OpenCAD
განუხილველი

ქალაქი თბილისი , ბერძნის ქ. N14-ის მიმდებარედ / ქალაქი თბილისი , დასახლება მე-2 ნადიკვარი , N 17

AR1365295შეთანხმებული პროექტის ცვლილებამრავალბინიანი18 დეკემბერი, 2015- თელეთი
საერთო ფართობი
5 663,7 მ²
განაშენიანების ფართობი
806,3 მ²
საცხოვრებელი ფართობი
2 317,3 მ²
მიწის ნაკვეთის ფართობი
1 515 მ²
სიმაღლე
26,1 მ
ჩაღრმავება მიწის ქვემოთ
3,8 მ
სამშენებლო მოცულობა
21 632 მ³

მაჩვენებლები მოცემულია ისე, როგორც განმცხადებელმა ფორმაში შეიტანა; არ არის გადამოწმებული.

გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
2465404
გადაწყვეტილების თარიღი
4 მარტი, 2016
შედეგი
სხვა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
გოჩა ჩოგოვაძე
დეველოპერი (ს/კ)
204546250

მონაწილეები

  • დამკვეთი
    სახელი
    გაი კიდარ,ისრაელი. იაკობ შიმშონი,ისრაელი.
    ორგანიზაცია
    შ.პ.ს. გაკო ბილდინგი
    საიდენტიფიკაციო კოდი
    204546250
  • მთავარი არქიტექტორი
    სახელი
    გოჩა ჩოგოვაძე
    პირადი ნომერი
    *********20
    ორგანიზაცია
    შ.პ.ს. ,,არქიტექი"
    საიდენტიფიკაციო კოდი
    205262491
  • სპეციალისტიკორექტირებული პროექტის მშენებლობის ორგანიზების კალენდარული გრაფიკი
    სახელი
    ავთო მაისაშვილი

პირები, რომლებიც განმცხადებელმა განაცხადის ფორმაში მიუთითა.

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.18.04.009.020
მესაკუთრე
შპს "გაკო ბილდინგი" (204546250)
ფართობი
1 515 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1365295
სტატუსი
განუხილველი
რეგისტრაცია
18 დეკემბერი, 2015
სახეობა
შეთანხმებული პროექტის ცვლილება

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
77 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
2

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 4 მარტი, 2016ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში განხილულ იქნა თქვენს მიერ ელექტრონულსად ატვირთული განაცხადი, რომელიხ ეხება ქ. თბილისში, ბერძნის ქ. N4–ის მიმდებარედ / მე–2 ნადიკვარის დასახლება N17–ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული პროექტის შეთნხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის საკითხს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ არ იქნა გამოსწორებული სამსახურის 20.01.2016წ. №2393988 გადაწყვეტილებით დადგენილი ხარვეზები, კერძოდ: 1. წარმოდგენილი უნდა იქნას ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 08.06.15 წლის N000347 მითითება, 13.07.15 წლის N000347 შემოწმების აქტი და საჭიროების შემთხვევაში ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. თქვენ მიერ წარმოდგენილი მხოლოდ ქვითრები, წარმოდგენილი არ არის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის შესაბამისი აქტი; 2. განმარტებით ბარათში აღწერილი იქნას კორექტირებით გათვალისწინებული სამუშაოები. წარმოდგენილი განმარტებითი ბარათი სრულყოფილად არ ასახავს კორექტირებას, მაგალითად, საპროექტო ნიშნულების ცვლილებას (იმის გათვალისწინებით, რომ საპრექოტო ჭრილებზე ნაჩვენები გრუნტის ხაზი მნიშნვნელოვნად განსხვავდება შეთანხმებული პროექტისგან, აღნიშნული საჭიროებს განმარტებას და, საჭიროების შემთხვევაში, ნახაზების გასწორებას); 3. არ არის გათვალისწინებული პანდუსები შშმ პირთათვის. გეგმაზე ნაჩვენები პანდუსებზე არ არის მითითებული დახრა და ნიშნულები, ასევე გაურკვეველია იატაკის საპროექტო ნიშნულსა და გრუნტის დონეს შორის სხვაობა პირველ სართულზე. აქვე გაცნობებთ, რომ პროექტში გათვალისწინებული უნდა იქნეს საქართველოს მთავრობის 06.01.14წ. N41 დადგენილების "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე"; 4. არ არის წარმოდგენილი მოსაკრებლის მოშენების ფართობის რიცხვითი მაჩვენებელი. იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი მოსაკრებელი გადახდილია სხვა განაცხადზე, მითითებული უნდა იქნეს განაცხადის ნომერი და ატვირთული იქნეს გადახდის დამადასტურებელი ქვითარი; 5. სსიპ თვითმმართველი ქალაქის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრების მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო კოდით 01.18.04.009.021, მოწყობილია საპროექტო ტერიტორიის ქუჩასთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა. წარმოდგენილი განმარტების შესაბამისად, აღნიშნული გზა არსებობდა 2008 წელს, თუმცა გენგეგმის ველში ატვირთულ 2014 წლის ტოპო გეგმაზე ზემოაღნიშნული გზა არ ფიქსირდება. არსებული გზის გენგეგმაზე ჩვენების შემთხევვაში, წარმოდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი კონფიგურაციის გზის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი და საპროექტო დოკუმენტაციაში განმარტებული იქნეს, რომ პროექტი არ ითვალისწინებს გზის მოწყობის სამუშაოებს; 6. საპროექტო ობიექტის ნაწილი მდებარეობს საკადასტრო საზღვრებს გარეთ, კერძოდ „ნ“ ღერძის გასწვრივ „8–10“ ღერძებს შორის შენობის ნაწილი იჭრება მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდით N01.18.04.009.021, რომელიც სსიპ თვითმმართველი ქალაქის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებას წარმოადგენს; 7. არ არის წარმოდგენილი კოეფიციენტების საანგარიშო კროკები pdf ფაილის სახით. ამასთან, საჭიროა დაზუსტდეს კოეფიციენტების საანგარიშო კროკები: კ1 კოეფიციენტი უნდა დაანგარიშდეს მეათედის სიზუსტით, შენობის გარე კონტურზე; 8. არ არის წარმოდგენილი კ3 კოეფიციენტის საანგარიშო კროკი. ამასთან, არ არის წარმოდგენილი ხარვეზების შესაბამისად შეცვლილი პროექტის ვექტორული ფაილი, ხოლო წარმოდგენილი კ2 კოეფიციენტის მოსაკრებლის ანგარიშის განმარტებითი ბარათი არ არის ხელმოწერილი დამკვეთის მიერ. საპროექტო შენობის სიმაღლესთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ დაბალი ინტენსივობის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით გაცემული 15.11.2007წ. N8958 ქალაქმშენებლობით პირობებით საპროექტო შენობის მაქსიმალური სიმაღლე განისაზღვრა სამი სრული სართულით. ვინაიდან საპორექტო შენობის სართულიანობა აღემატება 15.11.2007წ. N8958 ქალაქმშენებლობით პირობებით დადგენილს, სამსახურს მიეცემა საკითხზე მსჯელობის შესაძლებლობა მხოლოდ 15.11.2007წ. N8958 ქალაქმშენებლობით პირობებში შესაბამისი ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, ამასთან, კორექტირებასთან დაკავშირებით წარმოდგენილი უნდა იქნეს ბუნებრივი განათებულობისა და ინსოლაციის პროექტი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახური თქვენს მოთხოვნას, ქ. თბილისში, ბერძნის ქ. N4–ის მიმდებარედ / მე–2 ნადიკვარის დასახლება N17–ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული პროექტის შეთნხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე ვერ დააკმაყოფილებს. სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში სამსახურის მიერ საკითხი განმეორებით იქნება განხილული.

    მეტის ჩვენება
  2. 4 მარტი, 2016გადაწყვეტილება2465404 - სხვა
  3. 2 მარტი, 2016ქალაქის პასუხი
  4. 2 მარტი, 2016ფაილები აიტვირთა
  5. 2 მარტი, 2016ფაილები აიტვირთა
  6. 2 მარტი, 2016ფაილები აიტვირთა
  7. 2 მარტი, 2016ფაილები აიტვირთა
  8. 5 თებერვალი, 2016ვადა გაგრძელდა15 დღით, ახალი ვადა: 2 მარტი, 2016
  9. 18 დეკემბერი, 2015ფაილები აიტვირთა
  10. 18 დეკემბერი, 2015ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

ნახაზები და საპროექტო ფაილები3

  • gen.gegma.pla
  • vektoruli.pla
  • axali gen.gegma.pla

სხვა ფაილები29

ყველას ჩვენება (29)

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა