ქალაქი თბილისი , პ.სააკაძის ქუჩა , (ყოფ. ხრამჰესის) , N 29
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 2480702
- გადაწყვეტილების თარიღი
- 22 მარტი, 2016
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ლაშა ჩიხრაძე
- ორგანიზაცია
- 12948
- დეველოპერი (ს/კ)
- 405135820
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.16.04.046.012
- მესაკუთრე
- ვლადიმერი ვახტანგაძე (P/N: *********48)
- ფართობი
- 833 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.16.04.046.012საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz
- K1
- 0
- K2
- 0
- K3
- 0
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1381937
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 26 თებერვალი, 2016
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 25 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 22 მარტი, 2016ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექურის სამსახურის 29.01.2015 წლის №1705436 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 26/02/2016 წ. #AR1381937 განცხადებით მომართა შპს „ბი ემ ჯი დეველოპმენტი“–ს (ს.ნ. 405135820) დირექტორმა ლაშა ჩიხრაძემ და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექურის სამსახურის 29.01.2015 წლის №1705436 ბრძანებაში ცვლილების შეტანა, კერძოდ, დამკვეთად ვლადიმერი ვახტანგაძის ნაცვლად შპს „ბი ემ ჯი დეველოპმენტი“–ს მითითება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, სამსახურმა შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექურის სამსახურის 29.01.2015 წლის №1705436 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში,პ. სააკაძის ქუჩა (ყოფ. ხრამჰესის) N29-ში, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ნაკვეთის საკადასტრო კოდი N01.16.04.046.012) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2015 წლის 29 იანვრიდან 2016 წლის 29 მარტის ჩათვლით. აღნიშნულ აქტში დამკვეთად დაფიქსირდა ვლადიმერი ვახტანგაძე. ამასთან, სამსახურის 25.05.2015 წლის №1909994 ბრძანებით, დაკმაყოფილედა ია ტალიაშვილისა და შპს „ალფას ბგ“–ს (ს/ნ 400133137) დირექტორის თამაზ ნიკოლაძის (პ/ნ 01020006431) 2015 წლის 07 მაისის #AR1307932 განცხადება. ცვლილება შევიდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – თბილისის მუნიციპალიტეტისარქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 29 იანვრის #1705436 ბრძანებაში და დამკვეთად დაფიქსირდა შპს „ალფას ბგ“. საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შეიცვალა საპროექტო ობიექტის მესაკუთრე და დღეის მდგომარეობით, #01.16.04.046.012 საკადასტრო ერთეულის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „ბი ემ ჯი დეველოპმენტი“ (განაცხადის რეგისტრაციის N 882016079752 , ამონაწერის მომზადების თარიღი: 17/02/2016 წ.). "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების თანახმად, დამკვეთს პირველ და მეორე სტადიაზე წარმოადგენს განმცხადებელი, ხოლო მესამე სტადიაზე დამკვეთი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობების მესაკუთრე, მოსარგებლე, ან მისი/მათი უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდესის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ყოველივე ზემოაღნიშულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექურის სამსახურის 29.01.2015 წლის №1705436 ბრძანებაში დამკვეთად ვლადიმერი ვახტანგაძის ნაცვლად მიუთითოს შპს „ბი ემ ჯი დეველოპმენტი“ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების თანახმად, ვბრძანებ: 1. შევიდეს ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექურის სამსახურის 29.01.2015 წლის №1705436 ბრძანებაში და დამკვეთად ვლადიმერი ვახტანგაძის ნაცვლად დაფიქსირდეს შპს „ბი ემ ჯი დეველოპმენტი“; 2. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექურის სამსახურის 29.01.2015 წლის №1705436 ბრძანებასთან ერთად; 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, შარტავას #7), მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 22 მარტი, 2016გადაწყვეტილება2480702 - თანხმობა
- 26 თებერვალი, 2016ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები1
- amonaceri.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა