OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , ქუჩა ევგენი მიქელაძე , N 3ა ; ქალაქი თბილისი , ევგენი მიქელაძის ქუჩა N3ბ

AR1389079სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება23 მარტი, 2016- დიღომი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
2513065
გადაწყვეტილების თარიღი
30 მარტი, 2016
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ნატო ებრალიძე
დეველოპერი (ს/კ)
401959528

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.13.03.027.005
მესაკუთრე
შპს "თბილისის მწვანე სკოლა" (401959528)
ფართობი
11 689 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1389079
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
23 მარტი, 2016
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
7 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 30 მარტი, 2016ქალაქის პასუხი

    სამსახურმა განიხილა თქვენი #AR1389079 ელექტრონული განაცხადი, რომლითაც ეწინააღმდეგებით ქ. თბილისში, ე. მიქელძის ქ. #3ა-სა და 3ბ-ში არსებულ მიწის ნაკვეთებზე (ს/კ #01.13.03.027.005 და #01.13.03.027.006) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვის გაცემას. პასუხად გაცნობებთ, რომ 2015 წლის 08 აპრილის #1829708 ბრძანებით ქ. თბილიში, დიღმის მასივში, VI კვარტალში #01.13.03.027.006 საკადასტრო ერთეულზე დადგინდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის. “ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს” 2015 წლის 2 აპრილის #15 სხდომის დასკვნის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 7 აპრილის #1903 ბრძანები ს საფუძველზე, #01.13.03.027.006 საკადასტრო ერთეულით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისათვის მოხდა ქალაქმშენებლობითი პარამეტრების გაზრდა და კოეფიციენტი განისაზღვრა კ2=3,5-ით. (სამსახურის წერილი #1830221 20.04.2015წ.) “ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს” 2016 წლის 28 იანვრის #5 სხდომის დასკვნის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 22 თებერვლის #307 ბრძანების საფუძველზე #01.13.03.027.006 საკადასტრო ერთეულით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისათვის კვლავ მოხდა ქალაქმშენებლობითი პარამეტრების გაზრდა და მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი განისაზღვრა კ2=3.8–ით. (სამსახურის წერილი #2432552 25.02.2016წ.) 2016 წლის 07 მარტს #AR1380150 ელექტრონული განცხადებით სამსახურსმომართა მოქალაქე დიმიტრი ვაჩნაძემ და მოითხოვა ქ. თბილისში, ევ. მიქელაძის ქ. #3ბ-ში არსებულმიწის ნაკვეთზე ს/კ #01.13.03.027.006, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის გაცემა. წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, #2488128 გადაწყვეტილებით სამსახურის მიერ მასში გამოვლინდა გარკვეული სახის ხარვეზები, რის გამოც ამ ეტაპზე აღნიშნული ნებართვის გაცემა არ მომხდარა. ამასთან გაცნობებთ, რომ ქ. თბილისში, ევ. მიქელაძის ქ. #3ა-სა და #3ბ-ში (თქვენს მიერ რუკაზე მონიშნულ ტერიტორიაზე) სამსახურში ამ ეტაპზე ადმინისტრაციული წარმოება არ მიმდინარეობს. თქვენი შეტყობინება სამსახურში მიღებულია ცნობის სახით და წარმოების განახლებისა და საჭიროების შემთხვევაში იქნებით ინფორმირებული. სამსახურის მიერ ზემოაღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გაცემულ იქნა შესათანხმებლად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. თუმცა, თუ თვლით, რომ აღნიშნული აქტები გაყენებთ პირდაპირ და უშუალო ზიანს ან/და დარღვეულია მათი გამოცემის წესი, შეგიძლიათ გაასაჩივროთ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა #7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში. თუ სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს სამსახურის მიერ შეთანხმებული პროექტის დარღვევით, სამშენებლო სამუშაოების შეთანხმებულ სამშენებლო დოკუმენტაციასთან შეუსაბამობის დადგენის მიზნით შეგიძლიათ მიმართოთ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს. ასევე გაცნობებთ, რომ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური 2012 წლიდან დოკუმენტბრუნვას აწარმოებს ელექტრონული სახით. სამსახურის მიერ 2012-2016 წლების ინფორმაცია გამოტანილია ვებ–გვერდზე (www.tas.ge) და არის საჯარო. ნებისმიერი დოკუმენტი შეგიძლიათ იხილოთ ინტერაქტიულ რუკაზე საპროექტო ობიექტების ფენის ჩართვის და ძიებაში დაინტერესებაში არსებული ობიექტის საკადასტრო კოდის მითითების შემთხვევაში.

    მეტის ჩვენება
  2. 30 მარტი, 2016გადაწყვეტილება2513065 - თანხმობა
  3. 23 მარტი, 2016ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა