ქალაქი თბილისი , ქუჩა ჩარგალი , მიმდებარედ (ნაკვეთი 03/037)/ ქალაქი თბილისი , ქუჩა ჩარგალი , მექანიკურ ავტოსამრეცხაოსა და ქარხანა ,,აგატს" შორის
დამკვეთი
- სახელი
- გიორგი მუჯირი
- ორგანიზაცია
- 13163
- დეველოპერი (ს/კ)
- 400169278
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.12.04.003.076
- მესაკუთრე
- მამუკა ქუხილავა (P/N: *********40)
- ფართობი
- 704 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.12.04.003.076საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz
- K1
- 0
- K2
- 0
- K3
- 0
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1396845
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 15 აპრილი, 2016
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 21 დღე
- რეგისტრაციიდან ქალაქის ბოლო პასუხამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 6 მაისი, 2016ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექურის სამსახურის 31.03.2016 წ. №2511895 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 15/04/2016 წ. # AR1396845 განცხადებით მომართეს გიორგი მუჯირმა და მამუკა ქუხილავამ, რომლებმაც მოითხოვეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექურის სამსახურის 31.03.2016 წ. №2511895 ბრძანებაში ცვლილების შეტანა, კერძოდ, დამკვეთად მამუკა ქუხილავას და გიორგი მუჯირის ნაცვლად შპს „კოლხი“-ს მითითება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, სამსახურმა შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექურის სამსახურის 31.03.2016 წ. №2511895 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ქუჩა ჩარგალი, მიმდებარედ (ნაკვეთი 03/037)/ ქალაქი თბილისი, ქუჩა ჩარგალი, მექანიკურ ავტოსამრეცხაოსა და ქარხანა "აგატს" შორის, თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი №01.12.04.003.076), მრავალფუნქციური (მაღაზია, აფთიაქი, კაფე, სასტუმრო) შენობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2016 წლის 31 მარტიდან 2017 წლის 31 მაისის ჩათვლით. აღნიშნულ აქტში დამკვეთად დაფიქსირდნენ მამუკა ქუხილავა და გიორგი მუჯირი. საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შეიცვალა საპროექტო ობიექტის მესაკუთრე და დღეის მდგომარეობით, #01.12.04.003.076 საკადასტრო ერთეულის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „კოლხი“ (განაცხადის რეგისტრაციის #882016226386, ამონაწერის მომზადების თარიღი: 14/04/2016 წ.). "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების თანახმად, დამკვეთს პირველ და მეორე სტადიაზე წარმოადგენს განმცხადებელი, ხოლო მესამე სტადიაზე დამკვეთი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობების მესაკუთრე, მოსარგებლე, ან მისი/მათი უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდესის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ყოველივე ზემოაღნიშულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლების მოთხოვნა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექურის სამსახურის 31.03.2016 წ. №2511895 ბრძანებაში დამკვეთად მამუკა ქუხილავას და გიორგი მუჯირის ნაცვლად მიუთითოს შპს „კოლხი“. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების თანახმად, ვბრძანებ: 1. შევიდეს ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექურის სამსახურის 31.03.2016 წ. №2511895 ბრძანებაში და დამკვეთად მამუკა ქუხილავას და გიორგი მუჯირის ნაცვლად დაფიქსირდეს შპს „კოლხი“; 2. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექურის სამსახურის 31.03.2016 წ. №2511895 ბრძანებასთან ერთად; 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, შარტავას #7), მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 15 აპრილი, 2016ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
დასკვნები და აზომვები1
- ამონაწერი.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა