OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , რაფაელ აგლაძის ქუჩა N53

AR1388205სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება21 მარტი, 2016- დიდუბე
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
2521743
გადაწყვეტილების თარიღი
8 აპრილი, 2016
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ემინი მამედოვი
დეველოპერი (ს/კ)
401968322

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.13.05.003.083
მესაკუთრე
შპს "აქტექ" (401968322)
ფართობი
2 297 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

დოკუმენტი

ნომერი
AR1388205
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
21 მარტი, 2016
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
18 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 8 აპრილი, 2016გადაწყვეტილება2521743 - თანხმობა
  2. 8 აპრილი, 2016ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 25/12/2014 წლის #1659679 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 21.03.2016 წლის #AR1388205 განცხადებით მომართა ემინი მამედოვმა და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 25/12/2014 წლის #1659679 ბრძანებაში, ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 25/12/2014 წლის #1659679 ბრძანებით ქ. თბილისში, სტანისლავსკის ქ. #12–ში, შ.პ.ს. ,,აქტექ"–ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (საკად. კოდი #01.13.05.003.083) შეთანხმდა შერეული ფუნქციის შენობა–ნაგებობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი გაიცა მშენებლობის ნებართვა. განმცხადებლის განმარტებით, ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების ნაწილში დაშვებული იქნა ტექნიკური ხარვეზი, კერძოდ ბრძანებაში მითითებული ფართების რამდენიმე პარამეტრი შედომით, არასწორადაა დათვლილი და არ შეესაბამება პროექტის რეალურ ფართობებს. რის გამოც, განმცხადებელი ითხოვს გასწორდეს ტექნიკური შეცდომა და დაფიქსირდეს შემდეგი მაჩვენებლები: საოფისე ფართი 497.87 კვ.მ–ის ნაცვლად – 486.9 კვ.მ. ხოლო, დამხმარე ფართის – 63.71 კვ.მ–ის ნაცვლად – 74.68 კვ.მ. სამსახურმა შეისწავლა შესაბამისი დოკუმენტაცია და დაადგინა, რომ განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შესწორებული მაჩვენებლები შესაბამისობაშია შეთანხმებულ არქიტექტურულ პროექტთან. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 25/12/2014 წლის #1659679 ბრძანებაში და ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდეს: საოფისე ფართი 497.87 კვ.მ–ის ნაცვლად – 486.9 კვ.მ. ხოლო, დამხმარე ფართის – 63.71 კვ.მ–ის ნაცვლად – 74.68 კვ.მ. სხვა მაჩვენებლები დარჩეს უცვლელი. 2. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 25/12/2014 წლის #1659679 ბრძანებასთან ერთად. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  3. 21 მარტი, 2016ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა