ქალაქი თბილისი , სტუდქალაქის ტერიტორიაზე , სპორტული კომპლექსი "ფეხბურთი ბავშვებს" მიმდებარედ/ ქალაქი თბილისი , გამზირი ი.ჭავჭავაძე , N 37-სა , და სავაჭრო ობიექტებს შორის/ ქალაქი თბილისი , ი. ჭავჭავაძის გამზირზე, გალაქტიონ ტაბიძის ძეგლის მიმდებარედ/ ქალაქი თბილისი , გალაქტიონის ძეგლის მიმდებარედ
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 2542597
- გადაწყვეტილების თარიღი
- 15 აპრილი, 2016
- შედეგი
- სხვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- თეიმურაზ ჭოხონელიძე
- ორგანიზაცია
- 11277
- დეველოპერი (ს/კ)
- 405077704
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.14.14.003.173
- მესაკუთრე
- სააქციო საზოგადოება აქსის თაუერსი (405077704)
- ფართობი
- 6 045 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.14.14.003.173საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1396312
- სტატუსი
- განუხილველი
- რეგისტრაცია
- 13 აპრილი, 2016
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 2 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 15 აპრილი, 2016ქალაქის პასუხი
13/04/2016წ. AR1396312 განაცხადთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის წარმოსადგენად ვადის განსაზღვრის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს, 13/04/2016წ. AR1396312 განაცხადით, მომართა თეიმურაზ ჭოხონელიძემ და მოითხოვა ტექნიკური შეცდომის გასწორება ამავე სამსახურის 09.11.2015წ. N2287762 ბრძანებაში, ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლების ნაწილში. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 09.11.2015წ. N2287762 ბრძანებით, ქალაქ თბილისში, სტუდქალაქის ტერიტორიაზე, სპორტული კომპლექსი "ფეხბურთი ბავშვებს" მიმდებარედ / ქალაქ თბილისში, გამზირი ი. ჭავჭავაძე, N37-სა და სავაჭრო ობიექტებს შორის / ქალაქ თბილისში, ი. ჭავჭავაძის გამზირზე, გალაქტიონ ტაბიძის ძეგლის მიმდებარედ / ქალაქ თბილისში, გალაკტიონის ძეგლის მიმდებარედ, სააქციო საზოგადოება „აქსის თაუერსის“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი N01.14.14.003.169), შეთანხმდა მრავალფუნქციური შენობის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. განმცხადებლის განმარტებით, 09.11.2015წ. N2287762 ბრძანებაში დაფიქსირებული ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები არ შეესაბამება შეთანხმებულ სამშენებლო დოკუმენტაციას, რის გამოც წარმოდგენილი განაცხადით, მოთხოვნილია გასწორდეს დაშვებული შეცდომა და დაფიქსირდეს: საცხოვრებელი ფართობი (კვ.მ).: 13975.6, საოფისე ფართობი (კვ.მ).: 18519.3, კომერციული ფართობი (კვ.მ).: 12350.4, საზაფხულო ფართობი (კვ.მ).: 5028.7, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი (კვ.მ).: 11052.2, დამხმარე ფართობი (კვ.მ).: 1387.2, აუზის ფართობი (კვ.მ).: 1899.6 მ2, სასტუმროს ნომრების ფართობი (კვ.მ).: 8280.6, საერთო ფართობი (კვ.მ).: 89491.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია ან ინფორმაცია. იმისათვის, რომ სამსახურს მიეცეს შესაძლებლობა, იმსჯელოს, 09.11.2015წ. N2287762 ბრძანებაში, ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლების ნაწილში, ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე, საჭიროა, განმცხადებელმა, საოფისე ფართობის მაჩვენებლის ცვლილებასთან დაკავშირებით, წარმოადგინოს დეტალური განმარტებითი ბარათი და შესაბამისი სართულ(ებ)ის გეგმები, საოფისე ფართობში არასწორად შეყვანილი ფართების მონიშვნით და საჭიროების შემთხვევაში, გასწორებული ექსპლიკაციით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. დაევალოს განმცხადებელს, 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, 09.11.2015წ. N2287762 ბრძანების ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირებული საოფისე ფართობის მაჩვენებლის ცვლილებასთან დაკავშირებით, წარმოადგინოს დეტალური განმარტებითი ბარათი და შესაბამისი სართულ(ებ)ის გეგმები, საოფისე ფართობში არასწორად შეყვანილი ფართების მონიშვნით და საჭიროების შემთხვევაში, გასწორებული ექსპლიკაციით. 2. ბრძანების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში, 13/04/2016წ. AR1396312 განაცხადი დარჩეს განუხილველი. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 15 აპრილი, 2016გადაწყვეტილება2542597 - სხვა
წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა