ქალაქი თბილისი , ქუჩა ვაზისუბნის , N 38 / ქალაქი თბილისი , ქუჩა ვაზისუბანი , N 36
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 2286886
- გადაწყვეტილების თარიღი
- 9 ნოემბერი, 2015
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- კახაბერ ვაშაკიძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 405120989
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.10.12.023.023
- მესაკუთრე
- ნანული კასრაძე (P/N: *********73)
- ფართობი
- 1 199 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.10.12.023.023საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz-3
- K1
- 0,5
- K2
- 1,5
- K3
- 0,2
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1355169
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 8 ნოემბერი, 2015
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 1 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 9 ნოემბერი, 2015ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 5 ნოემბრის №2278844 ბრძანებაში ტექნიკური ხარვეზის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2015 წლის 8 ნოემბერს NAR1355169 განაცხადით მიმართეს კახაბერ ვაშაკიძემ და ხათუნა კასრაძემ და მოითხოვეს ამავე სამსახურის 2015 წლის 5 ნოემბრის №2278844 ბრძანებაში ტექნიკური ხარვეზის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ 2015 წლის 5 ნოემბრის №2278844 ბრძანებით ცვლილება შევიდა სამსახურის 2015 წლის 9 ოქტომბრის N2226568 ბრძანებაში და დამკვეთად დაფიქსირდა შპს ,,დევკო“. საიდენტიფიკაციო კოდი: 405120989. განმცხადებლების განმარტებით, არქიტექტურის სამსახურის მიერ 2015 წლის 5 ნოემბერს გამოცემული N2278844 ბრძანებაში არასწორად იქნა მითითებული შპს ,,დევკო“–ს დირექტორის სახელი და გვარი, რაც შესაბამისად აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წინამდებარე განაცხადით მოთხოვნილია ტექნიკური ხარვეზის გასწორება 2015 წლის 5 ნოემბრის №2278844 ბრძანებაში, რომლის თანახმადაც ტექნიკური ხარვეზის გასწორების შემდგომ, გადაწყვეტილების ტექსტში შპს ,,დევკოს“ დირექტორად ნანული კასრაძის ნაცვლად, დაფიქსირდება ხათუნა კასრაძე. სამსახურის მიერ შესწავლილი იქნა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნის საფუძვლიანობა და დაადგინა, რომ სამსახურის 2015 წლის 5 ნოემბრის №2278844 ბრძანების ტექსტი შეიცავს ტექნიკურ ხარვეზს, სადაც შპს ,,დევკოს“ დირექტორად ხათუნა კასრაძის ნაცვლად მოხსენიებულია ნანული კასრაძე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიაჩნია განმცხადებლების მოთხოვნის დაკმაყოფილება გადაწყვეტილილების ტექსტში არსებული ტექნიკური ხარვეზის გასწორების თაობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59 -ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: დაკმაყოფილდეს კახაბერ ვაშაკიძის და ხათუნა კასრაძის 2015 წლის 8 ნოემბრის NAR1355169 განცხადება. გასწორდეს ტექნიკური ხარვეზი 2015 წლის 5 ნოემბრის №2278844 ბრძანების ტექსტში, კერძოდ: შპს ,,დევკოს" დირექტორად ნანული კასრაძის ნაცვლად დაფიქსირდეს ხათუნა კასრაძე; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 5 ნოემბრის №2278844 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი; წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 5 ნოემბრის №2278844 ბრძანებასთან ერთად; ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მისამართი ქ. თბილისის შარტავას ქ. N7) მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 9 ნოემბერი, 2015გადაწყვეტილება2286886 - თანხმობა
- 7 ნოემბერი, 2015ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები1
- AR1354027.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა