OpenCAD
განუხილველი

ქალაქი თბილისი , ვაჟა-ფშაველას გამზირისა და ვაჟა-ფშაველას IV შესახვევის კუთხეში.

AR1365802შეთანხმებული პროექტის ცვლილებასხვა დანიშნულება23 დეკემბერი, 2015
საერთო ფართობი
1 004,1 მ²
განაშენიანების ფართობი
236 მ²
საცხოვრებელი ფართობი
359 მ²
მიწის ნაკვეთის ფართობი
404 მ²
სიმაღლე
25,4 მ
ჩაღრმავება მიწის ქვემოთ
5,8 მ
სამშენებლო მოცულობა
5 969 მ³

მაჩვენებლები მოცემულია ისე, როგორც განმცხადებელმა ფორმაში შეიტანა; არ არის გადამოწმებული.

გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
2370681
გადაწყვეტილების თარიღი
31 დეკემბერი, 2015
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
გია რაზმაძე
დეველოპერი (ს/კ)
400099237

მონაწილეები

  • დამკვეთი
    სახელი
    შპს"ს-5"-ის დირექტორი გია რაზმაძე
    პირადი ნომერი
    *********35
    ორგანიზაცია
    შპს ს-5
    საიდენტიფიკაციო კოდი
    400099237
  • მთავარი არქიტექტორი
    სახელი
    არჩილი ნარეკლიშვილი
    პირადი ნომერი
    *********86
    ორგანიზაცია
    შპს."სახაზავი"
    საიდენტიფიკაციო კოდი
    404863992
  • სპეციალისტიკორექტირებული პროექტის მშენებლობის ორგანიზების კალენდარული გრაფიკი
    სახელი
    ელენე ნარეკლისჰვილი

პირები, რომლებიც განმცხადებელმა განაცხადის ფორმაში მიუთითა.

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.14.03.024.015
მესაკუთრე
შპს "ს-5" (400099237)
ფართობი
404 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1365802
სტატუსი
განუხილველი
რეგისტრაცია
23 დეკემბერი, 2015
სახეობა
შეთანხმებული პროექტის ცვლილება

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
8 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 31 დეკემბერი, 2015ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენს მიერ ელექტრონულად ატვირთული განცხადება და მასზედ თანდართული დოკუმენტაცია, რაზედაც გაცნობებთ შემდეგს: სამსახურის შეფასებით წარმოდგენილი საპროექტო ობიექტის ვიზუალური მხარე არ არის მისაღები და თვლის, რომ საჭიროებს უფრო მეტად გადამუშავება-დახვეწას, როგორც არქიტექტურულ-მოცულობითი თვალსაზრისით, ისე მოსაპირკეთებელი მასალებისა და ფერის გადაწყვეტის ნაწილში ფუნქციის შესაბამისად, სასურველია გამოყენებული იქნას ერთმანეთთან შეხამებული თანამედროვე მოსაპირკეთებელი მასალები და წარმოდგენილი იქნას შენობის მოცულობით-არქიტექტურული გადაწყვეტის ალტერნატიული ვარიანტ(ებ)ი. მეტად დამუშავებული ვიზუალის შეთანხმების მიზნით კი საკითხი შესაბამისი განაცხადის საფუძველზე უნდა დააყენოთ ესკიზის წინასწარ შეთანხმებაზე, ხოლო დადებითი პასუხის მიღების შემდგომ ატვირთოთ სრულყოფილი დოკუმენტაცია ხარვეზებისა და შენიშვნების გათვალისწინებით. დამატებით ფაილში ატვირთეთ შეთანხმებული პროექტის ავტორის შესაბამისი წესით დამოწმებული თანხმობა პროექტის კორექტირებასთან დაკავშირებით. ტექნიკურ - ეკონომიკური მაჩვენებლები (მეათედების სიზუსტით) -> განაშენიანების ფართობი (კვ.მ): არასწორია, აღნიშნული ითვლება მიწასთან შეხებაში მყოფი სართულების (-2,9 და 0,00 ნიშნულებზე) ზედხედის პროექციის გარე კონტურზე და მასში შედის პანდუსებიც. ტექნიკურ - ეკონომიკური მაჩვენებლები (მეათედების სიზუსტით) -> 0.00 ნიშნულის ქვევით (მ): მიუთითეთ პროექტის შესაბამისად. ტექნიკურ - ეკონომიკური მაჩვენებლები (მეათედების სიზუსტით) -> კ2 განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობი (კვ.მ და ასახული კოეფიციენტში): არასწორია, აღნიშნულში უნდა იანგარიშოთ ლოჯიებიც 1/2-ით. ტექნიკურ - ეკონომიკური მაჩვენებლები (მეათედების სიზუსტით) -> კ3 გამწვანების კოეფიციენტის საანგარიშო ფართობი (კვ.მ და ასახული კოეფიციენტში): არასწორია, მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტით განისაზღვრება მიწის ნაკვეთის ტერიტორიის ფართობის მინიმალური წილი, რომელიც არ უნდა იყოს დაფარული, ან გადაფარული რაიმე წყალგაუმტარი (სამშენებლო თუ სხვა) მასალით, რომლის ქვეშაც არ უნდა არსებობდეს რაიმე ნაგებობა, ან სათავსი. თქვენს შემთხვევაში კ–3 კოეფიციენტი არასწორად არის დათვლილი, რადგან შეყვანილი გაქვთ ის ნაწილიც, რომლის ქვეშაც განთავსებულია ავტოსადგომის სართული. "მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი -> მოსაკრებელის მოშენების ფართობის რიცხვითი მაჩვენებელი: განაახლეთ განაშენიანების ფართობის ველში დაფიქსირებული ხარვეზის შესაბამისად. საპროექტო ტერიტორიის გენერალური გეგმის pdf და ვექტორული (AutoCad - ის ან ArchiCad - ის სახით) ფაილები: საპროექტო გენგეგმაზე დამატებით ატვირთეთ მომიჯნავედ რეგისტრირებული ნაკვეთების საკადასტრო საზღვრები. ასევე, განმარტეთ შეთანხმებულ პროექტში ატვირთულ ტოპოსთან ამ ეტაპზე წარმოდგენილთან შეუსაბამობა რამ გამოიწვია (ხე–ნარგავების ნაწილში არ შეესაბამება). გაითვალისწინეთ, იმ შემთხვევაში თუ ხდება ან უკვე მოხდა იმ ხე–ნარგავების მოჭრა/გადარგვა, რომლზეც არ ყოფილა შესაბამისი სამსახურის თანხმობა გაცემული, საჭიროა დამატებით ატვირთოთ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ ქ. თბილისში (მითითებული უნდა იქნას საპროექტო ტერიტორიის მისამართი) არსებულ მიწის ნაკვეთზე, მშენებლობის ნებართვის/წერილობითი თანხმობის გაცემის შემთხვევაში, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური გასცემს მიწის ნაკვეთზე არსებული (ამა და ამ) მწვანე ნარგავების ჭრის ნებართვას. აქვე, დამატებით გაცნობებთ, რომ აღნიშნული დოკუმენტის მოპოვების მიზნით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურში, უნდა წარადგინოთ შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ტერიტორიის ტოპოგრაფიული გეგმა მასზე დატანილი მწვანე ნარგავებით და აღნიშნული მწვანე ნარგავების აღწერილობა. შენობა-ნაგებობის ყველა სართულისა და სახურავის გეგმები, შენობა-ნაგებობის ჭრილები, შენობა-ნაგებობის ფასადები -> pdf ფაილები (მასშტაბი 1:100); საპროექტო შენობა-ნაგებობის ვექტორული CAD ფაილი (AutoCad - ის ან ArchiCad - ის სახით): პროექტით გასათვალისწინებელია გათბობა–კონდიცირების სისტემების ერთიანი სახით მოწყობა, რაც უნდა ასახოთ შესაბამის გრაფიკულ ნაწილზე და გამოყოთ ექსპლიკაციით; გათბობა/კონდიცირების მოსაწყობად საჭიროა მონახოთ ერთიანი, სისტემური გადაწყვეტა, რაც დანადგარებს ვიზუალურად შენიღბავს, მაგალითად დეკორატიული შეფუთვა და გამოიყენოთ აღნიშნული არქიტექტურულ ელემენტებად. "ა–ე" ღერძებში განთავსებული აივნებით ირღვევა სამეზობლო მიჯნა (არ არის დაცული საკადასტრომდე 1,8მ), შესაბამისად საჭიროა პროექტი მოიყვანოთ დადგენილ ნორმებთან შესაბამისობაში ან წარმოადგინოთ მომიჯნავე ნაკვეთის მესაკუთრის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა აღნიშნულთან დაკავშირებით. გეგმებზე დაიტანეთ ბინების ნუმერაცია და ყველა ფართის სახელწოდება (მაგ.: კომერციული, საცხოვრებელი და ა.შ პროექტის შესაბამისად). პროექტით გასათვალისწინებელია შშმ პირთათვის პანდუსის მოწყობა პირველ სართულზე განთავსებულ ფართში მოსახვედრათ. პანდუსებზე დაიტანეთ საწყისი/ბოლო ნიშნულები, გაბარიტული ზომები და დახრის პროცენტი. გაითვალისწინეთ, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად შშმ პირთათვის განკუთვნილი პანდუსის დახრის პროცენტი არ უნდა აღემატებოდეს 6-ს, დახურული სამანქანო პანდუსის 18-ს, ხოლო ღია სამანქანო პანდუსის 14-ს. გეგმებზე დაიტანეთ შესაბამისი სართულის და გადახურვის ნიშნულები.

    მეტის ჩვენება
  2. 31 დეკემბერი, 2015გადაწყვეტილება2370681
  3. 22 დეკემბერი, 2015ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

ნახაზები და საპროექტო ფაილები2

  • gengegma.pla
  • vaja fshavela NEW 1.pla

სხვა ფაილები12

ყველას ჩვენება (12)

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა