OpenCAD
განუხილველი

ქალაქი თბილისი , ქუჩა კოსტავა , N 70 , (იგივე გამსახურდიას გამზ. N5) ; ქალაქი თბილისი , ქუჩა კოსტავა , N 70 , (იგივე გამსახურდიას გამზ. N5) ; ქალაქი თბილისი , ქუჩა კოსტავა , N 70 , (იგივე გამსახურდიას გამზ. N5)

AR1396727სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება14 აპრილი, 2016- საბურთალო
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
2549876
გადაწყვეტილების თარიღი
19 აპრილი, 2016
შედეგი
სხვა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ირაკლი ბარნაბიშვილი
დეველოპერი (ს/კ)
201951209

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.10.13.031.006.30.05.505
მესაკუთრე
შპს "გეა" (201951209)
ფართობი
630 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1396727
სტატუსი
განუხილველი
რეგისტრაცია
14 აპრილი, 2016
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
5 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 19 აპრილი, 2016ქალაქის პასუხი

    დამატებითი ინფორმაციის წარმოსადგენად ვადის განსაზღვრის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 14/04/2016 წლის # AR1396727 განცხადებით მომართეს ირაკლი ბარნაბიშვილმა, ნუკრი ლიპარტაშვილმა, ვასილ ბოლაშვილმა და ბეჟანი ანუაშვილმა, რომლებმაც მოითხოვეს ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 1999 წლის 3 ნოემბრის #632 ბრძანებაში ტექნიკური ხარვეზის გასწორება, კერძოდ: ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლებლის წარმოდგენილი ახალი განმარტებითი ბარათის შესაბამისად შეცვლა. განმცხადებლების განმარტების თანახმად, ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 1999 წლის 3 ნოემბრის #632 ბრძანებით დამტკიცდა პროექტი #717, გამსახურდიას გამზირ #5-ში, საქართველოს ენერგეტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ლაბორატორიულ კორპუსზე მოქალაქეთა განმარტებით ხსენებულ ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში და უნდა გასწორდეს მათ მიერ წარმოდგენილი განმარტებითი ბარათის მიხედვით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, სამსახურმა შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და საპროექტო დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად ახალ განმარტებით ბარათში გამოვლინდა უზუსტობები, კერძოდ: წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან ა, ბ, და გ ბლოკების ტექნიკურ ეკონომიკური მაჩვენებლები არ ემთხვევა ამონაკრებ მაჩვენებლებს, ასევე არ ემთხვევა სართულიანობა და რაც მთავარია ვერ ხდება წარმოდგენილი შეთანხმებული პროექტის განმარტებითი ბარათების ბრძანებასთან იდენტიფიცირება, შესაბამისად შეუძლებელია ამ დოკუმენტაციის საფუძველზე მსჯელობა ცვლილების შესატანად. ვინაიდან, წარმოდგენილი დოკუმენტაცია ერთმანეთთან მოდის შეუსაბამობაში, საჭიროა წარმოდგენილი იქნას სრული საპროექტო მასალა კარგი გარჩევადობით, დამოწმებული სახით, რომლის შესაბამისობის დადგენაც შესაძლებელი იქნება შესაბამის აქტებთან. შესაბამისად, სამსახურის მიერ ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში ტექნიკური ხარვეზის გასწორებაზე გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა წარმოდგენილი იქნეს ახალი განმარტებითი ბარათი ზემოაღნიშნული შენიშვნების გათვალისწინებით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83–ე მუხლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩაათვალა დაავალოს განმცხადებელს, რომ 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს დეტალური, დასაბუთებული განმარტებითი ბარათი, სრული საპროექტო მასალა დამოწმებული სახით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83–ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. დაევალოს განმცხადებელს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს დეტალური განმარტებითი ბარათი, სადაც დაფიქსირებული იქნება ფართების გასწორებული ციფრობრივი მაჩვენებლები (რომელიც შესაბამისობაში იქნება შეთანხმებული პროექტის გეგმა–ნახაზების) და სრული საპროექტო მასალა დამოწმებული სახით. 2. ბრძანების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში 14/04/2016 წლის # AR1396727 განცხადება დარჩეს განუხილველი; 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა #7) მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 19 აპრილი, 2016გადაწყვეტილება2549876 - სხვა
  3. 14 აპრილი, 2016ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა