ქალაქი თბილისი , ქუჩა სანდრო ეული , N 3
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 2553574
- გადაწყვეტილების თარიღი
- 26 აპრილი, 2016
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- მარიამ პაპუკაშვილი
- დეველოპერი (ს/კ)
- 236052579
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.14.05.007.211
- მესაკუთრე
- სახელმწიფო
- ფართობი
- 1 855 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.14.05.007.211საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1393978
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 7 აპრილი, 2016
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 19 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 26 აპრილი, 2016ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 08 დეკემბრის #2328902 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2016 წლის 07 აპრილს #AR1393978 განცხადებით მომართეს მარიამ პაპუკაშვილმა და ზაზა ქოჩიაშვილმა. განმცხადებლებმა მოითხოვეს ამავე სამსახურის 2015 წლის 08 დეკემბრის #2328902 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 08 დეკემბრის #2328902 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სანდრო ეულის ქუჩა #3–ში, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: #01.14.05.007.211), მრავალფუნქციური კომპლექსი/შენობა, საცხოვრებელი/კომერციული/საოფისე არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 08.12.2015 წ-დან 08.12.2017 წ-ის ჩათვლით. სამსახურის 2015 წლის 08 დეკემბრის #2328902 ბრძანებაში დამკვეთად მითითებულია შპს სანდრო ეული. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განაცხადის რეგისტრაცია: #882015542218, მომზადების თარიღი: 29/09/2015 წ., ს/კ: #01.14.05.007.211) შესაბამისად, საპროექტო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს სანდრო ეული. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის (განაცხადის რეგისტრაცია: #B16070020; მომზადების თარიღი: 25/04/2016 წ.; ს/კ: #236052579) თანახმად, შპს სანდრო ეულის დირექტორს წარმოადგენს ზაზა ქოჩიაშვილი. განმცხადებლების განმარტების თანახმად, სამსახურის 2015 წლის 08 დეკემბრის #2328902 ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები და შესაბამისად, ითხოვს ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. კერძოდ, საცხოვრებელ ფართობად 5964.6 კვ.მ–ის ნაცვლად 6031.6 კვ.მ–ის, საზაფხულო ფართობად 1545.0 კვ.მ–ის ნაცვლად 1695.1 კვ.მ–ის, ხოლო, საერთო ფართობად 9031.4 კვ.მ–ის ნაცვლად 9248.5 კვ.მ–ის დაფიქსირებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლების მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 08 დეკემბრის #2328902 ბრძანების ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 08 დეკემბრის #2328902 ბრძანებაში, კერძოდ: საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდეს 6031.6 კვ.მ., საზაფხულო ფართობად – 1695.1 კვ.მ., საერთო ფართობად – 9248.5 კვ.მ.; 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 08 დეკემბრის #2328902 ბრძანების სხვა ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები დარჩეს უცვლელი; 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 08 დეკემბრის #2328902 ბრძანებასთან ერთად; 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის მერთან (მის.: ქ. თბილისი, შარტავას ქუჩა #7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 26 აპრილი, 2016გადაწყვეტილება2553574 - თანხმობა
- 7 აპრილი, 2016ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები1
- asatvirti 1.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა