OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , ქუჩა პეტრიაშვილი , N 46

AR1408340სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება27 მაისი, 2016- ვაკე
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
2633767
გადაწყვეტილების თარიღი
3 ივნისი, 2016
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
დავით შველიძე
დეველოპერი (ს/კ)
204507792

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.15.02.053.001
მესაკუთრე
შპს "მთაწმინდა 2006" (204507792)
ფართობი
1 659 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1408340
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
27 მაისი, 2016
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
7 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 3 ივნისი, 2016ქალაქის პასუხი

    სამსახურმა განიხილა თქვენი #AR1408340 ელექტრონული განაცხადი, რომლითაც ეწინააღმდეგებით #01.15.02.053.001 საკადასტრო ერთეულზე მშენებლობას და ითხვთ #AR1395352 ნომრით მიმდინარე წარმოებაში დაინტერესებულ მხარედ ჩართვას. პასუხად გაცნობებთ, რომ ქ. თბილისში, პეტრიაშვილის ქ. #46-ში (თქვენს მიერ მონიშნულ ტერიტორიაზე) სამსახურში ამ ეტაპზე ადმინისტრაციული წარმოება არ მიმდინარეობს. თქვენი შეტყობინება სამსახურში მიღებულია ცნობის სახით და წარმოების დაწყებისა და საჭიროების შემთხვევაში იქნებით ინფორმირებული. დამატებით გაცნობებთ, რომ სამსახურს 2014 წლის 30 მაისის #AR1224070 ელექტრონული განაცხადით სამსხურს მომართა მოქალაქე გიორგი ქევანიშვილმა და მოითხოვა ქალაქი თბილისში, პეტრიაშვილის ქუჩა N46-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი №01.15.02.053.001) ქალაქმშენებლობითი პარამეტრების გაზრდა. საკითხი განიხილა “ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის” 2014 წლის 12 ივნისის #22 სხდომამ, რომლის დასკვნის საფუძველზეც საკითხმა მიიღო დადებითი შეფასება და კოეფიციენტები განისაზღვრა კ1=0.6-ით და კ2=4,4-ით. სამსახურის მიერ 2015 წლის 28 აპრილის #1865469 ბრძანებით შეთანხმებულია არქიტექტურული პროექტი ქ. თბილისში, პეტრიაშვილის ქუჩა, #46-ში, შპს "მთაწმინდა 2006"–ს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ნაკვეთის საკადასტრო კოდი #01.15.02.053.001) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლისათვის. ხოლო მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე სამსახურის 2016 წლის 01 ივნისის #2624082 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალოს სანებართვო მოწმობა. რომლის მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2016 წლის 06 ნოემბრიდან 2018 წლის 06 ნოემბრის ჩათვლით. 2015 წლის 29 სექტემბრის #2207028 ბრძანებით და სანებართვო მოწმობით შეთანხმებულია და გაცემულია დემონტაჟის ნებართვა ქ. თბილისში, პეტრიაშვილის ქ.#46–ში, შპს ,,მთაწმინდა 2006''–ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (#1/1, #2/1, #3/1, #4/1) მდებარე შენობებისათვის. ხოლო აღნიშნული მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გასვლის გამო, სამსახურის #2566527 05.05.2016წ. ბრძანებით გაიცა ახალი მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის სანებართვო მოწმობა. ელექტრონული სახით, წარმოდგენილი დოკუმენტაციის და სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ნახვა შეგიძლიათ სამსახურის ვებ-გვერდზე (www.tas.ge) ინტერაქტიულ რუკაზე საპროექტო ფენის ჩართვის და ძიებაში დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდის ან/და სამსახურის პასუხის ძიებაში #AR1337402, AR1399686 #AR1271411, #AR1224070, #AR1395352 განაცხადის ნომრების მითითების შემთხვევაში. სამსახურის მიერ ზემოაღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გაცემულ იქნა შესათანხმებლად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. თუმცა, თუ თვლით, რომ აღნიშნული აქტები გაყენებთ პირდაპირ და უშუალო ზიანს ან/და დარღვეულია მათი გამოცემის წესი, შეგიძლიათ გაასაჩივროთ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, მათი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში. თუ სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს სამსახურის მიერ შეთანხმებული პროექტის დარღვევით, სამშენებლო სამუშაოების შეთანხმებულ სამშენებლო დოკუმენტაციასთან შეუსაბამობის დადგენის მიზნით შეგიძლიათ მიმართოთ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს. სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური 2012 წლიდან დოკუმენტბრუნვას აწარმოებს ელექტრონული სახით. სამსახურის მიერ 2012-2016 წლებში გაცემული ნებართვები გამოტანილია ვებ–გვერდზე (www.tas.ge) და არის საჯარო. ნებისმიერი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ინტერაქტიულ რუკაზე საპროექტო ობიექტების ფენის ჩართვის და ძიებაში დაინტერესებაში არსებული ობიექტის საკადასტრო კოდის მითითების შემთხვევაში.

    მეტის ჩვენება
  2. 3 ივნისი, 2016გადაწყვეტილება2633767 - თანხმობა

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა