OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , ქუჩა კალოუბანი , N 4 , (ნაკვ.24/004) , (იგივე III მასივი, VII კვარტალი, კორპუსი N4)

AR1395006სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება11 აპრილი, 2016- ვარკეთილი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
2557161
გადაწყვეტილების თარიღი
21 აპრილი, 2016
შედეგი
თანხმობა
მშენებლობის ვადა
28 იანვარი, 2016 – 28 სექტემბერი, 2017
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
თამარ კვიჟინაძე
დეველოპერი (ს/კ)
206285429

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.19.20.024.004
მესაკუთრე
სახელმწიფო
ფართობი
1 689 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1395006
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
11 აპრილი, 2016
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
10 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
2

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 21 აპრილი, 2016ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 28/01/2016 წლის №2394189 და 22/03/2016 წლის №2495717 ბრძანებებში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 11/04/2016 წლის AR1395006 განცხადებით მომართა თამარ კვიჟინაძემ და ამავე სამსახურის 28/01/2016 წლის №2394189 და 22/03/2016 წლის №2495717 ბრძანებებში ტექნიკური შეცდომის გასწორება მოითხოვა. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 28/01/2016 წლის №2394189 ბრძანებით ქ. თბილისში, კალოუბანის ქ. №4, (ნაკვ. 24/004), (იგივე III მასივი, VII კვარტალი, კორპუსი №4), თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი: №01.19.20.024.004) შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2016 წლის 28 იანვრიდან 2017 წლის 28 სექტემბრის ჩათვლით. ამავე ბრძანების მე–4 პუნქტით დამკვეთს დაევალა ბრძანების გამოცემიდან 6 (ექვსი) თვის ვადაში ამხანაგობის სადამფუძნებლო ხელშეკრულების შესაბამისად შედგენილი კრების ოქმის, ამხანაგობის წევრთა შემადგენლობაში ახალი წევრების (დამფუძნებელი წევრების გარდა) მიღების ან დამფუძნებელი წევრების გასვლის შემთხვევაში, მათი ამხანაგობაში მიღების/ამხანაგობიდან გასვლის ამსახველი დოკუმენტაციისა და იმ მესაკუთრეების (და შესაბამისი იპოთეკარების) თანხმობების, რომელთა საკუთრების საგანიც (იპოთეკის საგანი) იცვლება კორექტირებით, სამსახურში წარმოდგენა. აღნიშნული პირობის შეუსრულებლობა №2394189 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი იყო. ამავე სამსახურის 22/03/2016 წლის №2495717 ბრძანებით დამკვეთს – ამხანაგობა „ვარკეთილი 2006–ის" თავმჯდომარე თამარ კვიჟინაძეს სამსახურის 28/01/2016 წლის №2394189 ბრძანებით დადგენილი პირობა შესრულებულად ჩაეთვალა. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 28/01/2016 წლის №2394189 და 22/03/2016 წლის №2495717 ბრძანებებში ტექნიკური ხარვეზია, კერძოდ, ფართობების არასწორად დაანგარიშების გამო ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელი და საზაფხულო ფართობები არასწორადაა დაფიქსირებული. ასევე, შეთანხმებული საპროექტო გეგმის +9.30 ნიშნულზე გ-1 ღერძზე არასწორადაა მითითებული აივნის ფართობი. განმცხადებელი ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომების გასწორებას და წარმოადგინა გასწორებული ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები – საცხოვრებელი ფართობი (კვ.მ).:11633.04, საზაფხულო ფართობი (კვ.მ).:1423.73, საერთო ფართობი (კვ.მ).:19454,80 და მესამე სართულის საპროექტო გეგმა + 9.30 ნიშნულზე. სამსახურმა შეისწავლა შესაბამისი დოკუმენტაცია, რის შედეგადაც მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა, გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტებში, ასევე ჩაანაცვლოს შეთანხმებული მესამე სართულის + 9.30 ნიშნულის საპროექტო გეგმა განმცხადებლის მიერ 19/04/2016 წელს AR1395006 განცხადებით წარმოდგენილი იმავე სართულის საპროექტო გეგმით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 28/01/2016 წლის №2394189 და 22/03/2016 წლის №2495717 ბრძანებებში და ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდეს: საცხოვრებელი ფართობი (კვ.მ).:11633.04, საზაფხულო ფართობი (კვ.მ).:1423.73, საერთო ფართობი (კვ.მ).:19454,80; ასევე, შეთანხმებული მესამე სართულის + 9.30 ნიშნულის საპროექტო გეგმა ჩანაცვლდეს განმცხადებლის მიერ 19/04/2016 წლის AR1395006 განცხადებით წარმოდგენილი იმავე სართულის საპროექტო გეგმით. სამსახურის 28/01/2016 წლის №2394189 და 22/03/2016 წლის №2495717 ბრძანებები დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 2. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 28/01/2016 წლის №2394189 და 22/03/2016 წლის №2495717 ბრძანებებთან ერთად. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 21 აპრილი, 2016გადაწყვეტილება2557161 - თანხმობა
  3. 19 აპრილი, 2016ქალაქის პასუხი
  4. 19 აპრილი, 2016ფაილები აიტვირთა
  5. 11 აპრილი, 2016ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები2

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა