ქალაქი თბილისი , ქუჩა ფეიქრები , N 21
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 2241538
- გადაწყვეტილების თარიღი
- 15 ოქტომბერი, 2015
- მშენებლობის ვადა
- 1 სექტემბერი, 2015 – 1 იანვარი, 2016
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- დურმიშხან ღვინიანიძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 204559003
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.11.04.029.095
- მესაკუთრე
- სააქციო საზოგადოება პირამიდა (209446786)
- ფართობი
- 4 000 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.11.04.029.095საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- სამრეწველო
- ქვეზონა
- s-2
- K1
- 0
- K2
- 0
- სამრეწველო ზონა: ქალაქის რუკა ამ ტიპის ზონისთვის K2-ს არ გვაძლევს (0 ნიშნავს „არ არის გამოქვეყნებული“, არა აკრძალვას). გადაამოწმეთ ზონირების რეგულაცია.
- K3
- 0
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1348830
- სტატუსი
- განუხილველი
- რეგისტრაცია
- 13 ოქტომბერი, 2015
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 2 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 15 ოქტომბერი, 2015ქალაქის პასუხი
13/10/2015წ. AR1348830 განაცხადთან დაკავშირებით დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის განსაზღვრის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 13/10/2015წ. AR1348830 განაცხადით მომართეს დურმიშხან ღვინიანიძემ და დავით ჯუღაშვილმა, რომელთაც მოითხოვეს ამავე სამსახურის 30.09.2015წ. N2218155 ბრძანებაში, დამკვეთის ინფორმაციაში, ცვლილების შეტანა. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 30.09.2015წ. N2218155 ბრძანებით, ქ. თბილისში, სექტორი – გლდანი, ფეიქრების ქ.N21-ში, კერძო კუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: N01.11.04.029.095), შეთანხმდა ბეტონის საწარმოს არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2015 წლის 01 სექტემბრიდან 2016 წლის 01 იანვრის ჩათვლით. დამკვეთად დაფიქსირდა სს „პირამიდა“. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაცია: N882015573613, მომზადების თარიღი: 07/10/2015 18:10:32) თანახმად, დღეისათვის, მიწის ნაკვეთის, მდებარე: ქალაქი თბილისი, ქუჩა ფეიქრები, N21 (საკადასტრო კოდი: 01.11.04.029.095), მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „ჰაიდელბერგბეტონ ჯორჯია“. ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი, მომზადების თარიღი: B15197584, 02/10/2015 16:49:18) სს „პირამიდას“ ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს დირექტორი – დურმიშხან ღვინიანიძე. ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი, მომზადების თარიღი: B15195587, 01/10/2015 10:35:16) შპს „ჰაიდელბერგბეტონ ჯორჯიას“ ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირებს წარმოადგენენ დირექტორები – დავით ჯუღაშვილი და მიხაელ იურგენ ჰამპელ. დღეისათვის, განმცხადებლები ითხოვენ, მესაკუთრის ცვლილების გამო, შევიდეს ცვლილება 30.09.2015წ. N2218155 ბრძანებაში და დამკვეთად, სს „პირამიდის“ ნაცვლად, დაფიქსირდეს შპს „ჰაიდელბერგბეტონ ჯორჯია“. წარმოდგენილი განაცხადით, სამსახურს მომართავს შპს „ჰაიდელბერგბეტონ ჯორჯიას“ ერთ–ერთი დირექტორი, ერთპიროვნულად და ვერ დგინდება მისი უფლებამოსილება საზოგადოების ერთპიროვნულად წარმომადგენლობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია ან ინფორმაცია. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, იმისათვის, რომ სამსახურმა განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, გამოსცეს შესაბამისი ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი, საჭიროა წარმოდგენილი იქნას დირექტორების მიერ შპს „ჰაიდელბერგბეტონ ჯორჯიას“ ერთპიროვნულად წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ან მეორე დირექტორის, მიხაელ იურგენ ჰამპელის თანხმობა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. დაევალოთ განმცხადებლებს, 5 სამუშაო დღის ვადაში, წარმოადგინონ დირექტორების მიერ შპს „ჰაიდელბერგბეტონ ჯორჯიას“ ერთპიროვნულად წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ან მეორე დირექტორის, მიხაელ იურგენ ჰამპელის თანხმობა. 2. ბრძანების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში, 13/10/2015წ. AR1348830 განაცხადი დარჩეს განუხილველი. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 15 ოქტომბერი, 2015გადაწყვეტილება2241538
წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა