ქალაქი თბილისი , ქუჩა კაირო , N42
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 2398110
- გადაწყვეტილების თარიღი
- 1 თებერვალი, 2016
- შედეგი
- თანხმობა
- მშენებლობის ვადა
- 16 ოქტომბერი, 2015 – 16 აპრილი, 2017
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ბაკურ სულაკაური
- დეველოპერი (ს/კ)
- 406102587
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.19.22.008.065
- მესაკუთრე
- შპს "ბგპ" (406102587)
- ფართობი
- 1 394 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.19.22.008.065საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz-6
- K1
- 0,5
- K2
- 2,5
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1369055
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 6 იანვარი, 2016
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 26 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 1 თებერვალი, 2016ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 16.10.2015 წ. №2243979 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 06/01/2016 წ. AR1369055 განაცხადით მომართა ბაკურ სულაკაურმა, რომელმაც მოითხოვა ტექნიკური შეცდომის გასწორება ამავე სამსახურის 16.10.2015 წ. №2243979 გადაწყვეტილების ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 16.10.2015 წ. №2243979 გადაწყვეტილებით, ქ. თბილისში, კაიროს ქუჩა N42, შპს "ბგპ"–ს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა არსებული შენობის რეკონსტრუქციის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2015 წლის 16 ოქტომბრიდან 2017 წლის 16 აპრილის ჩათვლით. განმცხადებლების განმარტებით, დაშვებულ იქნა შეცდომა, კერძოდ: არასწორად იქნა მითითებული მანსარდის ფართობი, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი, საზაფხულო ფართობი და საერთო ფართობი, რაც შესაბამისად აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. აღნიშნულიდან გამომდინარე, დღეისათვის, განმცხადებელი ითხოვს გასწორდეს ტექნიკური შეცდომა სამსახურის 19.10.2015 წ. №2247155 ბრძანებაში და დაფიქსირდეს: საზაფხულო ფართობი (კვ.მ).: 156.79; მანსარდის ფართობი (კვ.მ).: 320.17; კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი (კვ.მ).: 403.96 და საერთო ფართობი (კვ.მ).: 4384.18 დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, სამსახურმა დაადგინდა, რომ განმცხადებლების მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შესაბამისობაშია შეთანხმებულ არქიტექტურულ პროექტთან. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამდენად, სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 16.10.2015 წ. №2243979 გადაწყვეტილებაში და ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდეს: საზაფხულო ფართობი (კვ.მ).: 156.79; მანსარდის ფართობი (კვ.მ).: 320.17; კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი (კვ.მ).: 403.96 და საერთო ფართობი (კვ.მ).: 4384.18. 2. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 19.10.2015 წ. №2247155 გადაწყვეტილებასთან ერთად; 3. სამსახურის 16.10.2015 წ. №2243979 გადაწყვეტილებაში მითითებული დანარჩენი ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლები დარჩეს უცვლელი; 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 1 თებერვალი, 2016გადაწყვეტილება2398110 - თანხმობა
- 6 იანვარი, 2016ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები1
- განმარტებითი ბარათი.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა