლად მიჩნეულია მისი მიმდებარე ტერიტორია, რომელშიც მყარდება სპეციალური რეჟიმი წყლის რესურსების გაბინძურების, დანაგვიანების, მოლამვისა და დაშრეტისაგან დასაცავად. 2. წყალდაცვით ზოლში შეიძლება შეტანილ იქნეს მდინარის მშრალი კალაპოტი, მისი მიმდებარე ტერასები, შემაღლებული და ციცაბოფერდობიანი ბუნებრივი ნაპირები, აგრეთვე ხევები, რომლებიც უშუალოდ ემიჯნება მდინარის ნაპირებს. 3. მდინარის წყალდაცვითი ზოლის სიგანე აითვლება მდინარის კალაპოტის კიდიდან ორივე მხარეს მეტრებში შემდეგი წესით: ა) 25 კილომეტრამდე სიგრძის მდინარისათვის - 10 მეტრი; ბ) 50 კილომეტრამდე სიგრძის მდინარისათვის - 20 მეტრი; გ) 75 კილომეტრამდე სიგრძის მდინარისათვის - 30 მეტრი; დ) 75 კილომეტრზე მეტი სიგრძის მდინარისათვის - 50 მეტრი. 4. ამ ზოლის ფარგლებში აკრძალულია: ა) მშენებლობა ან მოქმედი საწარმოების გაფართოება და რეკონსტრუქცია, გარდა კანონით პირდაპირ დადგენილი შემთხვევებისა; ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია (ყველა ზემოაღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით), როგორც ფუნქციური , ასევე გეგმარებითი და ვიზუალური თვალსაზრისით, თქვენს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით დაგეგმილი, მიწის ნაკვეთის შემდგომი განვითარება და მოკლებულია შეასაძლებლობას დააკმაყოფილოს თქვენი მოთხოვნა.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 25 სექტემბერი, 2015გადაწყვეტილება2209995 - უარი
- 19 სექტემბერი, 2015ფაილები აიტვირთა
- 16 სექტემბერი, 2015ფაილები აიტვირთა
- 16 სექტემბერი, 2015ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები5
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა