ქალაქი თბილისი , ქუჩა გორგასალი , N 75
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 2433940
- გადაწყვეტილების თარიღი
- 15 თებერვალი, 2016
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ირაკლი მაზიაშვილი
- დეველოპერი (ს/კ)
- 404387098
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.18.06.019.063
- მესაკუთრე
- სახელმწიფო
- ფართობი
- 652 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.18.06.019.063საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz
- K1
- 0
- K2
- 0
- K3
- 0
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1376409
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 6 თებერვალი, 2016
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 9 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 15 თებერვალი, 2016ქალაქის პასუხი
სამსახურმა განიხილა თქვენი #AR1376409 ელექტრონული განაცხადი, რომლითაც ეწინააღმდეგებით ქ. თბილისში, გორგასალის ქ. #75-ში მშენებლობის ნებართვის გაცემას და ითხოვთ წარმოებაში ჩართვას. პასუხად გაცნობებთ, რომ "ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს" 2015 წლის 21 მაისის #21 სხდომის დასკვნის და ქ. თბილისის მინიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 23 ივნისის #15-63 დადგენილების საფუძველზე ქ. თბილისში, კრწანისის რაიონში, გორგასალის ქ. #75–ში არსებული მიწის ნაკვეთის (ს/კ #01.18.06.019.063), ფუნქციური ზონის – სპეციალური ზონა 1–ის, ზოგადი საცხოვრებელი ზონით ცვლილებას მიეცა თანხმობა. (სამსახურის წერილი #1917034) 2015 წლის 1 ოქტომბრის #2190876 ბრძანებით ზემოაღნიშნულ მისამართზე არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ #01.18.06.019.063) დადგინდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის. აღნიშნულ ბრძანებაში 04.02.2016წ. #2414961 ბრძანებით შევიდა ცვლილება. “ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის” 2015 წლის 03 დეკემბრის #56 სხდომის დასკვნის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 14 დეკემბრის #4449 ბრძანების საფუძველზე ქ. თბილისში, კრწანისის რაიონში, გორგასალის ქ. #75–ში არსებული მიწის ნაკვეთის (ს/კ #01.18.06.019.063) განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი განისაზღვრა კ–2=4.2–ით. (სამსახურის წერილი #2334402) 2016 წლის 06 იანვრის #AR1368875 ელექტრონული განცხადებით სამსახურს მომართა მოქალაქე ზურაბ აბზიანიძემ და მოითხოვა ქ. თბილისში, გორგასალის ქ. #75–ში არსებული მიწის ნაკვეთზე (ს/კ #01.18.06.019.063) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტის მშეთანხმება. წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, #2387000 გადაწყვეტილებით სამსახურის მიერ მასში გამოვლინდა გარკვეული სახის ხარვეზები, რის გამოც ამ ეტაპზე აღნიშნული არქიტექტურული პროექტის შეთანხმება არ მომხდარა. გაცნობებთ, რომ #01.18.06.019.063 საკადასტრო ერთეულზე, სამსახურში ამ ეტაპზე ადმინისტრაციული წარმოება არ მიმდინარეობს. თქვენი შეტყობინება მიღებულია ცნობის სახით და ობიექტზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების და საჭიროების შემთხვევაში იქნებით ინფორმირებული. ვინაიდან აღნიშნული აქტები სამსახურის მიერ არის გაცემული ელექტრონული სახით, წარმოდგენილი დოკუმენტაციის და სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ნახვა შეგიძლიათ სამსახურის ვებ-გვერდზე (www.tas.ge ) ინტერაქტიული რუკაზე საპროექტო ფენის ჩართვის და ძიებაში თქვენს დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდის ან/და სამსახურის პასუხის ძიებაში #AR1303199, #AR1341885, #AR1371395, #AR1360943 და #AR1368875 განაცხადის ნომრების მითითების შემთხვევაში. სამსახურის მიერ ზემოაღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გაცემულ იქნა შესათანხმებლად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. თუმცა, თუ თვლით, რომ აღნიშნული აქტები გაყენებთ პირდაპირ და უშუალო ზიანს ან/და დარღვეულია მათი გამოცემის წესი, შეგიძლიათ გაასაჩივროთ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა #7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში. ასევე გაცნობებთ, რომ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური 2012 წლიდან დოკუმენტბრუნვას აწარმოებს ელექტრონული სახით. სამსახურის მიერ 2012-2016 წლების ინფორმაცია გამოტანილია ვებ–გვერდზე (www.tas.ge) და არის საჯარო. ნებისმიერი დოკუმენტი შეგიძლიათ იხილოთ ინტერაქტიულ რუკაზე საპროექტო ობიექტების ფენის ჩართვის და ძიებაში დაინტერესებაში არსებული ობიექტის საკადასტრო კოდის მითითების შემთხვევაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 15 თებერვალი, 2016გადაწყვეტილება2433940 - თანხმობა
- 6 თებერვალი, 2016ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები1
- werili.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა