OpenCAD
უარყოფა

ქალაქი თბილისი , დიდი ლილო, ვარკეთილის მეურნეობა

AR1356095სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება17 ნოემბერი, 2015- ვარკეთილი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
2313595
გადაწყვეტილების თარიღი
26 ნოემბერი, 2015
შედეგი
უარი
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
გელა გელაშვილი
დეველოპერი (ს/კ)
406109795

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
81.08.33.187
მესაკუთრე
შპს "ჯი თი ემ " (406109795)
ფართობი
1 500 მ²
დანიშნულება
სასოფლო-სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

დოკუმენტი

ნომერი
AR1356095
სტატუსი
უარყოფა
რეგისტრაცია
17 ნოემბერი, 2015
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
9 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
2

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 26 ნოემბერი, 2015ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის – სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენი AR1356095 განცხადება, რომლითაც ითხოვთ ქალაქგეგმარებით დასკვნას, თქვენს დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: #81.08.33.187) სამშენებლოდ განვითარებასთან დაკავშირებით. პასუხად გაცნობებთ შემდეგს: ქ. თბილისის ვარკეთილის მეურნეობის მიმდებარე ტერიტორიის ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის, საუკეთესო ქალაქთმშენებლობითი გადაწყვეტის შემუშავების მიზნით, სამსახურის მიერ, „ჩარჩო გეგმის“ შესარჩევად, გამოცხადდა კონკურსი. შესაბამისად, უკვე გამოვლინდა გამარჯვებული და მხოლოდ გამარჯვებული პროექტის თანახმად არის შესაძლებელი მოცემული მიწის ნაკვეთისა და მიმდებარე ტერიტორიების სამშენებლოდ განვითარება. აქვე განგიმარტავთ, რომ „ჩარჩო გეგმა“ - ფუნქციურად, გეგმარებითად და ეკონომიკურად თვითკმარი დიდი ქალაქთმშენებლობითი ერთეულის ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის, სქემის სახით დამუშავებული ქალაქთმშენებლობითი არასამართლებლივი დოკუმენტია, რომელიც დადგენილი პროცედურისა და პირობების ფარგლებში განაშენიანების რეგულირების გეგმისათვის განსაზღვრავს გეგმარებით მიმართულებებსა დაპრიორიტეტებს. ზემოაღნიშნული “ჩარჩო გეგმის” პირობის შესაბამისად მოცემული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ განვითარება უნდა განხორციელდეს სამსახურის მიერ დადგენილი განაშენიანების რეგულირების ხაზების დაცვით, (იხ. დანართი). კონკრეტული პირობების დასადგენად უნდა მომართოთ არქიტექტურის სამსახურს და ელექტრონული განცხდება ატვირთოთ სამსახურის ვებ გვერდზე, კერძოდ: http://tas.ge/–ზე შესაბამის ნომენკლატურაში (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა). ასევე გაცნობებთ, რომ სასოფლო-სამეურნეო ზონა (სოფზ)–ში ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების განთავსება საჭიროებს სპეციალურ ზონალურ შეთანხმებას. შესაბამისად საკითხი განხილული იქნება „ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს” სხდომაზე. ქალაქ თბილისის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის #20–105 დადგენილებით დამტკიცდა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა. რომელიც განსაზღვრავს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების (მიწათსარგებლობის) და განაშენიანების ძირითად პარამეტრებს, კეთილმოწყობის, გარემოსა და უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დამცავ სივრცით-ტერიტორიულ პირობებს, სატრანსპორტო, საინჟინრო და სოციალური ინფრასტრუქტურის, ასევე ეკონომიკური განვითარების სივრცით ასპექტებს და განსახლების ტერიტორიულ საკითხებს. თქვენს დაინტერესებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის–რუკის, მიხედვით ვრცელდება სასოფლო-სამეურნეო ზონა (სოფზ). „ქ. თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ" ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის N4-13 გადაწყვეტილების თანახმად სასოფლო-სამეურნეო ზონა (სოფზ) წარმოადგენს თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიებს, სადაც შესაძლებელია მისი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად დამხმარე შენობა-ნაგებობების განთავსება კანონმდებლობის შესაბამისად და ასევე, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების განთავსება სპეციალური ზონალური ნებართვის საფუძველზე.

    მეტის ჩვენება
  2. 26 ნოემბერი, 2015გადაწყვეტილება2313595 - უარი
  3. 25 ნოემბერი, 2015ქალაქის პასუხი
  4. 25 ნოემბერი, 2015ფაილები აიტვირთა
  5. 17 ნოემბერი, 2015ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები4

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა