OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , ქუჩა კოსტავა , N 67

AR1351008სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება22 ოქტომბერი, 2015- საბურთალო
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

დამკვეთი

სახელი
მიხეილ ლეჟავა
დეველოპერი (ს/კ)
205125407

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.10.13.041.001.01.519
მესაკუთრე
შპს "ნატალი" (205125407)
ფართობი
139 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

დოკუმენტი

ნომერი
AR1351008
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
22 ოქტომბერი, 2015
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
27 დღე
რეგისტრაციიდან ქალაქის ბოლო პასუხამდე
შენიშვნების რაუნდები
2

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 18 ნოემბერი, 2015ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 29 ივნისის №1980095 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 22/10/2015წ. #AR1351008 განცხადებით მომართა მიხეილ ლეჟავამ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2015 წლის 29 ივნისის №1980095 გადაწყვეტილებაში მესაკუთრის, საკადასტრო კოდისა და ფოტომონტაჟთან დაკავშირებით ხარვეზის გასწორება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, სამსახურმა შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურს 09/06/2015 წლის AR1316876 განაცხადით მომართეს მიხეილ ლეჟავამ, შპს „ნატალის“ დირექტორმა ნატალია თოლორაიამ და მზევინარ კვირკველიამ I კლასის სამშენებლო სამუშაოების, კერძოდ, არსებული შენობის ფასადზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების (არსებული ფანჯრის ღიობის ამოშენების, ახალი ფანჯრის ღიობების მოწყობის, ფასადის შელესვის, არსებული კონდიციონერების ადგილმონაცვლეობის, არსებული გამწოვი მილის გაუქმების) განხორციელების შესაძლებლობის დადასტურების მოთხოვნით. 2015 წლის 29 ივნისის N1980095 გადაწყვეტილებით არქიტექტურის სამსახურმა დააკმაყოფილა განმცხადებელების მოთხოვნა და დაადასტურა ქ. თბილისში, კოსტავას ქ. #67–ში, მოქ. მზევინარ კვირკველიას საკუთრებაში არსებული ფართის (საკადასტრო კოდი: N01.10.13.041.001.01.001) ფასადზე ზემოაღნიშნული სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელების შესაძლებლობა. განმცხადებელის განმარტებით, მათ მიერ არასწორად იქნა მითითებული საპროექტო ობიექტის საკადასტრო კოდი და წარმოდგენილი ფოტომონტაჟის შესაბამისად სამშენებლო სამუშაოები რეალურად შპს "ნატალის" საკუთრებაში არსებულ ფართზე (საკადასტრო კოდი: N01.10.13.041.001.01.519) უნდა განხორციელდეს. შესაბამისად, განმცხადებლის მოთხოვნას წარმოადგენს სამსახურის 2015 წლის 29 ივნისის N1980095 გადაწყვეტილებაში აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორება, კერძოდ, იმის დაფიქსირება, რომ არქიტექტურის სამსახური ადასტურებს ქ. თბილისში, კოსტავას ქ. #67–ში შპს "ნატალის" საკუთრებაში არსებული ფართის (საკადასტრო კოდი: 01.10.13.041.001.01.519) ფასადზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების (არსებული ფანჯრის ღიობის ამოშენების, ახალი ფანჯრის ღიობების მოწყობის, ფასადის შელესვის, არსებული კონდიციონერების ადგილმონაცვლეობის, არსებული გამწოვი მილის გაუქმების) განხორციელების შესაძლებლობას. განმცხადებლის განმარტებითვე მათ მიერ ფოტომონტაჟზე არასწორად მიეთითა ფანჯრის სიგანე ნაცვლად 1,5 მ.–ისა 0.7 მ. შესაბამისად, ასევე მოთხოვნილია ამ ხარვეზის გასწორება და ფოტომონტაჟის ჩანაცვლება. სამსახურმა განმცხადებლის მოთხოვნა შეადარა სამსახურში დაცულ დოკუმენტაციას, მათ შორის 09.06.2008 წლის #ლეგ–1762 ბრძანების მასალებს და დაადგინა, რომ 2015 წლის 29 ივნისის N1980095 გადაწყვეტილებით შეთანხმებული ობიექტი წარმოადგენს #01.10.13.041.001.01.519 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ფართის გამომავალ ფასადს. ამდენად, დადგენილი იქნა, რომ ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, საკადასტრო კოდისა და მესაკუთრის ნაწილში. რაც შეეხება, ფოტომონტაჟზე დაფიქსირებული გაბარიტების დაფიქსირების დროს დაშვებული ტექნიკური შეცდომის გასწორებას, აღნიშნული დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად არ დასტურდება და საჭიროებს კორექტირებას. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაცია: N882011381989, მომზადების თარიღი: 08/08/2011 5:08:00) თანახმად, დღეისათვის, ქ. თბილისში, კოსტავას ქ. N67-ში მდებარე #01.10.13.041.001.01.519 ფართის მესაკუთრეს შპს „ნატალი“ წარმოადგენს. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ზემოაღნიშულიდან გამომდინარე, განმცხადებლის მოთხოვნა სამსახურის 2015 წლის 29 ივნისის N1980095 გადაწყვეტილებაში საპროექტო ფართის მესაკუთრესა და საკადასტრო კოდში დაშვებული ტექნიკური შეცდომის გასწორებასთან დაკავშირებით საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ფოტომონტაჟზე დაფიქსირებული გაბარიტების დაფიქსირების დროს დაშვებული ტექნიკური შეცდომის გასწორებას რაც შეეხება, ის, რომ აღნიშნული წარმოადგენს ტექნიკურ შეცდომას დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად არ დასტურდება და სამსახური ვერ მოახდენს ფოტომონტჟის ჩანაცვლებას. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 29 ივნისის N1980095 გადაწყვეტილებაში, კერძოდ, სარეკონსტრუქციო ობიექტად დაფიქსირდეს: ქ. თბილისში, კოსტავას ქ. #67–ში შპს "ნატალის“ საკუთრებაში არსებული ფართი (საკადასტრო კოდი: N01.10.13.041.001.01.519), ხოლო, მესაკუთრედ: შპს "ნატალი“; 2. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის სამსახურის 2015 წლის 29 ივნისის N1980095 გადაწყვეტილებასთან ერთად; 3.ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 5 ნოემბერი, 2015ქალაქის პასუხი
  3. 5 ნოემბერი, 2015ფაილები აიტვირთა
  4. 22 ოქტომბერი, 2015ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები2

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა