ქალაქი თბილისი , ქუჩა ცაგარელი , N 10
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 2245850
- გადაწყვეტილების თარიღი
- 16 ოქტომბერი, 2015
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- იოსებ მდინარაძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 405018591
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.10.14.020.026
- მესაკუთრე
- ე.ს. ამხანაგობა "ცაგარელი-10".
- ფართობი
- 713 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.10.14.020.026საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz-6
- K1
- 0,5
- K2
- 2,5
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1349012
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 13 ოქტომბერი, 2015
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 3 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 16 ოქტომბერი, 2015ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 02/10/2015 წლის #2212182 ბრძანებაში ტექნიკური ხარვეზის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს მომართა იოსებ მდინარაძემ 13/10/2015 წლის AR1349012 განცხადებით და მოითხოვა ამავე სამსახურის 02/10/2015 წლის #2212182 ბრძანებაში ტექნიკური ხარვეზის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისში, სექტორი – საბურთალო, ცაგარელის ქუჩა №10-ში, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი №01.10.14.020.026), 23/09/2015 წლის #2202386 ბრძანებით, შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. მოგვიანებით, 02/10/2015 წლის #2212182 ბრძანებით, ქ. თბილისში, სექტორი – საბურთალო, ცაგარელის ქუჩა №10-ში, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი №01.10.14.020.026) შეთანხმებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე, გაიცა მშენებლობის ნებართვა. განმცხადებლები უთითებენ, რომ 02/10/2015 წლის #2212182 ბრძანებაში დაშვებული იქნა ტექნიკური შეცდომა, კერძოდ, გამორჩენილია შეთანხმებული კორექტირებული არქიტექტურული პროექტის რეკვიზიტები. დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, სამსახურმა დაადგინდა, რომ განმცხადებლის მოთხოვნა საფუძვლიანია. კერძოდ, 02/10/2015 წლის #2212182 ბრძანებაში ნამდვილად იქნა დაშვებული ტექნიკური ხარვეზი და გამორჩენილია #2202386 ბრძანების რეკვიზიტები, რომლითაც მოხდა კორექტირებული არქიტექტურული პროექტის შეთანხმება და რომლის საფუძველზეც გაიცა შემდგომ მშენებლობის ნებართვა. საქართველოს ზოგადი ადმინისტარციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე და 59-ე მუხლების თანახმად, ვბრძანებ: დაკმაყოფილდეს იოსებ მდინარაძის 13/10/2015 წლის AR1349012 განცხადება; გასწორდეს ტექნიკური ხარვეზი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 02/10/2015 წლის #2212182 ბრძანებაში და მიეთითოს სამსახურის მიერ შეთანხმებული სამშენებლო პროექტის რეკვიზიტები: ბრძანების #2202386; ბრძანების გამოცემის თარიღი: 23/09/2015; წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 02/10/2015 წლის #2212182 ბრძანებასთან ერთად; წინამდებარე ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქ. #7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 16 ოქტომბერი, 2015გადაწყვეტილება2245850 - თანხმობა
წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა