OpenCAD
უარყოფა

ქალაქი თბილისი , გზატკეცილი კახეთი , ნავთობბაზის მიმდებარედ , (ნაკვ. 04/004)

AR1395249სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება11 აპრილი, 2016- ლილო
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
2546350
გადაწყვეტილების თარიღი
18 აპრილი, 2016
შედეგი
უარი
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ლეილა იმერლიშვილი
დეველოპერი (ს/კ)
208154236

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.19.14.004.004
მესაკუთრე
შპს "მშვიდობა" (208154236)
ფართობი
5 137 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1395249
სტატუსი
უარყოფა
რეგისტრაცია
11 აპრილი, 2016
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
7 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 18 აპრილი, 2016ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის – სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენი AR1395249 განცხადება, რომლითაც ითხოვთ, ქალაქგეგმარებით დასკვნას, მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: #01.19.14.004.004) სამშენებლოდ განვითარებასთან დაკავშირებით. პასუხად გაცნობებთ შემდეგს: თქვენს დაინტერესებაში არსებულ საკადასტრო ერთეულზე (საკადასტრო კოდი: #01.19.14.004.004) ვრცელდება დროებითი შეზღუდვა: „საქართველოს საავტომობილო გზების რიგ მონაკვეთებზე რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის (მშენებლობის) სამუშაოების განხორციელების მიზნით, ზოგიერთ გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის #104 (ცვლილება 25.04.2013წ. #340) განკარგულების მიხედვით. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 მარტის #606 განკარგულებით ზემოხსენებულ #104 განკარგულებაში შევიდა ცვლილება რომლის მიხედვითაც: „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საავტომობილო გზების რეკონსტრუქცია–მოდერნიზაციით გათვალისწინებულ მონაკვეთებზე, სახელმწიფო ხელისუფლების ან/და ქ. თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოების თანხმობის შემთხვევაში, შესაძლებელია, გზის ღერძიდან 100–მეტრიან ზოლში მიწების გასხვისება და გზისპირა ინფრასტრუქტურის ობიექტების განთავსებაზე ნებართვის გაცემა“. შესაბამისად საკითხს განიხილავს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური. აქედან გამომდინარე, საჭიროა წარმოდგენილი იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის შესაბამისი თანხმობა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. მოცემული დოკუმენტაციის მოპოვების შემდგომ, ახალი განცხადის საფუძველზე, სამსახურს მიეცემა შესაძლებლობა ხელახლა განიხილოს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ განვითარების საკითხი. ასევე გაცნობებთ, რომ მოცემული მიწის ნაკვეთზე ფიქსირდება გადაფარვა მომიჯნავე მიწის ნაკვეთთან (საკადასტრო კოდი: #01.19.14.004.035). დამატებით ინფორმაციის სახით გაცნობებთ, ქალაქ თბილისის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის #20–105 დადგენილებით დამტკიცდა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა. რომელიც განსაზღვრავს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების (მიწათსარგებლობის) და განაშენიანების ძირითად პარამეტრებს, კეთილმოწყობის, გარემოსა და უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დამცავ სივრცით-ტერიტორიულ პირობებს, სატრანსპორტო, საინჟინრო და სოციალური ინფრასტრუქტურის, ასევე ეკონომიკური განვითარების სივრცით ასპექტებს და განსახლების ტერიტორიულ საკითხებს. თქვენს დაინტერესებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: #01.19.14.004.004) დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის–რუკის, მიხედვით ვრცელდება სატრანსპორტო ზონა 1 (ტზ-1), საზოგადოებრივ–საქმიანი ზონა 2 (სსზ–2) და ძალაინ მცირედზე სარეკრეაციო ზონა 2 (რზ–2). „ქ. თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ" ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის N4-13 გადაწყვეტილების თანახმად სატრანსპორტო ზონა 1 (ტზ–1) – წარმოადგენს სატრანსპორტო ზონას, რომელიც მდებარეობს ადმინისტრაციულ საზღვრებში და მოიცავს არსებულ და საპროექტო (პერსპექტიულ) ქუჩებს, გზებს, მოედნებს, გზატკეცილებს, ხიდებს, გზაგამტარებს, სარკინიგზო ხაზებს (გასხვისების ზოლის ჩათვლით), მეტროპოლიტენის მიწისზედა ხაზებს, ტრამვაის ხაზებს, ტროტუარებს, ტროტუარის მიმდებარე გაზონს, ზღუდარებს, ქუჩის მომიჯნავე გამწვანებულ ზოლებს, უსაფრთხოების კუნძულებს, გამწვანებულ გზაგამყოფებს, მიწისქვეშა ნაგებობებს. ასევე, დასაშვებია ტროტუარებზე „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის, 1-ლი პუნქტის, „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ობიექტების განთავსება, ხსენებული დადგენილების, ამ წესებისა და კანონმდებლობის შესაბამისად.“ საზოგადოებრივ–საქმიანი ზონა 2 (სსზ–2) წარმოადგენს განაშენიანების მაღალი ინტენსივობის ზონას, მათ შორის კარკასი სადაც დომინირებულ სახეობას შეადგენს ობიექტები საზოგადოებრივი დანიშნულების ფუნქციებით (იხ. დანართი). სარეკრეაციო ზონა 2 (რზ–2) წარმოადგენს ზონას, რომელიც მდებარეობს თბილისის განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში და მოიცავს გამწვანებულ ტერიტორიას (მაგ.: პარკი, ბაღი, ბულვარი, სკვერი, გაზონი), ღია სათამაშო მოედნებს და მსგავსი ტიპის სხვა ტერიტორიებს, სადაც ასევე დასაშვებია ამ წესების დანართით განსაზღვრული ძირითადი და სპეციალური ზონალური ნებართვით დაშვებული სახეობები (იხ.დანართი). ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე, არქიტექტურის სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს თქვენი მოთხოვნა და გასცეს დადებითი ქალაქგეგმარებითი დასკვნა, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ განვითარებასთან დაკავშირებით.

    მეტის ჩვენება
  2. 18 აპრილი, 2016გადაწყვეტილება2546350 - უარი
  3. 11 აპრილი, 2016ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები2

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა