ქალაქი თბილისი , დასახლება დიდი დიღომი , მიკრო/რაიონი III , -ში 22 - ე კორპუსთან მისასვლელ გზასა და მე-14 კორპუსს შორის
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 2416175
- გადაწყვეტილების თარიღი
- 3 თებერვალი, 2016
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- შოთა ქუთათელაძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 438726050
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.10.08.006.034
- მესაკუთრე
- შპს "შეფერდ" (400091477)
- ფართობი
- 1 500 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.10.08.006.034საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საზოგადოებრივ-საქმიანი
- ქვეზონა
- ssz-1
- K1
- 0,7
- K2
- 3,5
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1373003
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 25 იანვარი, 2016
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 9 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 2
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 3 თებერვალი, 2016ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 13/08/2015 წლის №2062993 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 25/01/2016წ. NAR1373003 განაცხადით მომართა შოთა ქუთათელაძემ და ამავე სამსახურის 13/08/2015 წლის N2062993 გადაწყვეტილების ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში ტექნიკური ხარვეზის გასწორება მოითხოვა. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ სამსახურის 13/08/2015 წლის №2062993 გადაწვეტილებით ქ. თბილისში, დიდი დიღმის დასახლება, III მიკრო/რაიონი, 22-ე კორპუსთან მისასვლელ გზასა და მე-14 კორპუსს შორის, შ.პ.ს. „ლუმაქ ჯგუფის" საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი: N01.10.08.006.034) შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2015 წლის 13 აგვისტოდან 2016 წლის 13 აგვისტოს ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 13/08/2015 წლის №2062993 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომებია, კერძოდ -3,00 ნიშნულის გეგმის ექსპლიკაციაზე გამორჩენილია კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი, ასევე 26,7 ნიშნულის გეგმის ექსპლიკაციაზე კიბის უჯრედის ფართობი ნაცვლად მითითებული 61,10 კვ.მ.–ისა შეადგენს 64,8 კვ.მ–ს. შესაბამისად, საბოლოოდ, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი ნაცვლად 827,4 კვ.მ.–ისა შეადგენს 831,1 კვ.მ–ს. აგრეთვე, არასწორადაა მითითებული კომერციული ფართობი. შესაბამისად, არასწორია საერთო ფართობიც. წარმოდგენილი განაცხადით, მოთხოვნილია სამსახურის 13/08/2015 წლის №2062993 გადაწვეტილებაში გასწორდეს ტექნიკური შეცდომები და ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდეს: საერთო ფართობი (კვ.მ).: 8741.5; კომერციული ფართობი (კვ.მ).: 717,5; კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი (კვ.მ).: 831,1; ასევე, აღნიშნული ბრძანებით შეთანხმებული –3.00 ნიშნულისა და 26.7 ნიშნულის გეგმები ჩანაცვლდეს განმცხადებლის მიერ 25/01/2016 წლის NAR1373003 განაცხადზე 01/02/2016 წლის შეტყობინებით წარმოდგენილი –3.00 ნიშნულისა და 26.7 ნიშნულის გეგმებით, ხოლო 13.5 ნიშნულის გეგმა ჩანაცვლდეს 03/02/2016 წლის შეტყობინებით წარმოდგენილი 13.5 ნიშნულის გეგმით. სამსახურმა შესაბამისი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა, გაასწოროს ტექნიკური შეცდომები მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში, ასევე, 13/08/2015 წლის №2062993 გადაწვეტილებით შეთანხმებული –3.00 და 26.7 ნიშნულების გეგმები ჩაანაცვლოს 25/01/2016 წლის NAR1373003 განაცხადზე 01/02/2016 წლის შეტყობინებით წარმოდგენილი გეგმებით, ხოლო 13.5 ნიშნულის გეგმა, 03/02/2016 წლის შეტყობინებით წარმოდგენილი 13.5 ნიშნულის გეგმით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომები ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 13/08/2015 წლის №2062993 გადაწვეტილებაში და ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდეს: საერთო ფართობი (კვ.მ).: 8741.5; კომერციული ფართობი (კვ.მ): 717,5; კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი (კვ.მ).: 831,1; ასევე, აღნიშნული ბრძანებით შეთანხმებული –3.00 და 26.7 ნიშნულების გეგმები ჩანაცვლდეს 25/01/2016 წლის NAR1373003 განაცხადზე 01/02/2016 წლის შეტყობინებით წარმოდგენილი –3.00 და 26.7 ნიშნულების გეგმებით, ხოლო 13.5 ნიშნულის გეგმა, 03/02/2016 წლის შეტყობინებით წარმოდგენილი 13.5 ნიშნულის გეგმით. სამსახურის 13/08/2015 წლის №2062993 გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 2. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 13/08/2015 წლის №2062993 გადაწყვეტილებასთან ერთად. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 3 თებერვალი, 2016გადაწყვეტილება2416175 - თანხმობა
- 2 თებერვალი, 2016ქალაქის პასუხი
- 1 თებერვალი, 2016ფაილები აიტვირთა
- 25 იანვარი, 2016ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა