OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , ქუჩა ც. დადიანი , N7 , (ნაკვეთი N38/43) / ქალაქი თბილისი , ქუჩა ც. დადიანი , N7

AR1345627სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება2 ოქტომბერი, 2015
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
2249528
გადაწყვეტილების თარიღი
26 ოქტომბერი, 2015
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ვალერი გელაშვილი
ორგანიზაცია
14089
დეველოპერი (ს/კ)
204531088

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.16.02.038.077
მესაკუთრე
შპს "ლიტ ჯეო ინვესტი" (204531088)
ფართობი
12 288 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1345627
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
2 ოქტომბერი, 2015
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
24 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 26 ოქტომბერი, 2015ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 04 მარტის #1760139 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2015 წლის 02 ოქტომბერს #AR1345627 განცხადებით მომართა ვალერი გელაშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2015 წლის 04 მარტის #1760139 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 04 მარტის #1760139 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი – ჩუღურეთი, ქუჩა ც. დადიანი, #7, (ნაკვეთი #38/43)/ქ. თბილისი, ქუჩა ც. დადიანი, #7, შპს "ლიტ ჯეო ინვესტი"–ს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: #01.16.02.038.072), შეთანხმებული გრგ–ს მიხედვით მე–2 სექტორში, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის "ბ" ბლოკის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2015 წლის 04 მარტიდან 2016 წლის 04 თებერვლის ჩათვლით. სამსახურის 2015 წლის 10 ივნისის #1944953 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა 2015 წლის 04 მარტის #1760139 ბრძანებაში, კერძოდ, საერთო ფართობი დაფიქსირდა – 9301.7 კვ.მ., საცხოვრებელი ფართობი – 5955.6 კვ.მ. ხოლო, სამსახურის 2015 წლის 27 აგვისტოს #2160172 ბრძანებით ცვლილება შევიდა 2015 წლის 04 მარტის #1760139 ბრძანებაში, კერძოდ, საპროექტო მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდად #01.16.02.038.072–ის ნაცვლად მიეთითა #01.16.02.038.077. სამსახურის 2015 წლის 04 მარტის #1760139 ბრძანებაში დამკვეთად მითითებულია შპს „ლიტ ჯეო ინვესტი". საჯარო რეესტრის ამონაწერის (განაცხადის რეგისტრაციის: #882015498541, მომზადების თარიღი: 07/09/2015 წ., ს/კ: #01.16.02.038.077) შესაბამისად, საპროექტო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „ლიტ ჯეო ინვესტი". მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის (განაცხადის რეგისტრაციის: #B15176665; მომზადების თარიღი: 04/09/2015 წ.; ს/კ: #400033655; წინა ს/კ: #204531088) თანახმად, შპს „ლიტ ჯეო ინვესტი"–ს დირექტორს წარმოადგენს ვალერი გელაშვილი. განმცხადებლის განმარტების თანახმად, 2015 წლის 04 მარტის #1760139 ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები და შესაბამისად, ითხოვს ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. კერძოდ, დამხმარე ფართობად დაფიქსირებული 242.5 კვ.მ–ის ნაცვლად სარდაფის ფართობის 204.4 კვ.მ–ის, საზაფხულო ფართობად 666.2 კვ.მ–ის ნაცვლად 670.2 კვ.მ–ის, ხოლო, საერთო ფართობად 9301.7 კვ.მ–ის ნაცვლად 9267.6 კვ.მ–ს დაფიქსირებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 04 მარტის #1760139 ბრძანების ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 04 მარტის #1760139 ბრძანებაში, კერძოდ: დამხმარე ფართობად დაფიქსირებული 242.5 კვ.მ–ის ნაცვლად დაფიქსირდეს სარდაფის ფართობის 204.4 კვ.მ., საზაფხულო ფართობად – 670.2 კვ.მ., ხოლო, საერთო ფართობად – 9267.6 კვ.მ.; 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 04 მარტის #1760139 ბრძანებით შეთანხმებული გეგმები ჩანაცვლდეს 2015 წლის 02 ოქტომბრის #AR1345627 განცხადებით წარმოდგენილი გეგმებით; 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 04 მარტის #1760139 ბრძანებასთან ერთად; 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის მერთან (მის.: ქ. თბილისი, შარტავას ქუჩა #7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 26 ოქტომბერი, 2015გადაწყვეტილება2249528 - თანხმობა
  3. 29 სექტემბერი, 2015ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა