ქალაქი თბილისი , დასახლება თემქა , კვარტალი X
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 2429856
- გადაწყვეტილების თარიღი
- 11 თებერვალი, 2016
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ოთარი ხავთასი
- დეველოპერი (ს/კ)
- 416320314
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.12.03.002.034
- მესაკუთრე
- შპს ეიმ ბილდინგ (416320314 )
- ფართობი
- 1 479 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.12.03.002.034საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1373928
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 28 იანვარი, 2016
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 14 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 2
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 11 თებერვალი, 2016ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 05/01/2016 წ. №2372402 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურს 28.01.2016 წლის #AR1373928 განცხადებით მომართა ოთარი ხავთასმა და მოითხოვა თბილისის არქიტექტურის სამსახურის 05/01/2016 წლის #2372402 ბრძანებაში ცვლილების შეტანა. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 05/01/2016 წლის #2372402 ბრძანებით ქ. თბილისში, ქ. თბილისში, თემქის დასახლება, X კვარტალში, თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ნაკვეთის საკ. კოდი №01.12.03.002.034) შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2016 წლის 05 იანვრიდან 2017 წლის 05 მარტის ჩათვლით. განმცხადებელი უთითებს, რომ შეთანხმებულ 05/01/2016 წლის #2372402 ბრძანების ტექნიკური–ეკონომიკურ მაჩვენებლებში წარმოდგენილია არსებული და საპროექტო ობიექტების ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლების ჯამი და სურს ამ არსებული და საპროექტო შენობა ნაგებობების ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლების ერთმანეთისგან გამიჯვნა. სამსახურმა 04.02.2016 წლის #№2417142 ბრძანებით დაადგინა ხარვეზი და განმცხადებელს განუმარტა რომ შესწორებული ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლების შესაბამისად მიღებულ ბრძანებაში მოხდებოდა მხოლოდ საპროექტო შენობა–ნაგებობის ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლების დაფიქსირება. ამავე ბრძანებით განმცხადებელს განემარტა, რომ წარმოდგენილი საპროექტო შენობა–ნაგებობის მაჩვენებლები საჭიროებს შესწორებას, კერძოდ, პროექტით +26.8 ნიშნულზე განთავსებული სამანქანოს ფართი (6.7 კვ.მ) არ არის შეყვანილი ,,კიბის უჯრედის და სადარბაზოს ფართობი“–ში, საჭიროა აღნიშნულის მიმატებაც და შესაბამისად საერთო ფართის ცვლილებაც. ხარვეზის შევსების მიზნით განმცხადებელმა წარმოადგინა შესწორებული ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები. სამსახურმა განმცხადებლის მოთხოვნისა და სამსახურში დაცული დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შესწორებული ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შესაბამისობაშია შეთანხმებულ საპროექტო დოკუმენტაციასთან. შესაბამისად, სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია მოთხოვნის დაკმაყოფილება და 05/01/2016 წლის #2372402 ბრძანების ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვნებელებში ტექნიკური შეცდომის გასწორება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 05/01/2016 წლის #2372402 ბრძანებაში და ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდეს: საერთო ფართობი (კვ.მ). 2895.9; საზაფხულო ფართობი (კვ.მ). 127.7; კიბის უჯრედის და სადარბაზოს ფართობი: 202.6 კვ.მ; საცხოვრებელი ფართობი: 1744.8 კვ.მ. საოფისე ფართობი: 140.8 კვ.მ. კომერციული ფართობი: 398.9 კვ.მ. ავტოსადგომის ფართობი: 281.1 კვ.მ. სამსახურის 05/01/2016 წლის #2372402 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 2. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 05/01/2016 წლის #2372402 ბრძანებასთან ერთად. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 11 თებერვალი, 2016გადაწყვეტილება2429856 - თანხმობა
- 10 თებერვალი, 2016ქალაქის პასუხი
წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა