ქალაქი თბილისი , ქუჩა ცაგარელი , N 10
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 2263488
- გადაწყვეტილების თარიღი
- 27 ოქტომბერი, 2015
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- იოსებ მდინარაძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 405018591
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.10.14.020.026
- მესაკუთრე
- ე.ს. ამხანაგობა "ცაგარელი-10".
- ფართობი
- 713 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.10.14.020.026საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz-6
- K1
- 0,5
- K2
- 2,5
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1351185
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 26 ოქტომბერი, 2015
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 1 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 27 ოქტომბერი, 2015ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 23 სექტემბრის №2202386 ბრძანებაში ტექნიკური ხარვეზის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2015 წლის 26 ოქტომბერს NAR1351185 განცხადებით მიმართა იოსებ მდინარაძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2015 წლის 23 სექტემბრის №2202386 ბრძანების ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში ტექნიკური ხარვეზის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ 2015 წლის 23 სექტემბრის №2202386 ბრძანებით ქ. თბილისში, ცაგარელის ქუჩა N10–ში მდებარე მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო კოდი N01.10.14.020.026, შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. დამკვეთად დაფიქსირდა შპს ,,ცაგარელი 10“ საინდეფიკაციო კოდი: 405018591. განმცხადებლის განმარტებით, არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისას, საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა მითითებული ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები, რაც შესაბამისად აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წინამდებარე განაცხადით მოთხოვნილია ტექნიკური ხარვეზის გასწორება სამსახურის 2015 წლის 23 სექტემბრის №2202386 ბრძანებაში, რომლის თანახმადაც ტექნიკური ხარვეზის შესწორების შემდგომ დაფიქსირდება შემდეგი მონაცემი: საერთო ფართი 2385.7 კვ.მ, ნაცვლად მითითებული 2438.09კვ.მ–ისა, კომერციული ფართი 62.8 კვ.მ, ნაცვლად მითითებული 60.09 კვ.მ–ისა, საზაფხულო ფართობი 286.9 კვ.მ, ნაცვალდ მითითებული 294.26 კვ.მ–ისა, კიბის უჯრედის და სადარბაზოს ფართობი 130.7 კვ.მ, ნაცვალდ მითითებული 187.44 კვ.მ–ისა და ავტოსადგომის ფართობი 245 კვ.მ, ნაცვლად მითითებული 236.0 კვ.მ–ისა. სამსახურის მიერ შესწავლილი იქნა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებელი, მოახდინა შეთანხმებულ არქიტექტურულ პროექტთან შედარება და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებელი ფართი, არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიაჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებელში ტექნიკური ხარვეზის გასწორების თაობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59 -ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: დაკმაყოფილდეს იოსებ მდინარაძის 2015 წლის 26 ოქტომბერს NAR1351185 განცხადება. გასწორდეს ტექნიკური ხარვეზი 2015 წლის 23 სექტემბრის №2202386 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებელში. კერძოდ: საერთო ფართად დაფიქსირდეს 2385.7 კვ.მ, კომერციულ ფართად დაფიქსირდეს 62.8 კვ.მ, საზაფხულო ფართად დაფიქსირდეს 286.9 კვ.მ, კიბის უჯრედის და სადარბაზოს ფართად დაფიქსირდეს 130.7 კვ.მ და ავტოსადგომის ფართად დაფიქსირდეს 245 კვ.მ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 23 სექტემბრის №2202386 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი; წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 23 სექტემბრის №2202386 ბრძანებასთან ერთად; ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი შარტავას ქუჩა N7) მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 27 ოქტომბერი, 2015გადაწყვეტილება2263488 - თანხმობა
- 26 ოქტომბერი, 2015ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები1
- ტექ მაჩვენებლები.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა