OpenCAD
განუხილველი

ქალაქი თბილისი , დასახლება ვარკეთილი , ზემო პლატო , კორპუსი 47 , მიმდებარედ , ნაკვეთი 06/061

AR1365727შეთანხმებული პროექტის ცვლილებასხვა დანიშნულება24 დეკემბერი, 2015- ვარკეთილი
საერთო ფართობი
2 501,5 მ²
განაშენიანების ფართობი
412,8 მ²
საცხოვრებელი ფართობი
1 287,5 მ²
მიწის ნაკვეთის ფართობი
633 მ²
სიმაღლე
34,1 მ
ჩაღრმავება მიწის ქვემოთ
10 მ
სამშენებლო მოცულობა
8 122 მ³

მაჩვენებლები მოცემულია ისე, როგორც განმცხადებელმა ფორმაში შეიტანა; არ არის გადამოწმებული.

გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
2379221
გადაწყვეტილების თარიღი
11 იანვარი, 2016
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ლაშა ლალიაშვილი
დეველოპერი (ს/კ)
406137988

მონაწილეები

  • დამკვეთი
    სახელი
    რევაზ ცირეკიძე
    პირადი ნომერი
    *********25
    ორგანიზაცია
    შ.პ.ს. „მწვანე უბანი“
    საიდენტიფიკაციო კოდი
    406137988
  • მთავარი არქიტექტორი
    სახელი
    შოთა დათუნაშვილი
    პირადი ნომერი
    *********25
    ორგანიზაცია
    შ.პ.ს "მწვანე სახლი"
    საიდენტიფიკაციო კოდი
    404997740
  • თანაავტორები
    სახელი
    თამარ ჩინჩალაძე

პირები, რომლებიც განმცხადებელმა განაცხადის ფორმაში მიუთითა.

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.19.20.006.061
მესაკუთრე
ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეული
ფართობი
633 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

დოკუმენტი

ნომერი
AR1365727
სტატუსი
განუხილველი
რეგისტრაცია
24 დეკემბერი, 2015
სახეობა
შეთანხმებული პროექტის ცვლილება

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
18 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 23 იანვარი, 2016ვადა გაგრძელდა10 დღით, ახალი ვადა: 16 თებერვალი, 2016
  2. 11 იანვარი, 2016ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენს მიერ ელექტრონულად ატვირთული განცხადება და მასზედ თანდართული დოკუმენტაცია, რაზედაც გაცნობებთ შემდეგს: სამსახური არ ეთანხმება წარმოდგენილი კორექტირებული პროექტის შესაბამისად ობიექტის სამშენებლოდ განვითარებას და თვლის, რომ ობიექტის ვიზუალური განვითარება სასურველია მოხდეს შეთანხმებული პროექტის ძირითადი სტრუქტურის შენარჩუნებით ან უნდა წარმოადგინოთ მეტად გადამუშავებული/დახვეწილი ალტერნატიული ვარიანტ(ებ)ი მაღალი ხარისხის კომპიუტერული ვიზუალიზაციის სახით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის 02.10.2015წ. №38/22946 წერილით (სამსახურში რეგისტრაციის №07/12826-13 05.10.15წ.) არქიტექტურის სამსახურისთვის ცნობილი გახდა, რომ საპროექტო ობიექტის მშენებლობა ნაწარმოებია შეთანხმებული პროექტის დარღვევით. აქედან გამომდინარე და მოქმედი კანონმდებლობის თანახმად საჭიროა წარმოადგინოთ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ გაცემული დადგენილება სამშენებლო–სამართალდარღვევის საქმეზე და შესაბამისი დარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. საპროექტო ტერიტორიის გენერალური გეგმის pdf და ვექტორული (AutoCad - ის ან ArchiCad - ის სახით) ფაილები: საპროექტო გენგეგმაზე დამატებით დაიტანეთ საპროექტო ნიშნულები (დატანილია არსებული), ღია ავტოსადგომები, საყრდენი კედელი და შესაბამისი ექსპლიკაციები. შენობა-ნაგებობის ყველა სართულისა და სახურავის გეგმები, შენობა-ნაგებობის ჭრილები, შენობა-ნაგებობის ფასადები -> pdf ფაილები (მასშტაბი 1:100); საპროექტო შენობა-ნაგებობის ვექტორული CAD ფაილი (AutoCad - ის ან ArchiCad - ის სახით): სამსახურის გადამოწმებით -5,00 ნიშნულზე განთავსებულ ისართული წარმოადგენს მიწისპირას. თქვენს მიერ წარმოდგენილ აღნიშნული სარტულის განშლაში არასწორად არის მითითებული სართულის პერიმეტრი, შესაბამისად საშუალო სიმაღლის მაჩვენებლი შეცდომით გაქვთ დაანგარიშებული. შესაბამისად, საჭიროა განაახლოთ მიწისპირა სართულის განშლა, შეასწოროთ გრაფიკულ ნაწილზე ნიშნულები (0,00 ნიშნული მიანიჭეთ მიწისპირა სართულს), ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში სამშენებლო მოცულობები და კონსტრუქციული სიმაღლეები და კოეფიციენტების ანგარიში მოახდინოთ მიწისპირა სართულიდან. პანდუსებზე დამატებით დაიტანეთ საწყისი/ბოლო ნიშნულები და გაბარიტული ზომები. გაითვალისწინეთ, ღია სამანქანო პანდუსის დახრის პროცენტი არ უნდა აღემატებოდეს 14%-ს, ხოლო შშმ პირთათვის განკუთვნილის 6%-ს. ასევე, წარმოდგენილი პროექტით შშმ პირთათვის განკუთვნილი პანდუსი სცდება საკადასტრო საზღვრებს, რისთვისაც საჭიროა წარმოადგინოთ შესაბამისი სამსახურის თანხმობა ან პანდუსი უნდა მოაქცით საპროექტო საკადასტრო საზღვრებში. გეგმებზე დაიტანეთ ლიფტის გრაფიკული აღნიშვნა. გრაფიკული ნაწილი წარმოდგენილი გაქვთ მუშა ნახაზების სახით – საჭიროა ზედმეტი ზომის ხაზები გრაფიკული ნაწილიდან წაშალოთ (დატოვეთ მხოლოდ ღერძებს შორის, ძირიდათი და საკადასტროსთან მიბმის ზომები) და დამატებით დაიტანოთ საყრდენი კედელი შესაბამისი ექსპლიკაციით და პირობითი აღნიშვნით.

    მეტის ჩვენება
  3. 11 იანვარი, 2016გადაწყვეტილება2379221
  4. 24 დეკემბერი, 2015ფაილები აიტვირთა
  5. 24 დეკემბერი, 2015ფაილები აიტვირთა
  6. 24 დეკემბერი, 2015ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

ნახაზები და საპროექტო ფაილები2

  • topo 11-12 var.pla
  • VARRK 25-12.pla

სხვა ფაილები15

ყველას ჩვენება (15)

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა