OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , ქუჩა კრონშტანტი , (ცაგარელის) N72 / ქალაქი თბილისი , ქუჩა ცაგარელი , N 70

AR1407720სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება28 მაისი, 2016
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
2645050
გადაწყვეტილების თარიღი
21 ივნისი, 2016
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
გიორგი გამყრელიძე
დეველოპერი (ს/კ)
404466243

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.10.14.022.012
მესაკუთრე
შპს სამშენებლო კომპანია მერკური ჯგუფი (404466243)
ფართობი
863 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1407720
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
28 მაისი, 2016
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
24 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 21 ივნისი, 2016გადაწყვეტილება2645050 - თანხმობა
  2. 21 ივნისი, 2016ქალაქის პასუხი

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 08/12/2015 წლის №2331764 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 28/05/2016 წლის №AR1407720 განაცხადით მომართა გიორგი გამყრელიძემ და ამავე სამსახურის 08/12/2015 წლის №2331764 ბრძანების ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში ტექნიკური შეცდომის გასწორება მოითხოვა. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 08/12/2015 წლის №2331764 ბრძანებით ქ.თბილისში, ქუჩა კრონშტანტი,(ცაგარელის) 72 /ქუჩა ცაგარელი N78, შ.პ.ს. „სამშენებლო კომპანია მერკური ჯგუფის" საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ნაკვეთის საკადასტრო კოდი: N01.10.14.022.012) შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2015 წლის 08 დეკემბრიდან 2018 წლის 08 თებერვლის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 08/12/2015 წლის №2331764 ბრძანების ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში ტექნიკური შეცდომაა, კერძოდ, შეთანხმებული +33.3 ნიშნულის საპროექტო გეგმაზე არასწორადაა მითითებული საცხოვრებელი ფართობი, რაც იწვევს მთლიანი საცხოვრებელი ფართობის მაჩვენებლისა და საერთო ფართობის მაჩვენებლის ცვლილებას. წარმოდგენილი განცხადებით წარმოდგენილია გასწორებული ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები, ასევე +33.3 ნიშნულის საპროექტო გეგმა და მოთხოვნილია გასწორდეს აღნიშნული ტექნიკური შეცდომა და სამსახურის №2331764 ბრძანების ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდეს: საცხოვრებელი ფართობი (კვ.მ).:3304,4; საერთო ფართობი (კვ.მ).: 5398,1; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. სამსახურმა განმცხადებლის მოთხოვნისა და შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებული ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში, ასევე, რადგან სამსახურის №2331764 ბრძანებით შეთანხმებულ +33.3 ნიშნულის საპროექტო გეგმაზე ფიქსირდება ტექნიკური ხარვეზი, ის ჩაანაცვლოს განმცხადებლის მიერ 28/05/2016 წლის №AR1407720 განცხადებით წარმოდგენილი იმავე ნიშნულის გასწორებული საპროექტო გეგმით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 08/12/2015 წლის №2331764 ბრძანებაში და ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდეს: საცხოვრებელი ფართობი (კვ.მ).:3304,4; საერთო ფართობი (კვ.მ).: 5398,1; ასევე, №2331764 ბრძანებით შეთანხმებული +33.3 ნიშნულის საპროექტო გეგმა ჩანაცვლდეს განმცხადებლის მიერ 28/05/2016 წლის №AR1407720 განცხადებით წარმოდგენილი იმავე ნიშნულის გასწორებული საპროექტო გეგმით. სამსახურის 08/12/2015 წლის №2331764 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 2. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 08/12/2015 წლის №2331764 ბრძანებასთან ერთად. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  3. 25 მაისი, 2016ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა