ქალაქი თბილისი , ქუჩა სამღებრო , N 9/11 , ქუჩა საადი N2, (ნაკვეთი N64/41) / ქალაქი თბილისი , სამღებროს ქ. N9/11, საადისქ. N2 , ნაკვ. N64/41-ის მიმდ.
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 2244414
- გადაწყვეტილების თარიღი
- 16 ოქტომბერი, 2015
- შედეგი
- უარი
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ლევან გურეშიძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 404469197
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.18.03.064.049
- მესაკუთრე
- ლევან კაკაბაძე (P/N: *********80) (P/N: *********80)
- ფართობი
- 266 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.18.03.064.049საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საზოგადოებრივ-საქმიანი
- ქვეზონა
- ssz-2
- K1
- 0,7
- K2
- 4,6
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1346882
- სტატუსი
- უარყოფა
- რეგისტრაცია
- 5 ოქტომბერი, 2015
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 11 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 16 ოქტომბერი, 2015ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა ლევან გურეშიძის 05/20/2015 წლის AR1346882 განცხადება, რომლითაც მოითხოვა ამავე სამსახურის 24/09/2013 წლის #904428 ბრძანებაში ცვლილების შეტანა დამკვეთთან დაკავშირებით. სამსახურმა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 24/09/2013 წლის #904428 ბრძანებით, ქ. თბილისში, (სექტორი–კრწანისი), სამღებროს ქ. N9/11, საადის ქ. N2 (ნაკვეთი N64/41), სამღებროს ქ. N9/11, საადის ქ. N2, ნაკვ. N64/41–ის მიმდებარედ, შეთანხმდა 14/09/2011 წლის 01/2742 ბრძანებით შეთანხმებული მრავალფუნქციური შენობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა, ხოლო 01/10/2014 წლის #1511273 ბრძანებით, მშენებლობის ნებართვის მოქმედების საბოლოო თარიღად განისაზღვრა 2015 წლის 27 სექტემბერი. დღეისათვის განმცხადებელი 05/20/2015 წლის AR1346882 განცხადებით ითხოვს სამსახურის 24/09/2013 წლის #904428 ბრძანებაში, სამშენებლო ობიექტის მესაკუთრის ცვლილების გამო, დამკვეთთან დაკავშირებით ცვლილებას და ლევან კაკაბაძის ნაცვლად შპს „ძველი მეიდანის“ დაფიქსირებას. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე–20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვის მესამე სტადიაზე დამკვეთი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ან განსათავსებელი შენობა-ნაგებობის მესაკუთრე, მოსარგებლე, ან მისი/მათი უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი. "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის 26–ე მე–4 პრიმა მუხლის მე–7 პუნქტის თანახმად, "მშენებარე ობიექტზე საკუთრების უფლების (უფლებების) რეგისტრაციის შემთხვევაში, დამკვეთი (პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი) არის მიწის ნაკვეთის თავდაპირველი მესაკუთრე/მოსარგებლე (პირი, რომელზედაც გაიცა მშენებლობის ნებართვა) ან მის/მათ მიერ უფლებამოსილი პირი, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი. აქედან გამომდინარე, ზემოაღნიშნული პროექტის მიზნებისათვის, დამკვეთის ცვლილებისათვის, შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირს შეუძლია მოითხოვოს ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 24/09/2013 წლის #904428 ბრძანებაში ცვლილების შეტანა დამკვეთთან დაკავშირებით. ასეთი პირი კი შეიძლება იყოს საპროექტო ობიექტის მესაკუთრე, ან მისი შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი წარმომადგენელი. თუმცა, როგორც ფაქტობრივი გარემოებებიდან დადგინდა, 24/09/2013 წლის #904428 ბრძანებით გაცემული მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადა ამოიწურა 2015 წლის 27 სექტემბერს. შესაბამისად, მშენებლობის ნენართვის ნაწილში, 24/09/2013 წლის #904428 ბრძანება წარმოადგენს ძალადაკარგულ აქტს და სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას, მასში შეიტანოს ცვლილებები. საპროექტო ობიექტის მომავალში სამშენებლოდ განვითარების შემთხვევაში, მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მისი დამკვეთად დაფიქსირება.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 16 ოქტომბერი, 2015გადაწყვეტილება2244414 - უარი
- 5 ოქტომბერი, 2015ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები1
- 9-11.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა