ქალაქი თბილისი , ქუჩა გუდიაშვილი , N 3
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 2564537
- გადაწყვეტილების თარიღი
- 26 აპრილი, 2016
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- კახაბერ დეკანოიძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 204497295
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.15.04.027.004
- მესაკუთრე
- შპს სიტი ემ (204497295)
- ფართობი
- 2 023 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.15.04.027.004საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1395578
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 12 აპრილი, 2016
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 14 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 26 აპრილი, 2016გადაწყვეტილება2564537 - თანხმობა
- 26 აპრილი, 2016ქალაქის პასუხი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 04.02.2016წ. N2414101 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 12/04/2016წ. AR1395578 განაცხადით მომართა კახაბერ დეკანოიძემ და მოითხოვა ტექნიკური შეცდომის გასწორება ამავე სამსახურის 04.02.2016წ. N2414101 ბრძანებით შეთანხმებულ სამშენებლო დოკუმენტაციაში. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 04.02.2016წ. N2414101 ბრძანებით, ქალაქ თბილისში (სექტორი - მთაწმინდა), გუდიაშვილის ქუჩა N3–ში, შპს „სიტი ემ"–ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა მრავალფუნქციური შენობის (სასტუმრო, მუზეუმი, ოფისები) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 04.02.2016წ. N2414101 ბრძანებით შეთანხმებული კორექტირებული არქიტექტურული პროექტის გეგმებზე, შტამპებში, ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები (სასტუმროსა და მუზეუმის ფართობები) დატანილი იქნა შეცდომით. დაშვებული შეცდომების გამოსწორების მიზნით, განსახილველი განაცხადით, წარმოდგენილი იქნა ობიექტის გეგმები, შტამპებში გასწორებული მაჩვენებლების დატანით და მოთხოვნილი იქნა შეთანხმებული გეგმების ჩანაცვლება წარმოდგენილი გეგმებით. სამსახურმა შეისწავლა შესაბამისი დოკუმენტაცია და დაადგინა, რომ სამსახურის 04.02.2016წ. N2414101 ბრძანებით შეთანხმებული კორექტირებული არქიტექტურული პროექტის გეგმებზე, განმცხადებლის განმარტების შესაბამისად, შტამპებში, ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები დატანილია შეცდომით, ამასთან, განსახილველი განაცხადის მეშვეობით წარმოდგენილი გეგმების შტამპებში დატანილი გასწორებული მაჩვენებლები შესაბამისობაშია შეთანხმებულ სამშენებლო დოკუმენტაციასთან. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და სამსახურის 04.02.2016წ. N2414101 ბრძანებით შეთანხმებული კორექტირებული არქიტექტურული პროექტის გეგმებზე, შტამპებში, შეცდომით დატანილი მაჩვენებლების გასწორების მიზნით, 04.02.2016წ. N2414101 ბრძანებით შეთანხმებული გეგმების PDF ფაილი ჩაანაცვლოს განსახილველი განაცხადით წარმოდგენილი გეგმებით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 04.02.2016წ. N2414101 ბრძანებით შეთანხმებული გეგმების შტამპებში დატანილ მაჩვენებლებში და 04.02.2016წ. N2414101 ბრძანებით შეთანხმებული გეგმების PDF ფაილი ჩანაცვლდეს 12/04/2016წ. AR1395578 განაცხადით წარმოდგენილი გეგმებით. 2. ბრძანება განხილული იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 04.02.2016წ. N2414101 ბრძანებასთან ერთად. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 12 აპრილი, 2016ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები1
- Gegma-2016.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა