ქალაქი თბილისი , ქუჩა მარაბდა , N 33
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 2298776
- გადაწყვეტილების თარიღი
- 18 ნოემბერი, 2015
- შედეგი
- თანხმობა
- მშენებლობის ვადა
- 16 ოქტომბერი, 2015 – 30 დეკემბერი, 2015
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- რევაზ ტყემალაძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 404405657
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.14.11.063.003
- მესაკუთრე
- სააქციო საზოგადოება "თიბისი ბანკი" (204854595) (204854595)
- ფართობი
- 1 257 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.14.11.063.003საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz-3
- K1
- 0,5
- K2
- 1,5
- K3
- 0,2
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1354475
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 4 ნოემბერი, 2015
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 14 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 18 ნოემბერი, 2015ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 16.10.2015 წლის №2246227 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2015 წლის 4 ნოემბერს AR1354475 განცხადებით მომართა მოქალაქე რევაზ ტყემალაძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 16.10.2015 წლის №2246227 ბრძანებით შეთანხმებულ ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებში ტექნიკური შეცდომის გასწორება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, სამსახურმა შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 16.10.2015 წლის №2246227 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი (ვაკე), მარაბდის ქ. #33–ში, არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკ.კოდი N 01.14.11.063.003), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი, გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2015 წლის 16 ოქტომბრიდან 2015 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, ბრძანებაში არასწორად იქნა დაფიქსირებული ავტოსადგომის ფართი და არ ემთხვევა გეგმებზე დატანილ ექსპლიკაციაში არსებულ ავტოსადგომების ფართების ჯამს. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ავტოსადგომის ფართის შესწორება იწვევს საერთო ფართის ცვლილებასაც და შეადგენს 7433.6 კვ.მ.–ს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება სამსახურის 16.10.2015 წლის №2246227 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. დაკმაყოფილდეს რევაზ ტყემალაძის 2015 წლის 4 ნოემბრის #AR1354475 განცხადება; 2. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 16.10.2015 წლის №2246227 ბრძანებაში, კერძოდ, ავტოსადგომის ფართი დაფიქსირდეს 2228.4 კვ.მ. ხოლო საერთო ფართად 7433.6 კვ.მ. 3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 16.10.2015 წლის №2246227 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი; 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 16.10.2015 წლის №2246227 ბრძანებასთან ერთად; 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მისამართი: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 18 ნოემბერი, 2015გადაწყვეტილება2298776 - თანხმობა
- 4 ნოემბერი, 2015ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები1
- AR1332017.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა