OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , ანნა პოლიტკოვსკაიას ქუჩა N12

AR1385775სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება14 მარტი, 2016- საბურთალო
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
2480636
გადაწყვეტილების თარიღი
15 მარტი, 2016
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ლევან ჯმუხაძე
დეველოპერი (ს/კ)
405104033

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.14.05.008.218
მესაკუთრე
შპს "თენ" (404891168)
ფართობი
1 779 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

დოკუმენტი

ნომერი
AR1385775
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
14 მარტი, 2016
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
1 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 15 მარტი, 2016ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 19/11/2015 წლის #2305738 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 14.03.2016 წლის #AR1385775 განცხადებით მომართა ლევან ჯმუხაძემ და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 19/11/2015 წლის #2305738 ბრძანებაში, ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში ცვლილების შეტანა. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 19/11/2015 წლის #2305738 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი ვაკე, ანნა პოლიტკოვსკაიას ქუჩა #12, თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი №01.14.05.008.218), შეთანხმებული განაშენიანების რეგულირების გეგმის საფუძველზე დამუშავებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (სექტორი D-1) არქიტექტურული პროექტი. წარმოდგენილი განაცხადით, განმცხადებელი ითხოვს ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებში ცვლილების შეტანას და შემდეგი მაჩვენებლების დაფიქსირებას: საერთო ფართობი 9993.4 კვ.მ-ის ნაცვლად – 10071.7კვ.მ. საცხოვრებელი ფართობი 5648.0 კვ.მ-ის ნაცვლად – 5725.0 კვ.მ. საზაფხულო ფართობი 1698.3 კვ.მ-ის ნაცვლად – 1699.6 კვ.მ. სამსახურმა შეისწავლა შესაბამისი დოკუმენტაცია და მიზანშეწონილად მიაჩნია შეიტანოს ცვლილება მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. საქართველოს ზოგადი ადმინისტარციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57–ე დადგენილების თანახმად, ვბრძანებ: შევიდეს ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 19/11/2015 წლის #2305738 ბრძანებაში და ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდეს: საერთო ფართობი - 9993.4 კვ.მ-ის ნაცვლად – 10071.7კვ.მ. საცხოვრებელი ფართობი 5648.0 კვ.მ-ის ნაცვლად – 5725.0 კვ.მ. საზაფხულო ფართობი 1698.3 კვ.მ-ის ნაცვლად – 1699.6 კვ.მ. სხვა მაჩვენებლები დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 19/11/2015 წლის #2305738 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 15 მარტი, 2016გადაწყვეტილება2480636 - თანხმობა

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა