ქალაქი თბილისი , ქუჩა შატბერაშვილი , II შესახვევი N2
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 2211966
- გადაწყვეტილების თარიღი
- 28 სექტემბერი, 2015
- შედეგი
- თანხმობა
- მშენებლობის ვადა
- 8 ივლისი, 2015 – 8 ივლისი, 2017
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- კონსტანტინე გიორგაძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 405017440
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.14.11.059.054
- მესაკუთრე
- ვლადისლავ ქარიმოვი (P/N: *********89)
- ფართობი
- 650 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.14.11.059.054საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz-3
- K1
- 0,5
- K2
- 1,5
- K3
- 0,2
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1344168
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 25 სექტემბერი, 2015
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 3 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 28 სექტემბერი, 2015ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 8 ივლისის №1997370 ბრძანებაში ტექნიკური ხარვეზის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2015 წლის 25 სექტმებრის NAR1344168 განაცხადით მომართა კონსტანტინე გიორგაძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2015 წლის 8 ივლისის №1997370 ბრძანების ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში ტექნიკური ხარვეზის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ 2015 წლის 8 ივლისის №1997370 ბრძანებით ქ. თბილისში, შატბერაშვილის ქუჩა, II შესახვევი N2–ში მდებარე მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო კოდი N01.14.11.059.054, შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2015 წლის 8 ივლისიდან 2017 წლის 8 ივლისის ჩათვლით. დამკვეთად დაფიქსირდა შპს ,,ჯორჯთაუნი“ საინდეფიკაციო კოდი: 405017440. განმცხადებლის განმარტებით, არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისას, საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა მითითებული ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები, რაც შესაბამისად აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წინამდებარე განაცხადით მოთხოვნილია ტექნიკური ხარვეზის შეწორება სამსახურის 2015 წლის 8 ივლისის № 1997370 ბრძანებაში, რომლის თანახმადაც ტექნიკური ხარვეზის შესწორების შემდგომ დაფიქსირდება შემდეგი მონაცემი: საცხოვრებელი ფართი 1516.0 კვ.მ, ნაცვლად მითითებული 1514.0 კვ.მ–ისა. სამსახურის მიერ შესწავლილი იქნა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებელი, მოახდინა შეთანხმებულ არქიტექტურულ ნახაზებთან შედარება და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებელი ფართი, არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ასევე დაადგინა, რომ განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლების, საცხოვრებელი ფართის ცვლილება იწვევს ასევე საერთო ფართობის ცვლილებასაც და შეადგენს 3171,1 კვ.მ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიაჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებელში ცვლილების თაობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59 -ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: დაკმაყოფილდეს კონსტანტინე გიორგაძის 2015 წლის 25 სექტმებრის NAR1344168 განაცხადი. გასწორდეს 2015 წლის 8 ივლისის N1997370 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებელი. კერძოდ: საცხოვრებელ ფართად დაფიქსირდეს – 1516.0 კვ.მ და საერთო ფართათ 3171,1 კვ.მ ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 8 ივლისის N1997370 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი; წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 8 ივლისის N1997370 ბრძანებასთან ერთად; ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: დ. აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კილომეტრი N6) მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 28 სექტემბერი, 2015გადაწყვეტილება2211966 - თანხმობა
წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა