OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , გამზირი ილია ჭავჭავაძე , N 49ა / ქალაქი თბილისი , გამზირი ჭავჭავაძე , N 49 , მიმდებარედ ნაკვ.08/094

AR1391462სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება30 მარტი, 2016- წყნეთი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
2536380
გადაწყვეტილების თარიღი
15 აპრილი, 2016
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ალექსანდრე სამარგულიანი
დეველოპერი (ს/კ)
404954126

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.14.07.008.110
მესაკუთრე
შპს "იპოდრომი -2" (404954126)
ფართობი
4 887 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1391462
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
30 მარტი, 2016
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
16 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 15 აპრილი, 2016გადაწყვეტილება2536380 - თანხმობა
  2. 15 აპრილი, 2016ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 25 იანვრის №2397958 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2016 წლის 30 მარტის №AR1391462 განცხადებით მომართა ალექსანდრე სამარგულიანმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2016 წლის 25 იანვრის №2397958 ბრძანებაში ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის შესაბამისად, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ სამსახურის 2016 წლის 25 იანვრის №2397958 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი ვაკე, ილია ჭავჭავაძის გამზირი, #49ა/ჭავჭავაძის გამზირი #49 მიმდებარედ, ნაკვ.#08/094, შპს ,,ჭავჭავაძის 49"–ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მრავალფუნქციური კომპლექსის I ბლოკის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. განმცხადებლის განმარტებით, 2016 წლის 25 იანვრის №2397958 ბრძანების ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, კერძოდ, საერთო ფართობი და ავტოსადგომის ფართობი მითითებულია შეცდომით. წარმოდგენილი განაცხადით მოთხოვნილია გასწორდეს ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2016 წლის 25 იანვრის №2397958 ბრძანებაში და ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდეს: საერთო ფართობი (კვ.მ).:18995; ავტოსადგომის ფართობი (კვ.მ).: 1789.1. სამსახურმა შესაბამისი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ განმცხადებლის მოთხოვნა და წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეესაბამება შეთანხმებულ საპროექტო დოკუმენტაციას. ამიტომ, მიზანშეწონილად ჩათვალა განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება და მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 25 იანვრის №2397958 ბრძანებაში და ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლებში დაფიქსირდეს: საერთო ფართობი (კვ.მ).: 18995; ავტოსადგომის ფართობი (კვ.მ).: 1789.1. სამსახურის 2016 წლის 25 იანვრის №2397958 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 2. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 25 იანვრის №2397958 ბრძანებასთან ერთად. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა