OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , წითელწყაროს ქუჩისა და , წითელწყაროს I შესახვევის კუთხეში, დედოფლისწყაროს ქ. მე-2 შესახ. N1 , (ნაკვეთი N52/17)

AR1345155სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება28 სექტემბერი, 2015- ავლაბარი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
2214168
გადაწყვეტილების თარიღი
29 სექტემბერი, 2015
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ზაზა ჯაბუა
დეველოპერი (ს/კ)
205279330

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.17.01.052.018
მესაკუთრე
ამხანაგობა "ლეგი" (205221678)
ფართობი
1 424 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1345155
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
28 სექტემბერი, 2015
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
1 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 29 სექტემბერი, 2015ქალაქის პასუხი

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 19 მაისის #1878230 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2015 წლის 28 სექტემბერს #AR1345155 განცხადებით მომართა ზაზა ჯაბუამ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2015 წლის 19 მაისის #1878230 ბრძანებაში ცვლილების შეტანა ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 19 მაისის #1878230 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ძველი თბილისის რაიონში (სექტორი–ისანი), წითელწყაროს ქუჩისა და წითელწყაროს I შესახვევის კუთხეში, დედოფლისწყაროს ქ. მე-2 შესახვევი #1–ში (ნაკვეთი #52/17), თანასაკუთრების მიწის ნაკვეთზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2015 წლის 21 მაისიდან 2015 წლის 21 სექტემბრის ჩათვლით. სამსახურის 2015 წლის 19 მაისის #1878230 ბრძანებაში დამკვეთად მითითებულია შპს ვინჩი დეველოპმენტი (დღევანდელი სახელწოდება – შპს პი ბი ჯი). საჯარო რეესტრის ამონაწერის (განაცხადის რეგისტრაციის: #882015094103, მომზადების თარიღი: 25/02/2015 წ., ს/კ: #01.17.01.052.018) შესაბამისად, საპროექტო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს ვინჩი დეველოპმენტი. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის (განაცხადის რეგისტრაციის: #B15176137; მომზადების თარიღი: 04/09/2015 წ.; ს/კ: #205279330) თანახმად, შპს პი ბი ჯის დირექტორს წარმოადგენს ზაზა ჯაბუა. განმცხადებლის განმარტების თანახმად, ზემოაღნიშნულ ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები. კერძოდ, ავტოსადგომის ფართობად – 564.0 კვ.მ–ის ნაცვლად დაფიქსირდა 310.1 კვ.მ. შესაბამისად, ცალკეული ფართობის ციფრობრივი მაჩვენებლების შეცვლის გამო შეიცვალა საერთო ფართობი და 4408.9 კვ.მ–ის ნაცვლად შეადგენს 4662.8 კვ.მ–ს. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ – სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 19 მაისის #1878230 ბრძანების ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში ცვლილების შეტანის თაობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. შევიდეს ცვლილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 19 მაისის #1878230 ბრძანებაში, კერძოდ: ავტოსადგომის ფართობად დაფიქსირდეს – 564.0 კვ.მ., საერთო ფართობად – 4662.8 კვ.მ.; 2. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 19 მაისის #1878230 ბრძანებასთან ერთად; 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, #6), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 29 სექტემბერი, 2015გადაწყვეტილება2214168 - თანხმობა
  3. 28 სექტემბერი, 2015ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა