OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , სოფელი დიღომი

AR1392319სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება1 აპრილი, 2016- დიღომი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
2546326
გადაწყვეტილების თარიღი
18 აპრილი, 2016
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
თეიმურაზ იაკობიშვილი
დეველოპერი (ს/კ)
202239531

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.72.14.019.354
მესაკუთრე
შპს ინტერდეკო (202239531)
ფართობი
2 300 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1392319
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
1 აპრილი, 2016
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
17 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 18 აპრილი, 2016გადაწყვეტილება2546326 - თანხმობა
  2. 18 აპრილი, 2016ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 28/01/2016 წლის #2405099 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 01.04.2016 წლის #AR1392319 განცხადებით მომართა თეიმურაზ იაკობაშვილმა და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 28/01/2016 წლის #2405099 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 28/01/2016 წლის #2405099 ბრძანებით დადასტურდა ქ. თბილისში, სოფელი დიღომი, შპს "ინტერდეკო"-ს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ნაკვეთის საკადასტრო კოდი #01.72.14.019.354) მდებარე მშენებლობადამთავრებული ობიექტის (მრავალფუნქციური კომპლექსი) ექსპლუატაციაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 22 იანვრის №ბ-108622/07 ბრძანებაში დაფიქსირებული არქიტექტურულ-სამშენებლო დარღვევებით განხორციელებული მშენებლობის ქალაქგეგმარებით მოთხოვნებთან შესაბამისობა და მათი დასაშვებობა ობიექტის შემდგომი ექსპლუატაციაში მიღების მიზნით. განმცხადებლის განმარტებით, ბრძანებაში არასწორად არის მითითებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ბრძანების თარიღი და ნომერი. კერძოდ, მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 04 იანვრის №ბ-108615/07 ბრძანების ნაცვლად მითითებული უნდა იყოს - ამავე სამსახურის 2016 წლის 22 იანვრის №ბ-108622/07 ბრძანება. სამსახურმა შეისწავლა შესაბამისი დოკუმენტაცია და დაადგინა, რომ განმცხადებლის მოთხოვნა და წარმოდგენილი მასალები შესამამისია სამსახურში დაცულ დოკუმენტაციასთან. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 28/01/2016 წლის #2405099 ბრძანებაში და მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 04 იანვრის №ბ-108615/07 ბრძანების ნაცვლად დაფიქსირდეს ამავე სამსახურის 2016 წლის 22 იანვრის №ბ-108622/07 ბრძანება. სხვა მონაცემები დარჩეს უცვლელი. 2. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 28/01/2016 წლის #2405099 ბრძანებასთან ერთად. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა